ჯანმრთელობა

როგორ აღვიდგინოთ ვარჯიშის შემდგომ ენერგია - 4 მნიშვნელოვანი კომპონენტი

როგორ აღვიდგინოთ ვარჯიშის შემდგომ ენერგია - 4 მნიშვნელოვანი კომპონენტი

მათთვის, ვინც ხშირად სტუმრობს ფიტნეს დარბაზებს და აქტიური ფიზიკური ვარჯიშებით კავდება, მნიშვნელოვანია ენერგიის აღდგენისა და დასვენების დღეების გამოყენება.

ვარჯიშის დროს სხეულს მეტ-ნაკლებად სტრესს აყენებთ, ამიტომაც აუცილებელია განტვირთვა და აღდგენა.
საკმარისი დასვენება ასევე დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ რაიმე სერიოზული ტრავმა, როგორიცაა სტრესული მოტეხილობები და კუნთების დაჭიმულობა, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ვარჯიშის ეფექტურობაზე.
აქ არის ვარჯიშის შემდგომი ენერგიის აღდგენის რამდენიმე კომპონენტი, რომლებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია!

ძილი.

ყველამ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძილი საერთო ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ის ასევე აძლევს თქვენს სხეულს შესაძლებლობას კონცენტრირება მოახდინოს იმ მიკროსკოპული დაზიანებების გამოსწორებაზე, რასაც ვარჯიში ტოვებს კუნთების ბოჭკოებში, რაც მას ეფექტური აღდგენის ქვაკუთხედს გახდის, ამიტომაც საშუალოდ შვიდიდან ცხრა საათის განმავლობაში უნდა გეძინოთ ყოველ ღამე.

კვება და ახალი ენერგია.

როგორც კვების ექსპერტები ამბობენ, თქვენ ხართ ის, რასაც მიირთმევთ და ეს განსაკუთრებით ეხება, როდესაც გადაწყვეტთ მისდიოთ ჯანსაღ და სწორ კვებას, როგორც თქვენი სხეულის ენერგიის წყაროს, რომელიც აუცილებელია ვარჯიშის შედეგად მიღებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

თუ გსურთ მაქსიმალურად გაზარდოთ დასვენების პერიოდი და დაეხმაროთ თქვენს სხეულს ენერგიის სრულად აღდგენაში, მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეთ დაბალანსებული საკვების მიღებას, რომელიც მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით და ჯანსაღი ცხიმებით.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვარჯიშის შემდგომ კვებას, რადგან ეს საკვები ნივთიერებები გამოიყენება თქვენი გამოფიტული გლიკოგენის მარაგის შესავსებად.

დატენიანება.

დეჰიდრატაცია ფაქტობრივად აფერხებს ორგანიზმის აღდგენის უნარს, რის გამოც ყოველთვის უნდა დარწმუნდეთ, რომ საკმარისად იღებთ ყოველ დღე წყალს, განსაკუთრებით ვარჯიშის დროს და მის შემდეგ.

აქტიური აღდგენა.

ადამიანების უმეტესობას, ვინც რეგულარულად ვარჯიშობს, უჭირს სახლში დარჩენა და არაფრის კეთება მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენ ამის ნაცვლად შეგიძლიათ დასვენების დღეები გაატაროთ აქტიურ გამოჯანმრთელებაში, რაც არის ნაზი და დაბალი ინტენსივობის სავარჯიშოების კეთება, რომელიც ამცირებს კუნთების ტკივილს დამატებითი დატვირთვის გარეშე.

აქტიური აღდგენის ვარჯიშებია: იოგა, ცურვა, მსუბუქი სირბილი და სხვა.

კარგი და ხარისხიანი დასვენება, ეს არის თქვენი სხეულის მოსმენა, ვარჯიშების შესაბამისად მორგება და ჯანსაღი, ენერგიით სავსე ცხოვრება.