SEX

როგორ იზომება სექსუალობა?

როგორ იზომება სექსუალობა?

სექსუალობა ჩვენი იდენტობის ძირითადი ნაწილია და მოიცავს საკუთარი თავის და ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილების ბევრ ასპექტს.

მარტივი ლოგიკით - ჩვენ ვართ ის, ვინც ვართ, მოგვწონს ის, რაც მოგვწონს და გვიყვარს ის, ვინც გვიყვარს.

სექსუალობის კომპონენტები.

ადამიანის სექსუალობა იზომება იმით, თუ როგორ გრძნობენ და გამოხატავენ საკუთარ თავს ადამიანები სექსუალურად. ეს მოიცავს ბიოლოგიურ, ეროტიკულ, ფიზიკურ, ფსიქო-ემოციურ, სოციალურ და სულიერ შეგრძნებებს და ქცევებს.

სექსუალობა VS სექსუალური ორიენტაცია.

ადამიანის სექსუალობის ნაწილია სექსუალური ორიენტაცია, რომელიც გულისხმობს მიზიდულობას სხვა ადამიანის მიმართ.

სექსუალობის განცდა-გამოხატვა შესაძლებელია მრავალი გზით: აზრებით, ფანტაზიებით, სურვილებით, ღირებულებებით, ქცევებით.

სექსუალობა და სექსუალური ორიენტაცია არ არის ერთი და იგივე. სექსუალური ორიენტაცია ჩვენი სექსუალობის ნაწილია, მაგრამ ჩვენი სექსუალობა ასევე მოიცავს ჩვენს ქცევებს, რომანტიკულ და ემოციურ სურვილებს და იდენტობას.

სექსუალობის ასპექტები.

სექსუალობის ფიზიკური და ემოციური ასპექტები მოიცავს იმ ინდივიდუალურ კავშირებს, რომლებიც გამოიხატება ღრმა გრძნობებით, ან სიყვარულის, ნდობისა და ზრუნვის ფიზიკური მანიფესტაციით.

ზოგიერთ შემთხვევაში, ამ ემოციებმა შეიძლება გამოიწვიოს რომანტიკული გრძნობები, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სექსუალური ურთიერთობა შორსაა რომანტიკისგან და მხოლოდ ვნებაზეა აგებული.

სექსუალური აქტივობა არის ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც კავშირშია სურვილებთან, სიამოვნებასა და სხეულის ენერგიასთან. ეს საბოლოოდ სრულდება ეროტიკული სიყვარულით, ინტიმური მეგობრობით, ან/და ფიზიკური კავშირებით.

სექსუალობაზე გავლენის ფაქტორები.

ჩვენს სექსუალობაზე დიდ როლს თამაშობს ოჯახი და აღზრდა. ის ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული კულტურულ ფაქტორებთან, რელიგიასთან, რაც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს სექსუალობაზე. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრიც.

საზოგადოების უმრავლესობისთვის ჰეტეროსექსუალობა არის ურთიერთობის ნორმა ადამიანებს შორის, თუმცა ასევე ვხვდებით სხვადასხვა სექსუალურ უმცირესობებს, რომელთა უფლებები ხშირად ირღვევა, რაც მათ თვითშეფასებაზე ნეგატიურად აისახება.

სექსუალობის გაგება და ათვისება.

ის, ვინც ხარ შენ, ანუ როგორი სექსუალური ორიენტაციაც გაქვს, შენი და მხოლოდ შენი გადასაწყვეტია. ადამიანები ვალდებულნი ვართ, პატივი ვცეთ ერთმანეთის ორიენტაციას.
სექსუალური კავშირებისადმი ინტერესი იზრდება, როდესაც ადამიანი აღწევს სექსუალურ სიმწიფეს.

ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და ქცევის წარმომავლობის შესახებ განსხვავებული შეხედულებები არსებობს, ზოგი ამტკიცებს, რომ სექსუალობა განისაზღვრება გენეტიკურად, ზოგს სჯერა, რომ მისი ჩამოყალიბება ხდება გარემოს გავლენით, სხვების აზრით კი, ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე ორივე ზემოაღნიშნული ფაქტორი მოქმედებს.

მიუხედავად საზოგადოების განსხვავებული აზრებისა, ყველა მოქალაქე თავისუფალია ორიენტაციის არჩევაში და ეს მისი პირადი სივრცეა.

„თუ გიჭირთ თქვენი სექსუალური ორიენტაციის მიღება, იცოდეთ, რომ ეს არის ძალიან „ნორმალური“ რეაქციაა იმ სოციუმის მიმართ, რომელიც თანაბრად არ აფასებს ან ჰუმანიზაციას არ უწევს ნებისმიერ სექსუალურ იდენტობას, რომელიც არ არის ჰეტეროსექსუალური“, განმარტავს ლიცენზირებული ქორწინებისა და ოჯახის თერაპევტი - მეთიუ სპექტორი.

P.S. სექსუალობა არის უზარმაზარი გამოცდილება ადამიანის გამოცდილების მრავალი ასპექტისთვის. ნება მიეცით საკუთარ თავს იყოთ ის, ვინც ნამდვილად ხართ.