LIFE

როგორ მიხვდეთ, რომ პარტნიორი აღარ გვიყვართ

როგორ მიხვდეთ, რომ პარტნიორი აღარ გვიყვართ

თუ ურთიერთობაში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ თავს ბედნიერად მაინც არ გრძნობთ, დაფიქრდით, იქნებ სიყვარული გაქრა და უბრალოდ გეშინიათ ამის აღიარება?

ზოგჯერ ჩნდება კითხვები, რომლებზეც ძნელია მკაფიო პასუხების პოვნა. ეს ხშირად ხდება მაშინ, როდესაც საკუთარ გრძნობებში ჩნდება ეჭვები, მოდით, შევხედოთ ამ ეჭვების ფარულ ნიშნებს.

არ გსურთ დრო ერთად გაატაროთ

ურთიერთობის დასაწყისში, შეყვარებულები საათებსა და წუთებს ითვლიან, სანამ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ხდება ისეც, რომ წყვილები ვერ გრძნობენ ერთმანეთისადმი ლტოლვას და არც ერთად გატარებული დრო ხიბლავთ.
თუ უკვე წინასწარ გეგმავთ დასვენების დღის გატარებას არა საყვარელი ადამიანთან, არამედ მეგობრებთან ან ოჯახთან და ასეთი იდეები ხშირად მოგდით თავში, დროა დაფიქრდეთ, რა ხდება თქვენს წყვილში, რადგან ადამიანებს, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, ჩვეულებრივ სურთ ერთად გაატარონ დრო და არა უერთმანეთოდ.

საყვარელი ადამიანის საქციელი გაღიზიანებთ

გარკვეული პერიოდის შემდეგ, საყვარელი ადამიანის "ხრიკები" მოულოდნელად გადაიქცა არასასიამოვნოდ. გაღიზიანებთ, როგორ იხეხავს ის კბილებს, ჭრის პურს ან თუნდაც იცინის.



ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა გაუგებარი გრძნობა, განსაკუთრებით თუ ასეთი გრძნობები რეგულარულად ხდება. თუ ვერ ხსნით საკუთარ გაღიზიანებას სამსახურში დაღლილობით ან პირადი კრიზისით, დროა გადახედოთ თქვენს ურთიერთობას ან აღიაროთ, რომ წყვილში უფრო მეტი ნეგატივია, ვიდრე სიყვარული.

მასთან თავს დაცულად არ გრძნობთ

სწორ ურთიერთობაში თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობთ, მაგრამ თუ შეატყობთ, რომ უსაფრთხოებისა და კომფორტის გრძნობა გაქრა, საინტერესოა, რატომ მოხდა ეს. ასეთი გრძნობა შეიძლება მიუთითებდეს უსიყვარულო ურთიერთობაზე, რომელშიც ემოციური ძალადობა ხდება. ზოგჯერ ამ ტიპის ძალადობა მეტად დამანგრეველია ადამიანის ფსიქიკისთვის; ნუ ეცდებით ამ ემოციის დათრგუნვას, აუცილებლად გაანალიზეთ წარმოშობილი მდგომარეობის მიზეზები და იპოვეთ გამოსავალი.

არ გრძნობთ კომუნიკაციის საჭიროებას

კომუნიკაცია ჯანსაღი ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია, საყვარელ ადამიანთან ყოველთვის არის რაღაც სალაპარაკო. თითოეულ ჩვენგანს დროდადრო სჭირდება საზღვრების დაწესება და საკუთარ თავთან მარტო ყოფნა, მაგრამ როდესაც გვიქრება რაიმე საკითხის განხილვის სურვილი ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან, ეს მიუთითებს ძლიერ ემოციურ დისტანციაზე.

თქვენ ხვდებით, რომ გჭირდებათ მანძილი

თუ ვფიქრობთ, რომ დავშორდეთ პარტნიორს, განვმარტოვდეთ და თავი შორს დავიჭიროთ მისგან - მაშინ ასეთი ფიქრები და განწყობა არის ურთიერთობის დასასრულის დასაწყისი, რომლის მორალურად მიღება მართალია საშინელი განცდაა, მაგრამ მომწამვლელი ურთიერთობის დროული დასასრულიც აუცილებელია.