სტილი

რა ფერები უნდა ჩაიცვათ სიცხეში, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ და არ დაგცხეთ

რა ფერები უნდა ჩაიცვათ სიცხეში, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ და არ დაგცხეთ

საზაფხულო გარდერობის შერჩევა ქალებისთვის მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. ზაფხულში შეგიძლიათ ჩაიცვათ მრავალფეროვანი ტანსაცმელი, თუმცა, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ფერებს, რადგან ის შეიძლება ცხელ ამინდში თქვენთვის ხსნაც კი აღმოჩნდეს ან პირიქით, ძლიერ სიცხეში უარეს დღეში ჩაგაგდოთ.

იაპონელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა ცხელი ამინდისთვის ყველაზე შესაფერისი ფერების გამოსავლენად. ამისთვის მანეკენებს სხვადასხვა ფერის პოლოს მაისურები ჩააცვეს და მცხუნვარე მზეზე დააყენეს. კვლევის დასასრულს მივიდნენ საინტერესო დასკვნამდე, რის შემდეგაც ზაფხულის რეკომენდაციები შეიმუშავეს.

ამგვარად, ითვლება, რომ თეთრი ყველაზე შესაფერისი ფერია ზაფხულის ტემპერატურისთვის, რადგან ის ინარჩუნებს სხეულს სიგრილეს, განსხვავებით შავისგან, რომელიც სითბოს შთანთქავს. აღმოჩნდა, რომ მზეზე მდგარი მანეკენების პოლოს მაისურებიდან თეთრი მხოლოდ 30 გრადუსამდე გაცხელდა, შავი კი 50 გრადუსამდე.

როგორც აღმოჩნდა, ნაცრისფერი, ყვითელი და წითელი ფერები ასევე ხელს უწყობს სხეულს კომფორტული ტემპერატურა შეინარჩუნოს. მეცნიერები ასევე არ გირჩევენ ზაფხულის გარდერობში იასამნისფრის გამოყენებას.

თუმცა უარყოფითი შედეგები აჩვენა არა მხოლოდ შავმა ფერმა, არამედ ლურჯმაც, რომელიც ასევე იზიდავს სითბოს. კვლევის დროს მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ცხელი პერიოდისთვის სასურველია დაიცვათ თბილი ფერების წესი. ასე რომ, თქვენი საზაფხულო გარდერობი უნდა შეიცავდეს თეთრ, კრემისფერ, ყვითელ, ვარდისფერ, წითელ ფერებს, რადგან ისინი არ იზიდავენ სითბოს. ეს რეკომენდაცია მარტივი შესასრულებელია, ვინაიდან ზაფხულის ტანსაცმლის უმეტესობა ზუსტად ჩამოთვლილ ფერებშია შეკერილი.