მშობლები

ახალი კვლევის თანახმად მშობლები შვილებს დაშორდნენ - მიზეზი სმარტფონები არ არის

ახალი კვლევის თანახმად მშობლები შვილებს დაშორდნენ - მიზეზი სმარტფონები არ არის

მეცნიერები ამბობენ, რომ ბოლო დროს მშობლები სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ შვილებს. ისინი თამაშობენ შვილებთან, უყურებენ მათთან ერთად მულტფილმებს, დადიან მათთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაზე, მაგრამ ისინი პარალელურად სხვა საქმით არიან დაკავებული.

მკვლევარები ურჩევენ, რომ მშობლებმა მეტი დრო გაატარონ შვილებთან ერთად, საკუთარი ამოცანების შესრულების გარეშე. იგივე რეკომენდაცია ვრცელდება მოზარდებზეც. მაგალითად, ოჯახური ვახშმის ან შვებულების დროს ბავშვებს და მშობლებსაც არ ურჩევენ ტელეფონებით სარგებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ ერთმანეთთან დაახლოებას.

შვეიცარიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ბავშვები კარგავენ მშობლების მიმართ ნდობას იმის გამო, რომ მათ შვილებისთვის არასოდეს სცალიათ. არ აქვს მნიშვნელობა რა აშორებს მშობელს ბავშვისგან - გაჯეტი ხელში თუ სხვა აქტივობა.

კვლევისთვის მეცნიერებმა შვილებთან ერთად 50 მშობელი შეარჩიეს და სამ ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფში მშობლებს სთხოვეს 10 წუთის განმავლობაში ენთუზიაზმით ეთამაშათ შვილებთან ერთად და არ დაკავებულიყვნენ სხვა საქმით. მეორე ჯგუფის მშობლებსაც სთხოვეს ბავშვებთან თამაში, მაგრამ 5 წუთის შემდეგ მათ დაურიგეს კალამი და კითხვარი.



მესამე ჯგუფში უფროსებსაც უთხრეს, რომ ეთამაშათ ბავშვებთან, მოგვიანებით კი კითხვარი დაურიგეს, მაგრამ ტაბლეტზე. ამავდროულად, მეორე და მესამე ჯგუფს, რომლებსაც კითხვარი აიძულებდა ყურადღება გაეფანტათ, უთხრეს, რომ განეგრძოთ ბავშვებთან თამაში პარალელურ რეჟიმში.

ამ ხერხით მკვლევარებს სურდათ მეორე და მესამე ჯგუფში შეექმნათ ბევრისთვის ნაცნობი სიტუაცია - როგორც ჩანს, მშობლები უთმობენ დროს შვილებს, მაგრამ ამავდროულად აკეთებენ საკუთარ საქმესაც.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მეორე და მესამე ჯგუფის ბავშვებს ნაკლები ჩართულობა, სიყვარული და დადებითი ემოციები ჰქონდათ მშობლების მხრიდან, ვიდრე პირველი ჯგუფის ბავშვებს. მეორე და მესამე ჯგუფის მშობლები, თავის მხრივ, ნაკლებად რეაგირებდნენ შვილების საკომუნიკაციო სიგნალებზე, ვიდრე პირველი ჯგუფის მშობლები, რომლებიც ყურადღების გაფანტვის გარეშე თამაშობდნენ შვილებთან.



მასთან, მეორე და მესამე ჯგუფს შორის ინდიკატორები არანაირად არ განსხვავდებოდა - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვებისთვის სულ ერთი იყო მშობელი კითხვარს ქაღალდზე ავსებდა თუ პლანშეტზე.

მკვლევარების აზრით, მათ შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ მშობლისა და ბავშვის ურთიერთობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ერთად გატარებული დროის ხარისხი. ბავშვს არ აინტერესებს, კონკრეტულად რას აკეთებს მშობელი - მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას საკმარისი ყურადღება არ მიაქციეს.

„ამ კვლევით დადასტურდა, რომ როდესაც მშობლებს ყურადღება გაფანტული აქვთ, მშობელსა და შვილს შორის ურთიერთქმედების ხარისხი დაბალია, ვიდრე მაშინ, როცა მშობლები შვილებზე ფოკუსირებული არიან. ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, არის თუ არა მშობლის ყურადღება გაფანტული ციფრული თუ არაციფრული აქტივობებით, მთავარია რამდენად ცდილობს დაუახლოვდეს შვილს მშობელი და აგრძნობინებს, რომ მისი მხარდამჭერი და მეგობარია“ - წერია დასკვნაში.