"ჩვენ არ გვაქვს დრო შვებულებისთვის" ან "არავინ გააკეთებს ამას შენს გარდა" - ასეთი ფრაზები ნაცნობია ბევრი თანამშრომლისთვის, რომლებსაც არ აქვთ დადგენილი პირადი საზღვრები სამსახურში; თუ ხელმძღვანელი პირისგან გესმით ეს ფრაზები, ფრთხილად უნდა იყოთ - თქვენი უფროსი ტოქსიკური ბოსის თვისებებს ატარებს.
მუდმივი კრიტიკა
თუ თქვენ ცდილობთ ასიამოვნოთ ხელმძღვანელს და ინსტრუქციებს ეფექტურად ასრულებთ, მაგრამ თქვენი მცდელობები შეუმჩნეველი რჩება და მუდმივად კრიტიკის ქარცეცხლში გატარებენ, მაშინ დაფიქრება გმართებთ.
უსაფუძვლო კრიტიკა ტოქსიკურობის გამოვლინებად ითვლება, ამ დროს საუკეთესო გამოსავალი სამუშაოს შეცვლაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგავთ მოტივაციას და იქნებით მუდმივ სტრესში.
კარიერული ზრდის დათრგუნვა
თუ მენეჯმენტი ხელფასის მატებასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემას აჭიანურებს, არ გაძლევთ პროექტებს, რომლებიც გაგზრდით პროფესიულად, გამოდის, უფროსს არ სურს თქვენი წინსვლა. ფსიქოლოგები ამ ქცევის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ: შიში იმისა, რომ სხვა კომპანიაში წახვალთ, ან მენეჯერის პოზიციას დაიკავებთ. თუმცა, უფროსის სპეკულაციებმა არ უნდა იმოქმედოს თქვენს კარიერულ ზრდაზე და თუ თქვენს სურვილებს არ მოუსმენენ, დაიწყეთ ახალი სამსახურის ძებნა.
თქვენი აზრის იგნორირება
თუ მენეჯერი სერიოზულად არ უდგება თქვენს მოსაზრებებს, დაფიქრდით, გაღიარებენ თუ არა სრულფასოვან თანამშრომლად.
თუ თავს პროფესიონალად მიიჩნევთ, მაშინ კოლეგები და ხელმძღვანელობა პატივისცემით უნდა მოგექცნენ და მოუსმინონ თქვენს პოზიციას სამუშაო პროექტებთან დაკავშირებით.
დასვენების დღის დარღვევა
დასვენების დღეს დასაქმებულთან დაკავშირება პირადი საზღვრების უხეში დარღვევაა. გახსოვდეთ, პირადი ცხოვრება ისეთივე მნიშვნელოვანი კომპონენტია, როგორც სამუშაო.
კარგი ხელმძღვანელი ის არ მისცემს თავს უფლებას წაგართვათ დრო, რომელიც ოჯახის წევრებს ეკუთვნით.
დანაშაულის გრძნობა
არასოდეს შეგაწუხოთ დანაშაულის დესტრუქციულმა გრძნობამ, რომელსაც იგრძნობთ უფროსისგან. ეს არა მხოლოდ ამძიმებს თქვენს ემოციურ მდგომარეობას, არამედ არც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი სამუშაოს ხარისხი შესამჩნევად გაუარესდა და თქვენი უფროსი აგრძელებს თქვენ დადანაშაულებას, მაშინ ითხოვეთ შვებულება და თუ ესეც არ დაგეხმარებათ, შეცვალეთ საქმიანობის ტიპი ან გადადით სხვა კომპანიაში.
თამამად თქვით „არა“
ბევრმა თანამშრომელმა არ იცის როგორ უთხრას „არა“ უფროსს. მიზეზები შეიძლება განსხვავებული იყოს: შეურაცხყოფის ან ზიანის მიყენების შიში, უარის თქმის სურვილი, კონფლიქტის შიში.
„არას“ თქმის შეუძლებლობა იწვევს უიმედობის განცდას, ხოლო მისი თქმა ადამიანს უფრო თავისუფალს და თავდაჯერებულს ხდის.
გახსოვდეთ, რომ „არა“ მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ ვერ შეძლებთ მოთხოვნის შესრულებას; არც იმას, რომ აღარ გსურთ ადამიანთან ურთიერთობა. შესთავაზეთ თქვენს უფროსს ალტერნატიული ვარიანტი და შეთანხმდით საერთო გადაწყვეტილებაზე.
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია