LIFE

როგორ იყენებენ Rakuten Viber-ის ქართველი მომხმარებლები ჩატბოტებს?

როგორ იყენებენ Rakuten Viber-ის ქართველი მომხმარებლები ჩატბოტებს?

Rakuten Viber, საქართველოში ჩატბოტების გამოყენების შესახებ, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებების და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, გვიზიარებს დეტალებს საქართველოში ჩატბოტების გამოყენების შესახებ.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში, Rakuten Viber-ის აპლიკაციაში სხვადასხვა თემატიკის ბოტების რაოდენობა ათასზე მეტია. ყოველთვიურად, აპლიკაციის მომხმარებლები ეცნობიან ჩატბოტებიდან მიღებულ ასეულ ათასობით შეტყობინებას და რეაგირებენ მათზე. ეს არის შეტყობინებების ის რაოდენობა, რომლებსაც ისინი საპასუხოდ ბოტებში აგზავნიან.

პირველი ჩატბოტები Rakuten Viber-ში 2016 წელს დაემატა. დღეს ბევრი ქართველი მომხმარებელი სარგებლობს ვირტუალური ასისტენტით, რომელიც სმარტფონში დაპროგრამებული ალგორითმის მიხედვით ასრულებს გარკვეულ დავალებებს.

Rakuten Viber-ის ჩატბოტები, ფაქტობრივად მესენჯერში ჩაშენებული მინი აპლიკაციებია, რომელებიც ეხმარებიან მომხმარებლებს გარკვეული სერვისების, ინფორმაციის მიღებასა და სხვა ყოველდღიური ამოცანების გადაჭრაში. უფრო მეტიც, ეს არის ბიზნეს კომუნიკაციის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესებს მოსახერხებელ ფორმატში დაუკავშირდნენ აუდიტორიას და უზრუნველყონ 24/7 ავტომატური სამომხმარებლო მხარდაჭერა.

ინტერაქტიური ღილაკების საშუალებით, ბიზნესებს შეუძლიათ საკუთარ მიზნებს მოარგონ ჩატბოტები, რეალურ დროში გაუგზავნონ კლიენტებს პერსონალიზებული შეტყობინებები და ჩაერთონ კომუნიკაციაში სხვადასხვა სტიკერების, emoji-ისა და GIF-ების საშუალებით. ჩატბოტის დახმარებით მომხმარებლებს არ სჭირდებათ სხვა აპლიკაციებსა თუ ვებსაიტებზე გადართვა ან გრძელი ფორმების შევსება ორგანიზაციებთან თუ ბრენდებთან კომუნიკაციისთვის - მსგავსი ამოცანების შესასრულებლად, უკვე არსებობენ ჩატბოტები.

საქართველოში Rakuten Viber-ის მომხმარებლებში განსაკუთრებით პოპულარული ჩატბოტებია: Rakuten Viber ის ქვიზი, კატალოგი. საქართველო, European Football Fan Challenge 2024 და მრავალი სხვა.

Rakuten Viber-ის შესახებ
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს.
Rakuten Viber არის ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის-Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი.