SEX

სხეული არასოდეს იტყუება - გამაფრთხილებელი ნიშნები სექსის დროს

სხეული არასოდეს იტყუება - გამაფრთხილებელი ნიშნები სექსის დროს

სხეულმა ყოველთვის იცის, რა ხდება მის თავს. სანამ გონებას შეუძლია ამოიცნოს ტოქსიკური ურთიერთობის გამაფრთხილებელი ნიშნები, ჩვენი სხეული იწყებს ნიშნების გამოვლენას, რომლებიც მიუთითებს შეუფერებელ პარტნიორზე.

ჩვენ გაგიმხელთ, რა სიგნალებს უნდა მიაქციოთ ყურადღება ფიზიკური სიახლოვის დროს, რათა გაიგოთ, ხართ თუ არა სწორ ადამიანთან ურთიერთობაში.

გიქრებათ ლტოლვა

ყველაზე აშკარა სიგნალი არის აღგზნების ნაკლებობა. სხეულს თქვენამდე ესმის, არის თუ არა პარტნიორი თქვენთვის შესაფერისი. არის შემთხვევები, როცა თქვენი სხეული არ არის მზად, მიიღოთ ეს ადამიანი. სექსუალური ლტოლვის ბუნებრივი ნიშნების არარსებობა კი ყველაზე ნათელი სიგნალია იმისა, რომ არასწორი ადამიანი აირჩიეთ.

გიჭირთ მასთან დაძინება

როდესაც არასწორ ადამიანთან ვართ ინტიმურ ურთიერთობაში, ჩვენი ინსტინქტები იმდენად ძლიერდება, რომ გვეწყება დისკომფორტი პარტნიორის გვერდით დაძინების გამო. მეცნიერები ასკვნიან, რომ ადამიანს ყველაზე კომფორტულად ეძინება იმ ადამიანთან, ვისთანაც თავს ყველაზე ახლოს გრძნობს და პირიქით.
თუ შეამჩნევთ, რომ ყველაზე მშვიდად მაშინ გძინავთ, როცა ის თქვენთან არ არის, მაშინ დროა დაფიქრდეთ თქვენს ურთიერთობაზე.

შფოთვა გიპყრობთ

თუ არასოდეს გქონიათ შფოთვითი შემოტევები, მაგრამ ახლა მოულოდნელად გეწყებათ პანიკური შეტევები, გიპყრობთ ნეგატიური ფიქრები, რომლებიც ხშირად ასოცირდება საკუთარ თავში ეჭვიანობასთან, იცოდეთ, რომ ასე „ყვირის“ თქვენი სხეული დახმარებისთვის და ამბობს, რომ პარტნიორის გვერდით თავს ცუდად გრძნობთ.

გაციებთ

თუ გაწუხებთ უმადობა, რის გამოც თქვენი სხეული დროდადრო ცივდება, ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ თქვენ ხართ არასწორი, ან ტოქსიკური ადამიანის გვერდით. თქვენ გაცვიათ თბილად მაშინაც კი, როცა სხვები შილიფად დადიან; ეს იწვევს თქვენი იმუნური სისტემის შესუსტებას და ორგანიზმის ხველების, გაციების და გრიპისკენ მიდრეკილებას. სექსის დროს კი იგრძნობთ, რომ ვერ თბებით, თუნდაც ძალიან აღელვებული იყოთ.

გაკანკალებთ

ეს ჩვეულებრივ ექსტრემალურ სიტუაციებში ხდება, როცა თქვენი ურთიერთობა უარყოფითად ვითარდება, მაგრამ ზოგჯერ მაშინაც კი, როცა ყველაფერი კარგადაა, თქვენი სხეული იწყებს კანკალს. დავიწყებას ეძლევა ისტორიები მუცელში პეპლების შესახებ.
კანკალი ეს არის თქვენი სხეულის ენა, რომელიც გეუბნებათ, რომ ვერ გუობს თქვენს გვერდით არასასურველი ადამიანის ყოფნას.

მუდმივად დაღლილობას გრძნობთ

არასწორი პარტნიორი მუდმივად დაღლილობის გრძნობას გიტოვებთ: არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც. სექსის დროს არ იჩენთ ენთუზიაზმს და საუბრის დროს თქვენი აზრები სადღაც თქვენს კონტროლს მიღმა მიფრინავს. არაფრის გაკეთება არ გინდათ, დაიღალეთ ყველაფრით - სამსახურით, მეგობრებით. ზუსტად ეს არის ტოქსიკური ურთიერთობების შედეგი, რომელსაც თქვენი სხეული აპროტესტებს.

უარს ამბობთ სექსზე

სწორი პარტნიორი მოტივაციას გაძლევთ იყოთ საკუთარი თავი - განსაკუთრებით საწოლში, მაგრამ არასწორმა პარტნიორმა შეიძლება გაგხადოთ აპათიური და უბრალოდ არც მოგინდეთ სექსი. უფრო მეტიც, თქვენ შეიძლება იგრძნოთ ზიზღი პარტნიორის მიმართ. ის, რაც ადრე ძალიან მოგწონდათ მასში, მოულოდნელად გაგაღიზიანებთ. შეიძლება გააგრძელოთ სექსუალური კავშირი, მაგრამ უკვე ვერაფერს გრძნობთ, მეტიც, შეიძლება უიმედობის ცრემლებიც კი შეიკავოთ.