LIFE

სად გადის წითელი ხაზი დედამთილისა და რძლის ურთიერთობაში

სად გადის წითელი ხაზი დედამთილისა და რძლის ურთიერთობაში

ფსიქოლოგები დიდი ხანია განიხილავენ, თუ სად გადის წითელი ხაზი, დედამთილისა და რძლის ურთიერთობაში?

TREND გირჩევთ რა სიტუაციებში უნდა ჩამოკრათ განგაშის ზარი დედამთილთან ურთიერთობისას და როგორ გაუმკლავდეთ დაძაბულ ურთიერთობას.

სიტუაცია N1

თუ დედამთილი ხშირად უნებართვოდ გსტუმრობთ, ამან შეიძლება გაგაღიზიანოთ, რადგან გერღვევათ პირადი სივრცე.
იყავით მომთმენი, გამოიჩინეთ გულისხმიერება, არ აღშფოთდეთ, შეიკავეთ ნეგატიური ემოცია, რომელიც გაგიჩნდებათ საყვარელი ადამიანის დედასთან მიმართებაში.



ისაუბრეთ ხმამაღლა იმაზე, რისი თავიდან აცილება გსურთ დედამთილთან ურთიერთობისას ან, პირიქით, როგორი ურთიერთობა გსურთ მასთან.

სიტუაცია N2

თუ არ არის როლების გამიჯვნა "შვილსა" და "მეუღლეს" შორის, შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც თქვენი ქმარი ხდება  დედამისის "ქმარი" და ის იკარგება მასთან ურთიერთობაში. ჩნდება კონფლიქტი: დედამთილი ცდილობს რძალი განდევნოს მამაკაცის ცხოვრებაში მისი კანონიერი ადგილიდან.



თქვენ შეგიძლიათ სიტყვასიტყვით დაარწმუნოთ მამაკაცი, რომ დედასთან ურთიერთობა არ უნდა იყოს საყვარელი ქალის ხარჯზე. გაითვალისწინეთ, რომ მეუღლეს თქვენზე მეტად გაუადვილდება ამ აზრის გადაცემა დედამთილისთვის და შეიძლება ურთიერთობებიც დაალაგოთ.

სიტუაცია N3

შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თქვენ გყავთ ავტორიტარული, ძლიერი ხასიათის დედამთილი, რომელმაც ზუსტად იცის რა და როგორ გააკეთოს, რათა ოჯახში ჰარმონია სუფევდეს. დედამთილი, როგორც უფროსი, შეიძლება შეგნებულად ჩაერიოს თქვენს ურთიერთობაში და შეცვალოს ის საკუთარი შეხედულებით. ასეთ დროს უნდა გამოიჩინოთ მოთმინება და მშვიდად აუხსნათ, რომ ახლა მისი შვილის ცხოვრებაში მთავარი ქალი თქვენ ხართ და გადაწყვეტილებებს ისე მიიღებთ, როგორც თქვენთვის შესაფერისია. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს თქვენი ქმარი თქვენს მხარეს იყოს.

სიტუაცია N4

დედამთილმა შეიძლება დაიწყოს რძლის დადანაშაულება, რომ არაფერს აკეთებს, არ მუშაობს, არ უვლის ბავშვებს, არ ამზადებს სადილებს. არ მოგატყუოთ მისმა "რჩევებმა" და მტკიცედ დადექით. კაცი მარჩენალია, შენ ხარ მისი მცველი და მოტივატორი და იმუშავებთ თუ არა, მხოლოდ თქვენი თავისუფალი არჩევანია.



აშინაც კი, თუ თქვენ დაიცავთ ურთიერთობების პარტნიორულ სისტემას, მაინც ღირს აჩვენოთ მამაკაცს, რომ ის არის საყრდენი, რომელსაც თამამად ეყრდნობით. არასოდეს დაგეზაროთ იყოთ თქვენი პარტნიორის მოტივატორი, რადგან მამაკაცს სჭირდება კაშკაშა და გახსნილი ქალი - ეს გააძლიერებს მის სულს და მისცემს ახალ ძალას უამრავი წარმატების მისაღწევად.