LIFE

Rakuten Viber, პრემიუმ მომხმარებლებისთვის, Delete Without a Trace ფუნქციას უშვებს

Rakuten Viber, პრემიუმ მომხმარებლებისთვის, Delete Without a Trace ფუნქციას უშვებს

ახალი შეთავაზება, Viber Plus მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უკვალოდ წაშალონ საკუთარი მინაწერი.

Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებების და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, ახალ ფუნქციას აანონსებს, რომელიც Viber Plus-ის პრემიუმ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეუმჩნევლად წაშალონ გაგზავნილი შეტყობინებები  - მიუხედავად იმისა, უკვე წაიკითხეს თუ არა მიმღებებმა ისინი.

ექვს ძირითადად ბაზარზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, Rakuten Viber-ის პოტენციური ფუნქციების სიიდან, მომხმარებლებმა სწორედ აღნიშნული ფუნქცია, Delete Without a Trace აირჩიეს.

Delete Without a Trace ექსკლუზიურად ხელმისაწვდომია Viber Plus-ის მომხმარებლებისთვის. ესაა პრემიუმ სააბონენტო სერვისი, რომელიც მომხმარებლებს რეკლამებისგან თავისუფალ სერვისს, პერსონალიზებულ კომუნიკაციას, ვერიფიკაციას, სტიკერებზე შეუზღუდავ წვდომას, live მხარდაჭერას და სხვა უპირატესობებს სთავაზობს. ამ დრომდე, გამორჩეული ფუნქცია, რომელსაც მომხმარებლების 72%-ზე მეტი ანიჭებს უპირატესობას, არის Invisible Mode, იგივე უხილავი რეჟიმი. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს წაიკითხონ ეკრანზე გამოსული შეტყობინებები read receipt-ის გარეშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისე გაეცნონ შემოსულ ტექსტს, რომ გამომგზავნმა ვერ გაიგოს, წაიკითხა თუ არა ის მიმღებმა, რაც მომხმარებლების კონფიდენციალურობას კიდევ უფრო აძლიერებს.

ამიერიდან, Delete Without a Trace კიდევ უფრო გააუმჯობესებს კონფიდენციალურობის პარამეტრებს, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს უკვალოდ  - სწრაფად და ჩუმად წაშალონ ჩატში გაგზავნილი შეტყობინება.

„Viber Plus არის ჩვენი ვალდებულება, შევთავაზოთ მომხმარებლებს ისეთი გამოცდილება, რომელიც არა მხოლოდ ფუნქციონალური, არამედ სახალისო და უსაფრთხოა“, - ამბობს ოფირ ეიალი, Rakuten Viber-ის CEO „მათთვის სასურველი ფუნქციების შესაქმნელად და მათი კმაყოფილების შესანარჩუნებლად, ჩვენ გავაგრძელებთ მომხმარებლის უკუკავშირის გათვალისწინებას  - ზუსტად ისევე, როგორც Invisible Mode-ის შემთხვევაში“.

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს.

Rakuten Viber არის ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის-Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი.