სტილი

6 ფერი ტანსაცმელში, რომელსაც მხოლოდ თავდაჯერებული ქალები ირჩევენ

6 ფერი ტანსაცმელში, რომელსაც მხოლოდ თავდაჯერებული ქალები ირჩევენ

რა ფერები ჭარბობს თქვენს გარდერობში და რას ამბობს ეს ფერები თქვენს თვითშეფასებაზე?

მიუხედავად პალიტრის მრავალფეროვნებისა, ყველა ფერი არ გამოიყენება ყოველდღიურ ჩაცმულობაში. ზოგს ეშინია ახალი ჩრდილების მოსინჯვის, ზოგი გაურბის ნათელ და თამამ ფერებს, ზოგს კი უფრო მშვიდი ტონები ურჩევნია. ტყუილად არ არსებობს ფერების ფსიქოლოგია - კონცეფცია, რომელიც ხსნის ფერების გავლენას ადამიანზე და მის ემოციურ მდგომარეობაზე.

გარდერობის არჩევისას მნიშვნელოვანია, როგორი ხასიათი და ტემპერამენტი აქვს ადამიანს. უფრო მოკრძალებული და მორცხვი ადამიანები ირჩევენ მშვიდ ტონებს, ხოლო უფრო თავდაჯერებულ ადამიანებს შეუძლიათ ჩაატარონ ფერების ექსპერიმენტები, მათ არ ეშინიათ ნათელი ფერების დახმარებით გამოხატონ საკუთარი თავი. TREND გაგაცნობთ რა ფერებს ირჩევენ თავდაჯერებული ქალები.

თეთრი ფერი

მიუხედავად ამ ჩრდილის სიწმინდისა და სიმსუბუქისა, მას ყველა ქალი არ ანიჭებს უპირატესობას. გარდა იმისა, რომ ის მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, ის ასევე ძალიან ეფექტურია.



ამ ფერის კონცეფციის ტოტალური ლუქსი ძალიან ელეგანტური და თვალშისაცემია, ამიტომ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავში დარწმუნებულნი არიან, უყვართ ყურადღება და არ ეშინიათ თვალისმომჭრელი მზერის, თამამად იმოსებიან ამ ფერის სამოსით.

წითელი ფერი

ნათელი ფერები ყოველთვის იპყრობს ყურადღებას და მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა ეს კარგად იციან. წითელი ფერი კი ყოველთვის თამამი, ნათელი და ხაზგასმული ფერია.



ალებს, რომლებიც მზად არიან ყურადღება მიიპყრონ, არ ეშინიათ საბედისწერო ფერის ტარება და, პირიქით, ის ქალები, რომლებსაც არ მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, გაურბიან ამ ფერს თავიანთ გარდერობში.

როგორც წესი, მეწამულ ფერს უმეტესად თამამი, ეპატაჟური და გაბედული ქალები ატარებენ.

იასამნისფერი

იასამნისფერი ღრმა და მდიდარი ფერია. იგი აერთიანებს ლურჯ და წითელ ფერებს. ისტორიულად, ეს არის არისტოკრატების და მაღალი წრის თავდაჯერებული ქალების ფერი.



ძველად იასამნისფერი პიგმენტის მიღება რთული იყო, ამიტომ მას ძალიან აფასებდნენ. იისფერს დღემდე არ დაუკარგავს პეწი, ის კვლავ ძალიან ძვირფასად და ელეგანტურად გამოიყურება. ქალები, რომლებიც ამ ფერს ირჩევენ, იშვიათად განიცდიან თვითშეფასების პრობლემებს.

ლურჯი ფერი

ლურჯი ფერი სიმბოლოა მარადისობის და ზეცის, ასევე ერთგულებისა და სიღრმის. ლურჯი ფერი ძალიან კეთილშობილური ფერია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ლურჯის მდიდრულ ტონებს. ამ ფერის ტოტალური ლუქსი ყველაზე შთამბეჭდავად გამოიყურება - მაგალითად შარვალ-კოსტიუმები ან მაქსი კაბები.



თუ მუქ ჩრდილებს ირჩევენ ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაშინ მათ, ვისაც ყურადღება ხიბლავს, აუცილებლად აქვთ ამ ფერის მდიდარი და დახვეწილი ჩრდილების სამოსი გარდერობში.

შინდისფერი

შინდისფერი არის მწიფე ალუბლის ან ფრანგული ღვინის ფერი. ამ ჩრდილს ჩვეულებრივ ირჩევენ თამამი და გაბედული ქალები. წითლისა და ყავისფრის შერევამ წარმოშვა სიკაშკაშისა და ენერგიის ნაზავი, რომელიც იქცა ავტორიტეტისა და სტაბილურობის სიმბოლოდ.



შინდისფერი, ისევე როგორც მეწამული, დიდი ხანია არის მაღალი სტატუსისა და არისტოკრატიის სიმბოლო. ის ხაზს უსვამს იმ ადამიანის სტატუსს და თავდაჯერებულობის მაღალ ხარისხს, ვინც ამ ფერის სამოსით წარდგება საზოგადოების წინაშე.

ოქროსფერი

ოქროს აქვს ღირებულება არა მხოლოდ როგორც ლითონს, არამედ მისი გამოვლინების ნებისმიერ ფორმას, იქნება ეს აქსესუარები თუ ტანსაცმელი.



ოქრო სიმდიდრისა და სიუხვის ნიშნად ითვლება, რის გამოც ამ ფერის ნივთები გარდერობში ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენს და ყურადღებას იპყრობს გარშემომყოფებში. ქალებს, რომლებიც ირჩევენ ამ ფერს, უყვართ ყურადღება და დარწმუნებულნი არიან თავიანთ დაუძლევლობაში.