LIFE

8 გზა თქვენი სახლი სტრესის საწინააღმდეგო სივრცედ აქციოთ

8 გზა თქვენი სახლი სტრესის საწინააღმდეგო სივრცედ აქციოთ

ყოველდღიური სტრესი ყველას ცხოვრებაშია და ის თავის კვალს ტოვებს. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ორგანიზმი იყოს გარკვეული დროის განმავლობაში სიმშვიდისა და ჰარმონიის მდგომარეობაში, რათა რესურსები აღდგეს.

გამოთქმა "ჩემი სახლი ჩემი ციხეა" აქტუალობას დღემდე არ კარგავს. TREND გთავაზობთ, როგორ მოაწყოთ სახლი ისე, რომ ის თქვენს დასასვენებელ სივრცედ იქცეს.

რბილი განათება

მშვიდი გარემოს შესაქმნელად, პირველ რიგში აუცილებელია სწორი განათების უზრუნველყოფა. კაშკაშა განათება ტვინს სიგნალს აძლევს, რომ დღეა და დროა აქტივობისთვის, ამიტომ გირჩევთ, რომ სახლის რომელიმე ოთახში მაინც გქონდეთ რბილი შუქი, ეს საშუალებას მისცემს თქვენს სხეულს მოგადუნოთ.

მუქი და სქელი ფარდები

ძილი ჯანმრთელობის გასაღებია და კარგი ძილისთვის, მისი ფაზების სწორი მონაცვლეობით, აუცილებელია მუქი ოთახი, მბჟუტავი ნათურები და მუქი და სქელი ფარდები საძინებლებში, რომელიც ბლოკავს დღის სინათლეს და მოგცემთ მშვიდი და ტკბილი ძილის საშუალებას.

კარგი თეთრეული

მყუდრო სახლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია თეთრეული. უპირატესობა მიანიჭეთ მხოლოდ ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს. ძილის დროს სხეულს სჭირდება ჰაერის სრული გაცვლა და ბუნებრივ ქსოვილებს შეუძლიათ ჰაერის საკმარისი რაოდენობით გავლა. სინთეზური ქსოვილი კი სრულად ვერ უმკლავდება ამ ამოცანას. რა თქმა უნდა, საწოლები უნდა იყოს თქვენთვის სასიამოვნო, როგორც ყველა სხვა ზედაპირი თქვენს ანტისტრესულ ბინაში. აირჩიეთ ყველაფერი, რისი შეხებაც მოგწონთ და სიმშვიდის შეგრძნებას განიჭებთ.

კომფორტული იატაკი

ფეხშიშველა სიარული სასარგებლოა თქვენი ფეხებისთვის - სასურველია ზედაპირზე, რომელსაც ოდნავი რელიეფი მაინც აქვს, გამოიყენოთ მქრქალი, ტექსტურირებული ფაიფურის ფილები, როგორც იატაკის საფარი სველ ადგილებში. ძლიერი სიცხის დროს ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს თბილ ქვაზე დადიხართ. საცხოვრებელ ოთახებში უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ საფარებს, როგორიცაა პარკეტი ან ხის სხვა საფარი.

კიდევ ერთი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გამოსავალი არის კორპის იატაკი. ეს არის კორპის მუხის ქერქისგან დამზადებული ბუნებრივი მასალა, რომელსაც აქვს მრავალი უპირატესობა: ის ყოველთვის თბილია შეხებაზე, ამცირებს ხმაურს და არის ჰიპოალერგიული.

კომფორტული აბაზანა

აბაზანა არის ადგილი, სადაც ვიწყებთ და ვამთავრებთ ჩვენს დღეს. ტაქტილურად სასიამოვნო ფაიფურის ქვა, ალტერნატიული განათების ვარიანტები, ბუნებრივი ტექსტილის ქსოვილები არის გარანტი იმისა, რომ არ მიიღოთ სიურპრიზი ყინულივით ცივი შხაპის ან, პირიქით, ძალიან ცხელი შხაპის სახით.

აირჩიეთ საშხაპე სისტემები მხოლოდ თერმოსტატით. მასთან ერთად წყალი ყოველთვის იქნება იდეალურ ტემპერატურაზე. ჭერში ჩაშენებული Bluetooth დინამიკები ასევე შესანიშნავი გამოსავალია აბაზანისთვის. დამამშვიდებელი მუსიკა ძილის წინ და გაღვიძებისთანავე, ხელს შეუწყობს თქვენთვის სასიამოვნო განწყობის შექმნას.

ღია სივრცეები

დღესდღეობით ღია სივრცის დაგეგმვის გადაწყვეტილებები ძალიან პოპულარულია. სივრცე და ბევრი ჰაერი მშვენიერია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ პატარა მყუდრო ადგილების მოწყობა: მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კომფორტული სკამი, რომელშიც მოკალათება და ფინჯანი გემრიელი ჩაის მირთმევა ერთი სიამოვნებაა, ან რბილი ადგილი ფანჯრის რაფაზე, საიდანაც შეგიძლიათ უყუროთ რა ხდება ფანჯრის მიღმა. ტვინი ნამდვილად ისვენებს სწორედ ასეთი „უსაქმურობის“ დროს.

წესრიგი სახლში

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი საცხოვრებელი ფართის დაგეგმვასთან დაკავშირებით: თქვენ უნდა გამოყოთ ადგილი თითოეული ნივთისთვის, თუ თქვენი სახლი არეული, ან გადატვირთულია, დასვენება გამორიცხულია. ცხოვრებაში არეულობა თქვენს თავში არეულობაა. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია თქვენს განწყობასთან. ამიტომ, თუ გსურთ გქონდეთ მშვიდი გონება, უპირველეს ყოვლისა, უნდა უზრუნველყოთ კომფორტი და წესრიგი თქვენს სახლში.