არაფერია მარადიული და უსასრულო და რა თქმა უნდა, არც სიყვარული. რაც არ უნდა შეყვარებული იყოთ, სამწუხაროდ, ყოველთვის შეიძლება ისე მოხდეს, რომ რაღაც მომენტში იგრძნოთ, რომ პარტნიორი აღარ შეგეფერებათ ან აღარ გიყვართ, აღარ ხართ ბედნიერი ერთად ყოფნით, ვეღარ ხედავთ ერთად მომავალს. გამუდმებით კონცენტრირდებით პარტნიორის ნაკლოვანებებზე - რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს?
ეჭვები და შიშები
თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ პარტნიორის ზოგიერთი ქმედება, არა იმიტომ, რომ ის ცუდია, არამედ იმიტომ, რომ თქვენ მათზე ახორციელებთ თქვენს გამოცდილებას. მაგალითად, ყოველთვის, როცა ის მიდის მეგობრებთან, თქვენ ამას უთვლით გულგრილობად თქვენს მიმართ და ფიქრობთ, რომ ის გტოვებთ, რადგან არ სურს თქვენთან ყოფნა. ეს აზრები შეიძლება გამოწვეული იყოს საკუთარ თავში ეჭვით, შფოთვით და მარტოობის შიშით.
პარტნიორი, ამის გაცნობიერების გარეშე და ნებით კვებავს თქვენს „ნევროზებს“. იმუშავეთ საკუთარ თავზე და ირწმუნეთ, რომ აქ ყველაფრის თავი და ბოლო მხოლოდ თქვენი ეჭვები და ფიქრებია.
უკმაყოფილება ცხოვრებით
თქვენი უკმაყოფილება შეიძლება დაკავშირებულია არა თქვენს პარტნიორთან, არამედ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებთან. ჩვენ შეიძლება უკმაყოფილო ვიყოთ კარიერით, გარემოსთან ურთიერთობით, ცხოვრების ორგანიზებით ან საკუთარი თავით და უმარტივესი გზა ამ უკმაყოფილების გადატანისა ხშირად უახლოესი ადამიანები არიან.
რა არის გამოსავალი? მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, რით არ ხართ კმაყოფილი თქვენი ცხოვრების სფეროებში, რა შიშები გაწუხებთ და გულწრფელად აღიაროთ ეს. მაგალითად, თქვენ ვერ აღწევთ წარმატებას კარიერაში, ან ვერ ვარჯიშობთ რეგულარულად, გეშინიათ, რომ პარტნიორი მიგატოვებთ - ეცადეთ, თანდათანობით მოაგვარეთ ეს პრობლემები დამოუკიდებლად, ამასთანავე არ დაგავიწყდეთ გამოცდილების გაზიარება პარტნიორთან: შესაძლოა ის გაგებით მოეკიდოს თქვენს წუხილს და დაგეხმაროთ იპოვოთ მოტივაცია, შეიტანოთ ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში.
ცვლილებები
დროთა განმავლობაში იცვლება ჩვენი ღირებულებები, შეხედულებები, გარკვეული ფასეულობები და რაღაც მომენტში, შეიძლება უბრალოდ თქვენი დამოკიდებულებებით წინააღმდეგობაში მოხვიდეთ პარტნიორის ღირებულებებთან. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი ღია საუბარი და გულწრფელი დიალოგია.
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა
ხშირად ურთიერთობაში პარტნიორის არაჯანსაღი გამოვლინებები პიკს აღწევს. ისინი ხანდახან ოსტატურად ნიღბავენ საკუთარ თავს და ძნელია მიხვდეთ, რომ ის არის ტირანი, პათოლოგი, ან მოძალადე. უფრო მეტიც, პირველ ეტაპზე ისინი შესაძლოა იდეალურ პარტნიორებად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მალევე თქვენ ატყობთ, თუ როგორ ხართ დათრგუნული, დამცირებული ან უფრო მეტი, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.
რა თქმა უნდა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევაში - თქვენ უნდა შეწყვიტოთ ურთიერთობა.
სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის შესაძლებელი ურთიერთობების გადარჩენა და ზოგჯერ უმჯობესია ეს საერთოდ არ გააკეთოთ, მაგრამ თუ აღმოაჩენთ, რომ არ ხართ კმაყოფილი თქვენი პარტნიორით, უპირველეს ყოვლისა, შეეცადეთ იპოვოთ ამის მიზეზი და გულწრფელად ისაუბროთ თქვენს მამაკაცთან, ან მიმართოთ კომპეტენტურ პირს.