იმისთვის, რომ ისწავლოთ ადამიანების ცხოვრებიდან გაშვება, უნდა ისწავლოთ ფხიზლად შეხედოთ ურთიერთობებს და თავად ცხოვრებას.
ხშირად ხდება, რომ ურთიერთობები წარსულს ჩაბარდა, მაგრამ თბილი მოგონებები არ გვაძლევს საშუალებას, ბოლო მოვუღოთ მას, რასაც საბოლოოდ მივყავართ იქამდე, რომ ის, რაც ოდესღაც ჩვენთვის ძვირფასი კავშირი იყო, ტვირთად იქცევა ხოლმე.
ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ რომანტიკულ, არამედ მეგობრულ ურთიერთობებზეც. ვთქვათ, თქვენ და თქვენი მეგობარი დიდი ხანია მეგობრობთ, მაგრამ თანდათან თქვენი გზები და მიზნები გაიყარა - ის დაქორწინდა, გააჩინა შვილები და შეწყვიტა პროფესიული ამბიციები, თქვენ კი ისევ განაგრძობთ კარიერულ წინსვლას. რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ ასეთ სიტუაციაში მეგობრობა მთავრდება - თუ ურთიერთობის ორივე მონაწილე მზად იქნება მასში რესურსების ჩადების და ურთერთობის გარკვევის და შენარჩუნების, ვერანაირი დაბრკოლება ვერ გაანადგურებს მას.
თუმცა, თუ შეამჩნევთ, რომ მეგობარს აღარ აინტერესებს თქვენი საქმეები, ან სულ უფრო ნაკლებად აქვს სურვილი, დრო დაუთმოს თქვენს მეგობრობას, დროა იფიქრეთ იმაზე, ღირს თუ არა ასეთი „ურთიერთობის“ გაგრძელება, თუ დაშლის დროა.
მსგავსი სიტუაცია შეიძლება მოხდეს მრავალი წლის ქორწინების შემდეგაც, როცა წყვილი ერთად ყოფნის დროს თავს ბედნიერად არ გრძნობს, მაგრამ ამავდროულად, შეიძლება ძალიან რთული იყოს ორივესთვის იმის აღიარება, რომ რაღაც ისე არ ხდება.
როდის არის ვინმეს გაშვების დრო?
იმისათვის, რომ გაიგოთ არის თუ არა ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტის დრო, უნდა დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა:
* რამდენად ხშირად ვოცნებობთ ერთად?
* რისი გაკეთება გვიყვარს ერთად?
* როდის ვგრძნობთ თავს კარგად ერთად?
* რა არის ჩვენი მიზნები და გეგმები მომდევნო 6 თვის, 1 წლისთვის?
* როგორები ვიქნებით 10 წელიწადში?
* როგორ ვგრძნობ თავს ახლა ამ ურთიერთობაში?
* რა გვაქვს საერთო?
როგორც წესი, ეს კითხვები საკმარისია იმის გასაგებად, რომ დაშორების დრო დადგა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა, შეიძლება ძალიან რთული იყოს. მით უმეტეს, თუ წარსულში თქვენი ურთიერთობა საინტერესო და მშვიდი იყო.
იმისთვის, რომ ადამიანთან დაშორების პროცესი გაგიადვილდეთ, არ უნდა დაკარგოთ ძვირფასი დრო და საუკეთესო გამოსავლად გაფუჭებული კავშირის დატოვება აღიაროთ.
პოზიტიურად შეხედეთ უსიამო ფაქტებს - მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა დასრულდა, მან ორივეს მოგიტანათ გამოცდილება, ბედნიერი მომენტები და კარგი მოგონებები. მნიშვნელოვანია ისწავლოთ როგორ დაშორდეთ ისეთივე გულწრფელად და პატივისცემით, როგორც დაიწყეთ ურთიერთობა - გულახდილი საუბარი შეარბილებს განშორებით განცდილ ტკივილს და ორივე მხარეს დაეხმარება, შემდეგში უკეთესი გამოცდილება მიიღოს.