როგორ იკვებოთ დღის განმავლობაში, რომ თავი ენერგიულად იგრძნოთ
- 30.10.2024
როდესაც გსურთ წონაში დაკლება ან უბრალოდ წონის კონტროლი, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ულუფების ზომის შემცირება, არამედ კვების დაბალანსებაც. ნიშანდობლივია, მიდგომა ეფუძნებოდეს საკვების სასარგებლო კომპონენტებს და მის ენერგეტიკულ ღირებულებას.
TREND გიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, როგორ მიირთვათ საკვები, რომ მთელი დღის განმავლობაში დანაყრებულად და ენერგიულად იგრძნოთ თავი.
მიირთვით ცოტა, მაგრამ ხშირად
ოპტიმალური დღიური რეჟიმია 5-6 ჯერადი კვება სხვადასხვა საკვების მცირე ულუფებით. სავალდებულო საუზმეს, ლანჩსა და სადილს შორის კი აუცილებელია დაგეგმილი ხემსები. უფრო მეტიც, სიტყვა „დაგეგმილი“ აქ ყველაზე მნიშვნელოვანია!
სუფრასთან დაჯდომას ბოლოს 19:00 საათამდე ეცადეთ, ამასთან, აუცილებლად მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი მთელი დღის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ მშიერი არ იყოთ, რადგან საკვები ენერგიის მთავარი წყაროა. ხუთ-ექვსჯერადი კვება, რომელიც ინარჩუნებს სისხლის ნორმოგლიკემიას მთელი დღის განმავლობაში, ქმნის აუცილებელ პირობებს ორგანიზმის მაღალი ეფექტურობისა და ტვინის კარგი ფუნქციონირებისთვის, სწორი კვების დროს თქვენ თავს გაცილებით ენერგიულად და შრომისუნარიანად იგრძნობთ.
აუცილებლად მიირთვით საუზმე
ყოველი დილა უნდა დაიწყოს ჯანსაღი საუზმით, რომელიც იწყებს მეტაბოლურ საათს და გაძლევთ ენერგიით დატენის შესაძლებლობას. დროული საუზმე (გაღვიძებიდან პირველ საათში) ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რეგულარული ფიზიკური დატვირთვა. საუზმე უნდა შეადგენდეს თქვენი ყოველდღიური ენერგიის მოხმარების მინიმუმ 25%-ს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მარცვლეულს, რომელიც შეიცავს ნახშირწყლებს და დამატებით სასარგებლო კომპონენტებს; მხოლოდ ასეთ სიტუაციაში არ იქნება თქვენი დილა სპონტანური და მთელი დღე არ შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა.
საუზმეში ხშირად შემოიტანეთ შვრიის ფაფა სელის, სეზამის, მზესუმზირას და გოგრის თესლით. ძალიან სასარგებლოა კენკრას ან ხილის ნაჭრები და კოვზი თაფლი.
კვირაში ორჯერ ან სამჯერ შეჩერდით ცილოვან საუზმეზე, მაგალითად, ხაჭო ან ომლეტი ისპანახით, წყალმცენარეებით და ბოსტნეულით, რაც ძალიან კარგია კუჭ-ნაწლავისთვის.
მიირთვით „სწრაფი“ ხემსი
თუ გრძნობთ, რომ ძალა აღარ გაქვთ და წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, მაშინ არის რამდენიმე უნივერსალური პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ დანაყრებას. ასეთია მაგალითად ბანანი! ეს კონკრეტული პროდუქტი ძალიან მდიდარია "სწრაფი" ნახშირწყლებით, რაც გვეხმარება აღმოფხვრას წარმოქმნილი ენერგიის დეფიციტი ორგანიზმში;
სევე ენერგიის ძალიან კარგი აღმდგენია ნუში ქლიავის დამატებით, ასევე ყოველთვის თან იქონიეთ წყლის ბოთლი - ეს არ არის მოდური ტენდენცია: დეჰიდრატაცია იწვევს ენერგიის დაქვეითებას, აპათიას და შიმშილის უდროო შეგრძნებას.
დაგეგმეთ კვება
დაგეგმილად და სწორად საკვების მიღება მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ სისხლში გლუკოზისა და ზოგიერთი ჰორმონის დონე ნორმას არ აღემატებოდეს, სწორედ ამ მდგომარეობაში არ ჩნდება შიმშილის გრძნობა, რასაც ხშირად ძნელია გაუმკლავდე.
სწორი და ჯანსაღი კვება რომ მიიღოთ, აუცილებელია მისი დაგეგმვა, ეცადეთ თქვენს მენიუში იყოს ბოსტნეული, უშაქრო ხილი, კეფირი, მოხარშული კვერცხი, იოგურტი, ნუში. მთავარი ის არის, რომ ძირითად კვებასა და ხემსებს შორის ინტერვალები დაახლოებით ერთნაირი იყოს და საკვები პროდუქტები მეტ-ნაკლებად დაბალკალორიული მიიღოთ.
და ბოლოს, მრავალფეროვანმა მენიუმ და ზომიერი რაოდენობით მიღებულმა სწორმა და ჯანსაღმა საკვებმა შეიძლება შეამციროს დაავადებების რისკი, თავს გრძნობდეთ გაცილებით ენერგიულად და იყოთ დღეგრძელი.
თემები: საუზმე
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია