LIFE
როგორ მუშაობს კარმა რეალურად და შეიძლება თუ არა მისი გაუმჯობესება
- 30.10.2024
ადამიანის ცხოვრებასა და აზროვნებაში კარდინალური ცვლილებები ხშირად აღიქმება როგორც ცუდი საქციელების ცუდი შედეგები.კარმა ჩვენს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების და ჩვენი ყოველდღიური არჩევანის შედეგია, ის ხშირად ბედისწერასთან, სინამდვილეში, ჩვენს კარმას ჩვენ თვითონ ვქმნით.
ადამიანებს გვჯერა, რომ სხვისთვის ზიანის მიყენება, ან ღალატი იმავენაირად დაგვიბრუნდება - ამგვარად, ნეგატიური საქციელების ერთობლიობას, ნეგატიურ მოვლენებამდე მივყავართ, და არ აქვს მნიშვნელობა, როდის ჩავიდინეთ ეს საქციელი.
თუმცა, კარმაზე არა მხოლოდ ცუდი საქმეები ახდენს გავლენას - ეს არ არის გადახდის მექანიზმი. სინამდვილეში კარგი საქციელი, აზრები, და სასიხარულო მომენტებიც პოზიტიური სახით გვიბრუნდება - ამას შეიძლება პოზიტიური კარმა ვუწოდოთ.
რას ნიშნავს სიტყვა „კარმა“?
იმისთვის რომ კარმას არსი გავიგოთ, ჯერ ენერგიის არსი უნდა გავიგოთ. ენერგია - ვინმეს ან რამის მუდმივად ახლოს ყოფნაა. მოცემული კონცეფციის თანახმად, თითოეული ჩვენი ქმედება მის მიერვე შექმნილ ენერგიას ატარებს. შესაბამისად, როდესაც სამყაროსთან ვურთიერთობთ, ცუდ ან კარგ ენერგიას ვქმნით.სიტყვა „კარმას“ აქვს პირდაპირი და ძალიან ზუსტი თარგმანი - ეს არის კონცეფცია, რომელიც ყველა „ვერბალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ქმედების“ შექმნასა და შეჯამებაში მდგომარეობს.
საქმე ისაა, რომ ადამიანი ხშირად ვერ აცნობიერებს რეალურ ზიანს, რომელსაც მისი ქმედებები იწვევენ. ან იმას, რომ ის ვინმეს ცუდად ეპყრობა და ასე ჩვენდა უნებურად, ჩვენს ირგვლივ ვქმნით გარკვეულ ენერგეტიკულ ველს, ზოგჯერ პოზიტიურს, ზოგჯერ კი ნეგატიურს, თუმც, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, კარმა მიზეზშედეგობრივი კავშირია ჩვენს ქცევასა და სამყაროსგან გამოგზავნილ ემოციას შორის.
რა არის მიზეზი და შედეგი?
მიზეზის და შედეგის კანონი, ისევე როგორც კარმას კანონი, ძალიან მარტივია გასაგებად. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ქცევები გარკვეულ შედეგებს იწვევს. თითოეული ადამიანი თავის აზრებსა და ქცევებზე აგებს პასუხს.მთელი არსი არის უკუკავშირში, რომელსაც ჩვენი ქცევებიდან ვიღებთ. ასევე იმაში, რომ პირადად შევიგრძნოთ ჩვენი ქმედებების შედეგები. ალბათ, ეს ყველაფერი მარტივი გზაა, რომ გავიგოთ კარმის გავლენა ჩვენზე, რომელსაც ცუდი ქცევებით ვიღებთ.
რა არის კარმას ოქროს წესი?
თითოეული კეთილი საქციელი, რომელიც პოზიტიურ ენერგიას ასხივებს, ჩვენს ცხოვრებაში რამე პოზიტიური სახით ბრუნდება. შედეგად, ადამიანის გარშემო პოზიტიური ენერგია ყალიბდება, რაც შედეგად ბედნიერების გრძნობას იწვევს.ოქროს წესი მორალურ პრინციპს წარმოადგენს. შეგიძლიათ, უწოდოთ მას ეთიკური ნორმა, რომელიც ორმხრივობის პრინციპთან არის დაკავშირებული. გარშემომყოფებს ისე უნდა მოექცეთ, როგორც გინდათ, რომ თქვენც მოგექცნენ. შესაბამისად, თქვენი დამოკიდებულება კარგი იქნება თუ ცუდი, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
თითოეული რელიგია და ტრადიცია ასე თუ ისე კარმულ სწავლებას ითვალისწინებს. ამას გარდა, არსებობს უამრავი განმარტება, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სოციოლოგიური და ფილოსოფიური თვალსაზრისით. მაგალითად, „ გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“, რაც ქრისტიანული მორალის ანაბანაა. ქრისტიანობის მთელი აზრი და ფილოსოფია კი ემპათიაშია.
თემები: ფსიქოლოგია