LIFE

ავიაკომპანია WIZZ AIR-ი კოპენჰაგენის მიმართულებით ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია WIZZ AIR-ი კოპენჰაგენის მიმართულებით ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია Wizz Air-ი რეგულარულად აკვირდება რეისებზე მოთხოვნას და შესაბამისად გეგმავს მარშრუტებს მის ქსელში. სწორედ ამ მიზეზით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება კოპენჰაგენის მიმართულებით ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამისა, Wizz Air-ი აგრძელებს განვითარებას საქართველოს ბაზარზე. 2025 წელს ავიაკომპანია გეგმავს თითქმის 400000 ადგილის დამატებას, რაც 2024 წლის ზაფხულთან შედარებით 22%-ით მეტია.



„კოპენჰაგენის მიმართულებით მოთხოვნა არ იყო საკმარისად მაღალი, რის გამოც გადავწყვიტეთ რეისების შეჩერება. მიუხედავად ამისა, საქართველო ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია და ჩვენ ვაგრძელებთ აქ ინვესტირებას. 2025 წელს უფრო მეტი ფრენა, მეტი მიმართულება და მეტი შესაძლებლობა გველოდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევუწყოთ ხელი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავაუმჯობესოთ საერთაშორისო კავშირები,” – აცხადებენ Wizz Air-ში.

ავიაკომპანია მზად არის, კიდევ უფრო გააფართოოს მიმართულებების ქსელი და გააძლიეროს პოზიციები საქართველოს ბაზარზე მომავალი წლის განმავლობაში.

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ოპერირებს 227 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია ასევე დასახელდა მსოფლიოს ათ უმწვანეს ავიაკომპანიას შორის airlineratings.com-ის მიერ, ხოლო 2019 და 2023 წლებში Air Transport Awards-ის მიერ აღიარებულ იქნა წლის ავიაკომპანიად. Wizz Air-მა 2021-2023 წლებში მიიღო "ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის" ტიტული და 2024 წელს World Finance Sustainability Awards-ის მიერ "ნახშირბადის ემისიების შემცირების საუკეთესო ავიაკომპანიად" დასახელდა. Wizz Air-მა ასევე მიიღო "EMEA-ს გარემოსდაცვითი მდგრადობის წლის ავიაკომპანიის ჯგუფის" ჯილდო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2024-ის მიერ.