8 რჩევა მათთვის, ვისაც დილით ადგომა უჭირს
16.02.2025
თმის ვარცხნილობის და ახალი, დახვეწილი იმიჯის შესაქმნელად საკმარისი არ არის მხოლოდ თმის შეჭრა ან შეღებვა - არანაკლებ მნიშვნელოვანია თმის სწორი ხაზით გაყოფა.
თმის გაყოფა შესანიშნავი საშუალებაა სახის პროპორციების ვიზუალურად გამოსასწორებლად ქირურგიული ჩარევის გარეშე. სულ 7 სახის ფორმაა: ოვალური, მრგვალი, სამკუთხა, მართკუთხა, კვადრატული, მსხლისებრი და ალმასის ფორმის და თითოეული მათგანი სხვადასხვანაირ დაყოფას მოითხოვს.
ოვალური ფორმა
სახის ოვალურ ფორმას შეიძლება მოუხდეს უამრავი ვარცხნილობა და თმის გამყოფი სხვადასხვანაირი ზოლიც. საგიტალური (ცენტრალური) გამყოფი ზოლი ხაზს უსვამს თქვენი სახის ნაკვთებს, თუ თქვენ გაქვთ ასეთი ფორმის სახე. მოცულობითი ვარცხნილობისთვის საუკეთესოა თმის გვერდით გაყოფა. ოვალური ტიპის ვარსკვლავებს შორის არიან სინდი კროუფორდი, გვინეტ პელტროუ, ჯესიკა ალბა და სხვები.
მრგვალი ფორმა
მრგვალი სახის მქონე გოგონებს სტილისტები ვერტიკალურ გამყოფ ზოლს ურჩევენ, თუ თქვენ მრგვალი სახის ოვალი გაქვთ, სცადეთ თმების ვიზუალურად გაყოფა ლოყების დასამალად. უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ ირიბ ან ბუნებრივ გაყოფას, ან აქცენტი გადაიტანოთ თმის ვარცხნილობის მოცულობაზე. მრგვალი სახის ფორმის გამორჩეული წარმომადგენლები არიან მომღერალი სელენა გომესი და სუპერმოდელი მირანდა კერი.
მართკუთხა და კვადრატული ფორმა
მართკუთხა და კვადრატული სახის ფორმის მქონე გოგოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ თმის ვარცხნილობაზე, რომელიც ყბის ხაზს ნაკლებად შესამჩნევს გახდის. ასეთი ოვალისთვის შესაფერისია თმის გვერდით გაყოფა, ასევე უმჯობესია თმის სიგრძე მხრებზე ქვემოთ იყოს. კირა ნაითლი და ანჯელინა ჯოლი ოსტატურად იყოფენ თმის ზოლს თავიანთ ვარცხნილობაში.
სამკუთხა ფორმა
სამკუთხა სახის ფორმის ერთ-ერთი მთავარი სირთულე ვიწრო ნიკაპი და დიდი შუბლია. იმისათვის, რომ თქვენი სახის ნაკვთები უფრო მოხდენილი გამოჩნდეს, გამოიყენეთ ირიბი ან სწორი გამყოფი ხაზი. მთავარია, სწორი სტილის გაკეთება, თმის ვარცხნილობის ზედა ნაწილის გამოკვეთის გარეშე, ხოლო თმის ქვედა ნაწილი ჯობია დაიხვიოთ. კრისტინა რიჩი და სკარლეტ იოჰანსონი სამკუთხა ოვალის მქონე ვარსკვლავები არიან და ისინი ყოველთვის შესანიშნავი ვარცხნილობით ცხადდებიან საზოგადოების წინაშე.
მსხლის ფორმა
დიდი ნიკაპისა და ვიწრო შუბლის დასაბალანსებლად, გირჩევთ ვარცხნილობას მოცულობითი ეფექტით.
თუ მსხლის ფორმის სახის ოვალი გაქვთ, გირჩევთ თმის პირდაპირ გაყოფაზე უარი თქვათ. მარჯვენა ან მარცხენა მხარეს გამყოფი ზოლი ყველაზე შესაფერისია მსხლის ფორმის მქონე გოგონებისთვის. შესაძლოა, კიდევ უკეთესი ვარიანტი იყოს ვარცხნილობაზე ბაფთების დამატება, რომელიც თქვენს სახეს ოვალურ ფორმას შესძენს.
რომბის ფორმა
თუ სარკეში ჩაიხედავთ და დაინახავთ გამოხატულ ლოყებს, ვიწრო ნიკაპს და შუბლს, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ რომბის (ალმასის) ფორმის სახე გაქვთ. თქვენს შემთხვევაში, სჯობს მოერიდოთ სწორ გამყოფ ხაზს და უპირატესობა მიანიჭოთ გვერდზე გადაყოფილ ხაზს. თუ გსურთ შეცვალოთ თქვენი იმიჯი, სცადეთ გამყოფი ზოლი ხან მარჯვნივ დააფიქსიროთ, ხან კი მარცხნივ.
ალმასის ფორმის სახეების ვარსკვლავურ წარმომადგენლებს შორის არიან ქლოე მორეცი და ჰოლი ბერი.
თუ გსურთ სახის ოვალის ვიზუალურად დამოკლება, უმჯობესია დაიმატოთ ბაფთები, თანაც ისე, რომ თავიდან აიცილოთ ზევით დავარცხნილი თმა, რაც სახეს კიდევ უფრო გრძელს გამოაჩენს.