15 ხერხი საუბრის ხელოვნებიდან - როგორ უნდა მოიქცეთ, რომ უფრო დამაჯერებლები იყოთ
- 22.02.2017
ყველა ჩვენგანს სჭირდება, იყოს დამაჯერებელი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ - პროფესიონალი გაყიდვების მენეჯერი, მეწარმე, თუ მშობელი.
Marianne Schmid Mastდა Gaëtan Cousinწიგნში - „არავერბალური კომუნიკაცია“, საზოგადოებას სთავაზობენ 15 ხერხს, რომელთა დახმარებითაც, ამა თუ იმ საკითხში, სხვების დარწმუნებას შეძლებენ.
1. ისაუბრეთ სწრაფად (წუთში 150 სიტყვაზე მეტი)
სწრაფად საუბარი ზრდის სანდოობას და თქვენ საქმის ექსპერტად წარმოგაჩენთ.
2. შეინარჩუნეთ თვალებით კონტაქტი
არასოდეს შეწყვიტოთ თვალებით კონტაქტი მსმენელთან. ამით თქვენს სიტყვებს უფრო მეტი ძალა აქვს.
3. გაიღიმეთ უფრო ხშირად
ეს ხომ უბრალო და მარტივია. რაც მთავარია, ადამიანები დადებითად რეაგირებენ ღიმილზე
4. გამოიყენეთ მიმიკები
მიმიკები გადმოსცემს საქმისადმი თქვენს ჟინსა და ენთუზიაზმს და ეს დამაჯერებლობას გმატებთ.
5. დახვეწილად დახარეთ თავი
ასეთი მოძრაობა მსმენელის პოზიტიურ რეაქციას იწვევს.
6. გამოიყენეთ უფრო მეტი ჟესტიკულაცია
საუბრისას გამოიყენეთ ხელები უფრო მეტად. მსგავსად მიმიკებისა, ხელებით ჟესტიკულაციაც ადასტურებს თქვენს ჟინს და რწმენას და ზრდის დამაჯერებლობას.
7. დაივიწყეთ ნერვიულობა
თუ ეხებით სახეს, ნერვულად ათამაშებთ ხელებს, თვალებს იფშვნეტთ - ყოველივე საეჭვოდ წარმოგაჩენთ. ამიტომ, თავი აარიდეთ ნერვიულობას, ნებისმიერ ფასად.
8. გამოიყენეთ საგნები
როცა ნერვიულობთ, კალამი, ან რაიმე ნებისმიერი მცირე ზომის საგანი, ერთგვარად გაძლევთ მოდუნების საშუალებას და ნერვიულობისგან თავის დაღწევის შესაძლებლობას. ამიტომ, კარგი იქნება თუ ხელში გექნებათ საუბრის დროს კალამი, ან ფანქარი.
9. საუბრის დროს ნუ გადაწვებით სავარძელში
მიუხედავად იმისა, რომ როდესაც ვინმეს არწმუნებთ, დამშვიდება და მეტი ჰაერი გჭირდებათ, ამისათვის ზედმეტად ნუ მიეყრდნობით სავარძელს. თუ ასე მოიქცევით, მსმენელს ვერაფერში დაარწმუნებთ
10. მიუახლოვდით
თქვენი ურთიერთობა დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენად ახლოს მიდიხართ მასთან. რაც უფრო ახლოს იქნებით, დამაჯერებლობა მოგემატებათ.
11. მოდუნდით
მოდუნდით თუ გსურთ რომ იყოთ დამაჯერებლები. თქვენი ნერვიულობა შეიძლება არასწორად გაიგონ და ამის გამო ხელი შეგეშალოთ
12. ისაუბრეთ აუღელვებლად
ისაუბრეთ მშვიდად, ნუ იქნებით დაძაბული, მოეშვით. თუ ძალიან ხისტი ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებთ, ვერ მიაღწევთ მიზანს.
13. გადაადგილდით
საუბრის დროს ადამიანები გადაადგილდებიან. იცვლიან პოზიციას, გადაადგილდით და თან ისე, რომ იყოთ ბუნებრივები, რამდენადაც შესაძლებელია.
14. დაამყარეთ ფიზიკური კონტაქტი
გახსოვდეთ, რომ თქვენი ურთიერთობა დამოკიდებულია თითქმის შეუმჩნეველ ფიზიკურ შეხებაზე, ეს შეიძლება იყოს მხარზე ხელის დადება. ამით თქვენ მეგობრულ გარემოს ქმნით
15. ნუ გადაამლაშებთ
ნუ ისაუბრებთ ძალიან ხმამაღლა, ან ძალიან ჩუმად. ნუ იქნებით ძალიან ხელოვნურები. ნუ იქნებით ძალიან აგრესიულები, ან ძალიან პასიურები. მონახეთ ოქროს შუალედი, თუ გსურთ რომ ვინმე დაარწმუნოთ.
თემები: რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, პრობლემები
<a href="http://www.inc.com">http://www.inc.com</a>