LIFE

რატომ არ პასუხობენ მამაკაცები შეტყობინებებზე?

რატომ არ პასუხობენ მამაკაცები შეტყობინებებზე?

პირველი, რაც მამაკაცების დახასიათებისას გვახსენდება, არის ის, რომ ისინი განსხვავებულები არიან, ნაკლებად ემოციურები, პრაქტიკულები, პრაგმატულად ფიქრობენ და წერენ მოკლედ და კონკრეტულად. ამიტომაც, თუ რაიმე მნიშვნელოვანის თქმა გსურთ, უმჯობესია შეხვედრაზე შეთანხმდეთ.

რატომ არ პასუხობენ მამაკაცები შეტყობინებებს?
ჩვეულებრივი საუბარი აბსტრაქტულ თემებზე, რომელიც არ შეიცავს შეთანხმებებს ან ვალდებულებებს, მარტივია.

როგორც წესი, ლაპარაკი უფრო მეტად ქალების საქმეა, წერაც მათი სტიქიაა. მამაკაცებს სჯერათ, რომ მიმოწერა ინფორმაციის გაცვლაა, ამიტომ თუ მამაკაცი თქვენს ტექსტურ შეტყობინებაზე დუმს, ე.ი. მას უბრალოდ არაფერი აქვს სათქმელი.
ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ მამაკაცები იმიტომაც არ გვპასუხობენ გულუხვად, რომ ისინი ყოველი სიტყვით თითქოს ვალდებულებებს გრძნობენ და ფრთხილობენ, ნათქვამი წინ არ დაუხვდეთ.

თუ გაუგზავნეთ კოცნის სმაილიკი და პასუხს დიდხანს ელოდებით - ამ ჟესტით აიძულეთ მამაკაცი ეფიქრა და გაეგო რა უნდა უპასუხოს ამ სიტუაციაში, როგორც კეთილშობილმა ადამიანმა. არ იფიქროთ, რომ მამაკაცს მიმოწერა სიამოვნებს, ხშირად ეს უფრო ეტიკეტით ნაკარნახევი ჟესტია და არა მათი ნება-სურვილი.

არ პასუხობს - ურთიერთობის ეშინია?
ხშირად ქალები ფიქრობენ, რომ მამაკაცი იმიტომაც არ პასუხობს შეტყობინებებს, რომ არ გრძნობს სიმპათიას გოგონას მიმართ, თავს არიდებს მასთან ურთიერთობას - ეს ყოველთვის მართალი არ არის. ოდესმე გიფიქრიათ, რომ მესიჯის გაგზავნა პირიქით, თავიდან მოშორების შესანიშნავი საშუალებაა? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეხვედრის ნაცვლად ტექსტის გაგზავნა საუკეთესო გამოსავალია, რაც უფრო ნაკლებად სურს მას თქვენი ნახვა, მით მეტი სურვილი ექნება გამოგიგზავნოთ შეტყობინებები.

"კაცი ყოველთვის იპოვის დროს ქალისთვის, რომელიც უყვარს"



ეს სიტყვები დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ ხშირად მამაკაცს წერის ნაცვლად, შეხვედრა და ლაპარაკი ურჩევნია. თავდაჯერებული მამაკაცი ქალთან მიმოწერით არასოდეს კეკლუცობს, ის აკითხავს პარტნიორს და პირისპირ ელაპარაკება, ან მიჰყავს რესტორანში მდიდრულ ვახშამზე.

რჩევა ფსიქოლოგისგან როდის და როგორ მივწეროთ მამაკაცს?

  • მისწერეთ მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, მიუთითეთ მხოლოდ კონკრეტული ინფორმაცია. მაგალითად: შეთანხმდით შეხვედრაზე, ის სიცივეში გელოდებათ, თქვენ წერთ: „ვაგვიანებ“ – გაუგებრობა მოხსნილია, აქ პასუხი საჭირო არცაა.

  • კომუნიკაციის პრობლემა საბოლოოდ გაგების პრობლემაა, შეეცადეთ მოუსმინოთ თქვენს პარტნიორს და აღარასოდეს მოგიწევთ ინტერნეტში მოძიება მისი რეაქციების ახსნა-განმარტებისთვის.

  • ნუ შეაწუხებთ დამღლელი და რიტორიკული კითხვებით, რომელზეც ისედაც იცით, რომ პასუხებს ვერ მიიღებთ.

  • ეცადეთ, თავი შეიკავოთ სამუშაო საათებში მიწერისგან.

  • თუ იცით რომ მნიშვნელოვანი შეხვედრა ან საქმე აქვს, არ შეაწუხოთ და ამ ჟესტით დაუდასტურეთ მხარდაჭერა.

და ბოლოს, შეეშვით საკითხის ზოგადად შესწავლას და სიღრმეებში ჩაწვდომას, იფიქრეთ, რომ თქვენი პარტნიორი უნიკალური პიროვნებაა და მის შესახებ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ექსპერტია - და ეს თქვენ ხართ; თუ ეს ასე არ არის, მაშინ ჩათვალეთ, რომ ურთიერთობა არც გაქვთ, ამიტომაც ბუნებრივია თუ ის არ გპასუხობთ შეტყობინებებზე, რადგან მისთვის უცხო ადამიანი ხართ.