
დაბალი თვითშეფასების და მყიფე ეგოს მამაკაცი არც ისე მარტივი შემთხვევაა და მასთან პარტნიორულ ურთიერთობაში ყოფნა ქალისთვის საკმაოდ რთული გამოწვევაა.
როგორც წესი, ასეთი მამაკაცი დაუცველობას ამჟღავნებს; ის ეჭვიანია არა იმიტომ, რომ საბაბს აძლევთ - ის უბრალოდ ვერშემდგარი ადამიანია და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს.
ირგვლივ ბევრი მამაკაცია, ვისაც თავდეჯერბულობა აკლია და საკუთარ დაუცველობას თქვენზე ზემოქმედებით ნიღბავს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ამ ფაქტორებს, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენი პარტნიორი დაუცველი და ეჭვიანია.
არ აქვს ჰობი, არ ჰყავს მეგობრები
ის არ საუბრობს თავის კოლეგებზე ან მეგობრებზე, თქვენ ხართ ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც მშვიდდება. სამსახურის გარდა არ მისდევს სხვა საქმიანობას, გარდა იმისა, რომ თქვენთან ერთად იყოს ან უბრალოდ ოცნებობდეს თქვენზე, როცა მარტოა.
ეჭვიანობს თქვენს წინა ურთიერთობაზე
ის მტკიცედ დარწმუნებულია, რომ კვლავ გიყვართ წინა პარტნიორი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხანი გავიდა თქვენი დაშორებიდან და არ აქვს მნიშვნელობა, რას გრძნობთ სინამდვილეში მის მიმართ. ის ასკვნის, რომ თქვენ კვლავ ზრუნავთ ყოფილ პარტნიორზე.
მალე გიტყდებათ სიყვარულში
რამდენიმე პაემნის შემდეგ ის მზადაა გითხრათ, რომ ყურებამდე შეყვარებულია თქვენზე. თავდაპირველად, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ძალიან კარგია, მაგრამ მალევე მიხვდებით, რომ ეს განცხადება ძალიან ნაადრევი და თან უცნაურია, რადგან ჯერ კარგად არც იცნობთ ერთმანეთს.
გაიძულებთ გრძნობების დადასტურებას
მას საკმაოდ დაბალი თვითშეფასება აქვს, ამიტომ მუდმივად გეკითხებათ, გიყვართ თუ არა. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც ეტყვით, რომ გიყვართ, მას ეჭვი ეპარება თქვენს გულწრფელობაში.
მესაკუთრეა
თქვენი მეგობრებთან ან კოლეგებთან (განსაკუთრებით მამაკაცებთან), დროის გატარება შეიძლება მას აღელვებდეს. ის არ მოგეშვებათ სანამ არ გაიგებს რას აკეთებთ, როდესაც ის იქ არ არის. თავიდან შეიძლება კმაყოფილი იყოთ ყურადღებით, მაგრამ მალე ეს შემაწუხებელი გახდება, რადგან ვერ ატარებთ დროს სასიამოვნოდ იმ ადამიანებთან, ვინც გაბედნიერებთ.
გამუდმებით წუწუნებს ძველ პარტნიორებზე
მისი ყველა ისტორია მის ძველ ურთიერთობებზე იქნება იმის შესახებ, რომ მის არცერთ პარტნიორს არ აინტერესებდა იგი, რომ ისინი უბრალოდ იყენებდნენ მას და შემდეგ მიატოვეს, როდესაც უკეთესი ვინმე გამოჩნდა. ყველა ამ ისტორიას ეჭვის თვალით შეხედეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მასთან დარჩეთ მხოლოდ იმიტომ, რომ გეცოდებათ.
ცდილობს გაარკვიოს, ვის ელაპარაკებით
თუ ტექსტურ შეტყობინებებს წერთ, ის შეეცდება თქვენს უკან დადგეს და წაიკითხოს ვის და რა სწერთ. შეიძლება შეეცადოს შემთხვევით გაარკვიოს ვინ არის, ან უბრალოდ პირდაპირ მოგთხოვოთ ტელეფონის შემოწმება.
მისი სიყვარული დაუძლეველია?
სასიამოვნოა ექსტრავაგანტური საჩუქრების მიღება და თქვენი ყველა ახირების შესრულება, მაგრამ ეს მალე მომაბეზრებელი გახდება. იძულებული გახდებით იფიქროთ, ნამდვილად გიყვართ თუ არა ის, თუ უბრალოდ ცდილობთ, რომ მასთან დარჩეთ.
ეჭვიანობს
ის ყველაზე გიჟურ ბრალდებებს და ეჭვებს გიყენებთ, რომ თითქოს ყველასთან გაქვთ რომანი, შემთხვევითი გამყიდველიდან დაწყებული კოლეგით დამთავრებული, რადგან სრულად სჯერა, რომ თქვენ მასზე ბევრად უკეთესად გამოგდით ადამიანებთან კომუნიკაცია.
სურს, მუდმივად მასთან იყოთ
თავდაპირველად აღფრთოვანებით თავს იმის გამო, რომ მას მუდმივად თქვენთან ყოფნა სურს, დაშორებიდან პირველივე წუთებში ტელეფონის ზარი ან შეტყობინება თავიდან ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ეს შეიძლება თანდათან გამაღიზიანებელი გახდეს.
მას სურს, მუდმივად მასთან იყოთ, მაშინაც კი, თუ მნიშვნელოვანი სამუშაო გაქვთ გასაკეთებელი. ის თავს ცუდადაც კი გაგრძნობინებთ მხოლოდ იმის გამო, რომ დროს უთმობთ თქვენს სამსახურს ან მეგობრებს და ოჯახის წევრებს.
მისი ბედნიერება მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული
სანამ კარგ ხასიათზე ხართ და მას თვალებში შესციცინებთ ის ბედნიერი იქნება, მაგრამ თუ დაკავებული ხართ, ის ამას ვერ გაპატიებთ და ყოველთვის გექნებათ შეგრძნება, რომ მხოლოდ მისთვის უნდა იყოთ ბედნიერი.
ვერ იღებს კრიტიკას
თუ მის კრიტიკას გადაწყვეტთ, თუნდაც კეთილი განზრახვით ეწევით, ის ამას სერიოზულად მიიღებს. ის ისედაც არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში და თქვენი კრიტიკა მხოლოდ იმის შეგრძნებას აიძულებს, რომ მართალი იყო საკუთარ თავთან დაკავშირებით. თუ შეეცდებით თქვენს ურთიერთობაში ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას, ის საბოლოოდ ყველაფერს თქვენ დაგაბრალებთ.