
წარმოიდგინეთ, რომ საკვების, პროდუქტების, მედიკამენტების თუ საყვარელი ყავის მიტანა კიდევ უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომია – ყოველ ჯერზე დამატებითი გადასახადის გარეშე. სწორედ ამას გთავაზობს Glovo Prime – Glovo-ს ექსკლუზიური სააბონენტო სერვისი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას ბევრად კომფორტულს და ეკონომიურს გახდის.
რა არის Glovo Prime?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Glovo Prime არის სააბონენტო სერვისი, რომლის გააქტიურების შემდეგ გეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოთ:
-
უფასო მიტანით ყველა პარტნიორი რესტორნიდან და მაღაზიიდან;
-
პრიორიტეტული სერვისით, რაც ნიშნავს კიდევ უფრო სწრაფ მომსახურებას,
-
სპეციალური აქციებითა და ფასდაკლებებით, რომლებიც მხოლოდ Prime მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი.
ღირს თუ არა Glovo Prime-ის გააქტიურება?
თუ თვეში ორჯერ მაინც იყენებთ Glovo-ს, მაშინ თქვენთვის Prime-ის გააქტიურება, აუცილებელიც კია - Glovo Prime-ის გააქტიურება პირველი თვე უფასოა, ხოლო ყოველი მომდევნო თვიდან, თვიური სააბონენტო მხოლოდ 8.99 ლარია. როგორც ხედავთ, Glovo Prime ნამდვილად დაგეხმარებათ დაზოგვაში. ამასთან ერთად, სერვისი მარტივია და მოქნილია – შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გაააქტიუროთ ან გააუქმოთ გამოწერა. თანაც, Prime-ის წევრები პირველები იღებენ ინფორმაციას ახალ აქციებზე, პარტნიორებსა თუ ლიმიტირებულ შეთავაზებებზე.
როგორ გავააქტიურო ან გავაუქმო Glovo Prime?
Glovo Prime-ის გამოწერა ძალიან მარტივია, ამისთვის, ფაქტობრივად, მხოლოდ აპლიკაციის გახსნაა საჭირო. დააჭირეთ პროფილის ხატულას ზედა მარცხენა კუთხეში, აირჩიეთ Glovo Prime განყოფილება და დააკლიკეთ Try for Free ღილაკს - როგორც უკვე გითხარით, პირველი თვის გამოწერა სრულიად უფასოა.
რაც შეეხება გაუქმებას, იგივე განყოფილებაში გადახედეთ გამოწერის დეტალებს და დააჭირეთ ღილაკს „გაუქმება“ ან „უფასო საცდელი პერიოდის გაუქმება“ - იმ შემთხვევაში, თუ ჯერ კიდევ საცდელ ვერსიას იყენებთ. გაუქმების შემდეგ, თქვენი Prime წევრობა შეწყდება და აღარ ჩამოგეჭრებათ მომდევნო თვეებისთვის სააბონენტო გადასახადი. მაგრამ, თუკი ერთხელ გამოცდით Glovo Prime-ის კომფორტს, მაშინ მისი გაუქმების სურვილი არც კი გექნებათ.
როდის ჩამომეჭრება თანხა?
Glovo Prime-ის გამოწერა ავტომატურად ახლდება ყოველ 30 დღეში ერთხელ, რეგისტრაციის დღიდან. შესაბამისად, თანხის ჩამოჭრის თარიღი ყველა გამომწერისთვის ინდივიდუალურია. ზუსტი რიცხვის სანახავად გახსენით Glovo აპლიკაცია, შედით Glovo Prime სექციაში და გაეცანით თქვენი გამოწერის დეტალებს - მათ შორის შემდეგი გადახდის თარიღს. სულ ესაა.
არასოდეს თქვა არასოდეს, გააქტიურე Glovo Prime დღესვე, დაზოგე თანხა და ისიამოვნე ექსკლუზიური სერვისით.
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია