
ბედნიერი ადამიანები დასვენების შემდეგ დაგროვილ ემოციებს, ახალ შთაბეჭდილებებს და ზოგჯერ სადღესასწაულო რომანებსაც კი ითვლიან, თუმცა, ყველას არ უმართლებს! ზოგჯერ, თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ, ჰერპესთან, აკნესთან ან ამოუცნობ გამონაყართან გიწევთ გამკლავება.
მოგზაურობის დროს კანზე უარყოფითად მოქმედებს მრავალი ფაქტორი, მაგრამ შესაძლოა ყველაზე დიდ ზიანს სტრესი იწვევს. უფრო მეტიც, პრობლემები საბაჟო ინსპექტორთან შეხვედრამდეც კი იწყება.
Harvard Business Review-ში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გამოკითხულთა 74% აცხადებს, რომ მოგზაურობის ყველაზე სტრესული ნაწილი დაგეგმვაა.
რა წაიღოთ თან? რომელი ადგილი დაჯავშნოთ? დეტალების ეს მზარდი პირამიდა ჩვენს სხეულს მეტი კორტიზოლის გამოყოფას აიძულებს, რაც, თავის მხრივ, ქსოვილებს დაუცველს და გამონაყარისა და ნაადრევი ნაოჭებისკენ მიდრეკილს ხდის.
ემოციური სტრესის შესამცირებლად, ექსპერტები გვირჩევენ მოგზაურობის საკითხების დაახლოებით ერთი თვით ადრე მოგვარებას, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა მობილური აპლიკაცია ორგანიზაციული საკითხებისთვის.
სახის კანი და ფრენა
რაც შეეხება სახის მოვლას, ფრენისწინა პერიოდში ხშირად გაიკეთეთ ნიღბები და ღრმად დაიტენიანეთ კანი, არ ჩაატაროთ ექსპერიმენტი ახალ პროდუქტებზე, განსაკუთრებით არომატულ ზეთებზე დაფუძნებულ კრემებსა და შრატებზე, რომ არ გამოიწვიოს ალერგია და გაღიზიანება, უმჯობესია სამოგზაუროდ წაიღოთ ის პროდუქტები, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ.
შეგიძლიათ E ვიტამინის ზეთის ხსნარი შეიზილოთ მთელ სხეულზე და აეროპორტში გაემგზავროთ დატენიანებაზე ფიქრის გარეშე.
რაც შეეხება მაკიაჟს, გააკეთოთ თუ არა, თქვენზეა დამოკიდებული. ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა „ისუნთქოს“ კანმა, მოძველებულია, მთავარია კანი იყოს დაცული ბაქტერიებისგან და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან; სხვათა შორის, გამოცდილი მოგზაურები არასდროს სხედან ფანჯრის პირას. რამდენიმე წლის წინ, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავის პილოტებს და გარუჯვის სპეციალისტებს ერთი რამ აქვთ საერთო: ისინი თითქმის თანაბრად მგრძნობიარენი არიან ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ.
წარმოიდგინეთ, რომ 10,000 მეტრის სიმაღლეზე ერთი საათის გატარების შემდეგ, ისინი იღებენ რადიაციას, რომელიც ეკვივალენტურია სოლარიუმში 20 წუთიანი გარუჯვისა. მოკლედ, მსუბუქი ტონალური კრემი და მინიმუმ 30 SPF-ით, ბორტზე თამამად შეგიძლიათ.
ასევე თქვენს პატარა სამოგზაურო კოსმეტიკურ ჩანთაში უნდა იყოს: თვალის პლასტირები ან თვალის კრემი კოფეინით (შეშუპების თავიდან ასაცილებლად), თერმული წყალი, ტონალური კრემი (დაშვების წინ სახის გასაახლებლად), ტუჩსაცხი და ხელის კრემი.
და კიდევ, არ დაგავიწყდეთ დროდადრო გადაადგილება. არავინ გთხოვთ თვითმფრინავის ვიწრო დერეფანში რთული აკრობატიკის შესრულებას, მსუბუქი გასეირნებაც საკმარისი იქნება.
ფრენის შემდეგ კანის პრობლემებს მხოლოდ დეჰიდრატაცია არ იწვევს. სხვა დროის ზონაში გადასვლა არღვევს ბიოლოგიურ საათს და შეიძლება გამოიწვიოს სახეზე გამონაყარი და როზაცეაც კი, ასევე ამცირებს ქსოვილების ტონუსს, რაც მათ ენერგიასა და ბზინვარებას ართმევს.
„ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ კანის სწრაფად აღსადგენად, დანიშნულების ადგილზე მისვლისას პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, სახის დაბანაა“, - გვირჩევს ჯოშ რიდი, ნიუ-იორკის ესთეტიკური კლინიკის ექიმი. „ზოგჯერ გაღიზიანება შეიძლება იყოს რეაქცია უბრალო ონკანის წყალზე.
სწორედ ამიტომ, ამ შემთხვევაში საუკეთესო გამწმენდი საშუალება მიცელარული წყალია, ამის შემდეგ, წაისვით აღმდგენი ნიღაბი და გაიჩერეთ დაახლოებით ოცდაათი წუთი, სანამ შხაპს მიიღებთ.
სწრაფი გამოცოცხლების კიდევ ერთი საინტერესო ხრიკი თერმული წყლის შემცველი ნიღაბია, აიღეთ თხელი ხელსახოცი, უხვად დაასველეთ თერმულ წყალში, დაიდეთ სახეზე და ასე დაისვენეთ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში, შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.