LIFE

სერიოზული ურთიერთობა თავისუფლებას არ ზღუდავს - რჩევები დამოუკიდებელ ქალებს

სერიოზული ურთიერთობა თავისუფლებას არ ზღუდავს - რჩევები დამოუკიდებელ ქალებს

როცა სერიოზულ ურთიერთობებს ვიწყებთ, არ ვართ ვალდებული მთელი ჩვენი თავისუფალი დრო მას მსხვერპლად შევწიროთ. თუმცა, ბუნებრივია, გარკვეულ დათმობებზე წასვლა გვიწევს. 

ამ ცვლილებებთან შეგუება განსაკუთრებით რთულია ქალებისთვის, რომლებიც სხვებთან შედარებით გაცილებით დამოუკიდებლად ცხოვრობენ. იმ შემთხვევაში, თუ დათმობებზე უარს იტყვით, თქვენი ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს. 

TREND. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას დამოუკიდებელ ქალბატონებს თუ როგორ უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი სასიყვარულო, სერიოზული ურთიერთობების დაწყებისას:

1. განმარტოვდით

სერიოზული ურთიერთობა თავისუფლებას არ ზღუდავს - რჩევები დამოუკიდებელ ქალებს

არ არის აუცილებელი თქვენ და თქვენმა პარტნიორმა ყველაფერი ერთად აკეთოთ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, თქვენს პარტნიორს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს თქვენს მეგობრებთან, არ არის აუცილებელი, გოგოებთან შეხვედრისას, ყოველ ჯერზე ისიც მოიწვიოთ. ორივემ უნდა სცადოთ, იცხოვროთ დამოუკიდებლად, თქვენ-თქვენი ცხოვრებით რათა ერთმანეთის პირად სივრცეში უხეშად არ შეიჭრათ და არ გახადოთ ურთიერთობა მოსაბეზრებელი და დამღლელი. 

2. შეთანხმდით კომუნიკაციის ფორმებზე

სერიოზული ურთიერთობა თავისუფლებას არ ზღუდავს - რჩევები დამოუკიდებელ ქალებს

თუ თქვენი პარტნიორი თანახმაა არ შეეხოს თქვენს დამოუკიდებლობას, მაინც მოგიწევთ მცირე ცვლილებების შეტანა საკუთარი ცხოვრების წესში. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ადგებით და ერთი კვირით დატოვებთ ქალაქს ისე, რომ მას ამის შესახებ არ გააფრთხილებთ. ბუნებრივია, მისგან ნებართვის თხოვნა არ გჭირდებათ, თუმცა, აუცილებლად უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში ერთმანეთი მსგვს შემთხვევებში, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობა და ნერვიულობა. 

3. იმოქმედეთ ნელა და სტაბილურად

სერიოზული ურთიერთობა თავისუფლებას არ ზღუდავს - რჩევები დამოუკიდებელ ქალებს

არცერთი თქვენგანი არ არის ვალდებული ხშირი ურთიერთობა ჰქონდეს ერთმანეთის მშობლებთან. ნებისმიერ წყვილს შეუძლია იცხოვროს თავიანთი წესების მიხედვით. შესაბამისად, თუ თქვენი პარტნიორი მოვლენების დაჩქარებას გადაწყვეტს, მარტივად შეგიძლიათ აუხსნათ, რომ ამისთვის ჯერ მზად არ ხართ და იგი აუცილებლად გაგიგებთ. 

4. ნუ შეიცვლებით

სერიოზული ურთიერთობა თავისუფლებას არ ზღუდავს - რჩევები დამოუკიდებელ ქალებს

არ გჭირდებათ ცვლილებები მხოლოდ იმის გამო, რომ მას უყვარხართ. ნუ შეიტანთ ცვლილებებს საკუთარ გარეგნობაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს თქვენს პარტნიორს ესიამოვნება. თქვენ ხართ თავისუფალი საკუთარ არჩევანში და ამაში, გახსოვდეთ, არავინ გზღუდავთ. 

5. დათმეთ

სერიოზული ურთიერთობა თავისუფლებას არ ზღუდავს - რჩევები დამოუკიდებელ ქალებს

დამოუკიდებლობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ აკეთოთ ის და აკეთოთ მაშინ, რაც და როცა გსურთ. თუმცა, როცა მარტო აღარ ხართ, აუცილებლად მოგიწევთ იმ ადამიანის ინტერესების გათვალისწინებაც, ვინც თქვენს გვერდით არის. მიუდექით ამ საკითხს გაგებით და შეეცადეთ ისწავლოთ, რომ რიგ შემთხვევებში, დათმობებზე წასვლა აუცილებელია. 

6. იყავით გუნდი 

სერიოზული ურთიერთობა თავისუფლებას არ ზღუდავს - რჩევები დამოუკიდებელ ქალებს

გუნდურობა დამოუკიდებლობის დაკარგვის პირდაპირპროპორციული არ არის. შესაბამისად, შეგიძლიათ იცხოვროთ დამოუკიდებლად, თუმცა, გახსოვდეთ, რომ გუნდის ნაწილი ხართ. უმნიშვნელო დეტალების გამო ნუ დაანგრევთ იმას, რაც აქამდე გიშენებიათ. მიიღეთ ჯგუფური გადაწყვეტილება და ყოველთვის შეთანხმდით საკითხის ოპტიმალურ ვარიანტზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბოლომდე მას დაეყრდნოთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი პარტნიორია. იზრუნეთ, გქონდეთ ჯანსაღი ურთიერთობა, ორივემ შეინარჩუნეთ დამოუკიდებლობა. ამგვარად დიდხანს და ბედნიერად იქნებით ერთად!



allwomenstalk.com