რა მოსწონს მამაკაცს ქალში - 10 მოულოდნელი რამ, რის გამოც კაცები ქალებზე გიჟდებიან
- 24.02.2017
გავრცელებული აზრია, რომ მამაკაცებს ლამაზი ქალები მოსწონთ და ქალში მხოლოდ გარეგნობა იზიდავთ, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა.
ხშირად მას, რის გამოც მამაკაცს ქალი მოსწონს, არაფერი აქვს საერთო უზადო სხეულთან და ბრწყინვალე გარეგნობასთან.
აი, რა იზიდავს ქალში მამაკაცთა უმეტესობას:
1. გაზმორება - რა თქმა უნდა, მამაკაცებს მოსწონთ მოკლე კაბიანი ქალები, მაგრამ ქალის ცქერა შინაურ გარემოში,მათთვის კიდევ უფრო სასიამოვნოა. ბიჭებს მოსწონთ ქალების ცქერა დილით,როდესაც დგებიან და ლამაზ პიჟამაში გამოწყობილი იზმორებიან. ასეთ ფორმაში მამაკაცი ქალს დაუცველად და მგრძნობიარედ აღიქვამს.
2. მოუწესრიგებელი თმა - თქვენ შეიძლება დიდ ფულსა და დროს ხარჯავთ იმისთვის, რომ თმა ლამაზად გქონდეთ დავარცხნილი, მაგრამ მამაკაცებს უყვართ, როცა თმას ატარებთ ისე, როგორც სინამდვილეში გაქვთ. ისინი ბუნებრიობას ანიჭებენ უპირატესობას.
3. უმაკიაჟო სახე - მამაკაცებს მოსწონთ, როცა თქვენი სახე მაკიაჟით არაა დატვირთულიდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ბუნებრიობას ანიჭებენ უპირატესობას. ქალის კოცნისას მათზეც გადადის მაკიაჟი და ეს არცთუ ისე სასიამოვნოა.
4. მომრგვალებული მუცელი - გავრცელებული აზრია, რომ უფრო მიმზიდველი თხელი და ბრტყელი მუცელია. ასეთი მუცელი მამაკაცების უმეტესობას არ მოსწონს. ისინი ფიქრობენ, რომ არაფერია ისეთი ლამაზი, როგორც ოდნავ მოპუტკუნებული და მრგვალი მუცელი.
5. ნაოჭები - ნაოჭებზე ქალები დარდობენ. სინამდვილეში, მამაკაცებს უყვართ საყვარელი ქალის სახეზე ნაოჭები. ეს სიმწიფის, სიბრძნისა და გამოცდილების დამადასტურებელია.
6. კარგი მადა - ქალები, რომლებიც ზედმეტად ღელავენ წონაზე და მუდამ დიეტაზე არიან, არ მოსწონთ მამაკაცებს. მადა და ის, რომ არ გეშინიათ ჭამოთ, რაც თქვენს წინ დევს თქვენს თავდაჯერებულობაზე მეტყველებს და მიუთითებს, რომ არ გადარდებთ სხვების აზრი. ასეთი ქალი მამაკაცის ნდობას მალე მოიპოვებს. მაგრამ გახსოვდეთ - უკიდურესობა ძალიან სახიფათოა. პირველ პაემანზე ძალიან ბევრს ნუ შეჭამთ.
7. სათვალე - თუ მხედველობის სათვალეს ადრეული ასაკიდან ატარებთ, შეიძლება ეს ნამდვილი წამება იყოს. მაგრამ მოზრდილ ასაკში ყველაფერი სხვაგვარადაა. ქალი, რომელიც ატარებს გამჭვირვალემინიან სათვალეს,ძალიან სექსუალურია, ისინი მამაკაცებისთვის თვალშისაცემები არიან. ასეთი ქალები თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ქალების შთაბეჭდილებას ტოვებენ.
8. ადგილი, სადაც ნამზეური არ ეტყობა - ქალები ხშირად დარდობენ სხეულის იმ ადგილების გამოჩენის გამო, სადაც ნამზეური არ ეტყობათ. თუმცა ეს „პრობლემა“ სულ არ აწუხებთ მამაკაცებს. ბიჭების უმეტესობა ეძებს კონტრასტს ქალის ბუნებრივ კანსა და ნამზეურს შორისდა თვლიან, რომ ქალი რომელსაც გაურუჯავი ადგილი უჩანს ძალიან სექსუალურია.
9. გრძელი კაბა - გრძელი კაბა შეიძლება არანაკლებ სექსუალური იყოს მოკლეზე. გრძელი კაბა ქალს საიდუმლოებით მოცულს ხდის. მაშინაც კი, როცა თქვენმა მამაკაცმა იცის, როგორი ლამაზი ფეხები გაქვთ, მაინც ფიქრობს იმაზე, თუ რა იმალება კაბის ქვეშ და მისი ფანტაზია უსასრულოა.
10. შიშველი ტერფები - ბიჭების უმეტესობა შიშველ ტერფებს სუპერსექსუალურად თვლის. წავიდა ის დრო, როდესაც მამაკაცი საყვარელი ქალის შიშველ სხეულს ქორწინების შემდეგ ხედავდა. დღეს შეიძლება ქალმა მამაკაცი შიშველი ტერფებით მოხიბლოს.
თემები: თავის მოვლა, მამაკაცები, სექსუალური ქალი, სილამაზე, ქალები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია