250 თვითმფრინავი, 500 მილიონი გადაყვანილი მგზავრი, 1000 მარშრუტი - Wizz Air ქსელის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს
- 15.01.2026
Wizz Air-ი, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი ავიაგადამზიდი, სიამაყით აღნიშნავს კიდევ ერთ ისტორიულ მიღწევას – თავისი მუდმივად გაფართოებადი ქსელის ფარგლებში 1000 მიმართულების მიღწევას. დღეს ავიაკომპანია აკავშირებს 200 მიმართულებას ევროპის და მის ფარგლებს გარეთ მდებარე 50-ზე მეტ ქვეყანაში.
ქსელის მასშტაბის უკეთ წარმოსაჩენად: თუნდაც ყოველდღიურად განსხვავებული Wizz Air-ის მარშრუტით იმგზავრო, ავიაკომპანიის სრული ქსელის გამოსაცდელად თითქმის სამი წელი დაგჭირდება.
ამ მიღწევით სრულდება გამორჩეული ზრდისა და განვითარების წელი. მხოლოდ 2025 წელს Wizz Air-მა 300-ზე მეტი ახალი მარშრუტი დაამატა, რითაც კიდევ უფრო განიმტკიცა თავისი როლი, როგორც კონტინენტზე კავშირისა და რეგიონული განვითარების ერთ-ერთმა მთავარმა მამოძრავებელმა ძალამ.
1000 მარშრუტის მოვლენას წინ უძღოდა ორი სხვა ისტორიული მიღწევა: გასული წლის ნოემბერში ფლოტმა 250 თვითმფრინავს გადააჭარბა, ხოლო გუშინ ავიაკომპანიამ თავისი მე-500 მემილიონე მგზავრი მიიღო.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ დღეს ჩვენს ქსელში 1000 მარშრუტია,” – განაცხადა Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იოჟეფ ვარადიმ. „ეს ეტაპი ასახავს ჩვენს შეუპოვარ ამბიციას, დისციპლინირებულ ზრდის სტრატეგიას და მტკიცე ერთგულებას ევროპის მასშტაბით უკეთესი კავშირის უზრუნველყოფისადმი, რაც ჩვენს გამორჩეულ მგზავრებს მუდმივად მზარდ და საინტერესო მიმართულებებს სთავაზობს.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა ჩვენი სახლია და რეგიონზე ფოკუსირება ჩვენი წარმატების ფუნდამენტური ნაწილი იყო. Wizz Air-ი CEE რეგიონში წამყვანი ავიაკომპანიაა და 2026 წელსა და შემდგომშიც გავაგრძელებთ ჩვენი ბაზრის ლიდერობის გაძლიერებას. Let’s WIZZ!”
როგორც აღინიშნა, 2025 წელი Wizz Air-ისთვის ძლიერი და მიზანმიმართული გაფართოების წელი აღმოჩნდა.
ავიაკომპანიამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძირითადი ბაზრები და ამავდროულად მნიშვნელოვნად გააფართოვა გეოგრაფიული დაფარვა – ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ქსელით, რომელშიც შედის ათეულობით ახალი ტურისტული მარშრუტი და ახალი ბაზები ბრატისლავაში, ვარშავა მოდლინში, კიშინიოვში, ბუქარესტ ბენეასაში, სუჩავაში, ტირგუ მურეშში, ტუზლაში, პოდგორიცაში და ერევანში. ეს ნაბიჯები ქმნის მყარ საფუძველს მომდევნო წლების უწყვეტი ზრდისთვის.
გაფართოებულმა ქსელმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და მომავალშიც გააუმჯობესებს წერტილიდან წერტილამდე კავშირს, პირდაპირ აკავშირებს ნაკლებად მოთხოვნად ქალაქებსა და რეგიონებს და ამავე დროს ინარჩუნებს ხელმისაწვდომ ტარიფებს. შედეგად, ხელი ეწყობა ტურიზმის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ევროპის მასშტაბითა და მეზობელ რეგიონებში მობილობის ზრდას.
Wizz Air-ის შეჯამება (იანვარი, 2026):
• 1,000 მარშრუტი;
• 500+ მილიონი გადაყვანილი მგზავრი;
• 250+ თვითმფრინავი;
• 200 მიმართულება;
• 50+ ქვეყანა.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 257 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი არჩევანი 63,4 მილიონი მგზავრისთვის 2025 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. 2021-2025 წლებში Wizz Air-ი World Finance Sustainability Awards-ის მიერ „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიად” იქნა აღიარებული.
2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში — რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა. სულ ახლახანს, 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards-ის გალა-დაჯილდოებაზე, მას 2025 წლის მდგრადი ავიაკომპანიის ტიტული მიენიჭა.