ვიქტორია ბექჰემი განადგურებულია: უფროსი ვაჟის სკანდალური წერილი და „ღალატი“, რომელმაც ვარსკვლავური დედა შოკში ჩააგდო
- 21.01.2026
ვარსკვლავური ოჯახების ცხოვრება ყოველთვის იდეალურად არ გამოიყურება. ბექჰემების კლანში ნამდვილი ქარიშხალია: უფროსმა ვაჟმა, 26 წლის ბრუკლინმა, საკუთარი მშობლების - დევიდ და ვიქტორია ბექჰემების წინააღმდეგ სკანდალური პოსტები გამოაქვეყნა, რამაც ინტერნეტი ააფეთქა.
"მშობლები ჩემი სახელით ვაჭრობდნენ" - რაში ადანაშაულებს ბრუკლინი დევიდს?
ბრუკლინმა ინსტაგრამზე ექვსი სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ მშობლები მასზე ზეწოლას ახდენდნენ და "მოსყიდვასაც" კი ცდილობდნენ. მიზეზი? - ბექჰემების გვარის კომერციული უფლებებია.

როგორც ირკვევა, 2022 წელს, ნიკოლა პელტცზე ქორწინებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დევიდმა 200 მილიონ ფუნტად გააფორმა გარიგება ამერიკულ ბრენდთან. იმისათვის, რომ გარიგება სრულყოფილი ყოფილიყო, ბრუკლინს ხელი უნდა მოეწერა დოკუმენტზე, რომლითაც თავისი სახელის (Beckham) გამოყენების უფლებას მშობლების კომერციულ პარტნიორებს გადასცემდა.
ბრუკლინმა უარი თქვა: "ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ ხელმოწერას ქორწილამდე. მას შემდეგ, რაც უარი ვთქვი, ჩემს მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალეს," - წერს ის.
ვიქტორია ბექჰემი "განადგურებულია"
ინსაიდერების თქმით, ვიქტორია შოკირებულია შვილის ასეთი საჯარო თავდასხმით. განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ბრუკლინის მინიშნებები იმაზე, რომ ქორწილში დედამისმა "შეუფერებლად" იცეკვა მასთან და პირველი ცეკვა "მოპარა" რძალს.

ბექჰემების გარემოცვა ამას "აბსოლუტურ სისულელეს" უწოდებს, თუმცა ქორწილის ერთ-ერთი სტუმარი, სტავროს აგაპიუ, ბრუკლინს მხარს უჭერს: "მე იქ ვიყავი და ის სიმართლეს ამბობს! კარგია, რომ ხმა ამოიღო".
ნიკოლა პელტცის გავლენა - ვინ მართავს ბრუკლინს?
ბექჰემების ოჯახთან დაახლოებული პირები ეჭვობენ, რომ ბრუკლინი მისი მეუღლის, მილიარდერის ქალიშვილის, ნიკოლა პელტცის გავლენის ქვეშაა. ბრუკლინი კი პირიქით ამბობს:

"ნარატივი, თითქოს ცოლი მაკონტროლებს, მცდარია. პირიქით, მთელი ცხოვრება მშობლები მაკონტროლებდნენ. ნიკოლას ჩემი ოჯახი უპატივცემულოდ ეპყრობა, ქორწილის წინა ღამეს კი მითხრეს, რომ ის მათი „სისხლი“ და ოჯახის წევრი არ იყო."
"დიდებული ხუთეული" - ბრუკლინი ოჯახიდან მოკვეთეს?
როგორც ჩანს, დაპირისპირება იმდენად ღრმაა, რომ ბექჰემების ოჯახი ახლა საკუთარ თავს "დიდებულ ხუთეულს" (დევიდი, ვიქტორია, რომეო, კრუზი და ჰარპერი) უწოდებს. ბრუკლინსა და ნიკოლას ოჯახურ შეკრებებსა და დაბადების დღეებზეც აღარ იწვევენ.
დევიდ ბექჰემი, რომელიც ამჟამად დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება, ჟურნალისტების კითხვებს ოჯახურ ომზე არ პასუხობს, თუმცა სოციალური მედიის საფრთხეებზე საუბრისას აღნიშნა: "ბავშვები შეცდომებს უშვებენ და ასე სწავლობენ".
თემები: ვიქტორია ბექჰემი, დევიდ ბექჰემი