აეროპორტში ქალმა ლეკვი სალაროსთან დააბა და დასასვენებლად გაფრინდა - შოკისმომგვრელი ამბავი ლას-ვეგასიდან
- 19.02.2026
ლას-ვეგასის აეროპორტში მომხდარმა ამბავმა ინტერნეტი ააფეთქა. 26 წლის გერმირან ბრაისონმა თავისი 2 წლის ძაღლი პირდაპირ ტერმინალში, რკინის საყრდენზე მიაბა და გზა ისე განაგრძო, რომ უკანაც არ მოუხედავს. მიზეზი? - ლეკვი თვითმფრინავში საბუთების გამო არ შეაყვანინეს.
მიატოვა, რადგან ხელი შეუშალა
კამერების ჩანაწერებში კარგად ჩანს, როგორ მიჰყვება პატარა ძაღლი პატრონს კუდის ქიცინითა და დიდი სიხარულით. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ რამდენიმე წუთში პატრონი მას სალაროსთან მიაბამდა და მარტო დატოვებდა. ქალმა გადაწყვიტა, რომ ფრენაზე დაგვიანება უფრო დიდი პრობლემა იყო, ვიდრე საკუთარი ცხოველის ბედი.

დაკავება და თავხედური პასუხი
პოლიციამ ქალი პირდაპირ გასასვლელთან დააკავა. როდესაც ჰკითხეს, რატომ მოიქცა ასე, მან სრულიად წარმოუდგენელი რამ თქვა: „ძაღლს სათვალთვალო მოწყობილობა უყენია და თავისით მოგვაგნებსო“.

სამართალდამცველები და აეროპორტის თანამშრომლები შოკში ჩავარდნენ ასეთი გულგრილობის გამო. ქალს ბრალი ცხოველის მიტოვებასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება.
ახალი ცხოვრება და კეთილი ადამიანები
მიტოვებულ ლეკვზე ზრუნვა ცხოველთა დამცველებმა ითავეს. მას ახალი სახელი - ჯეტბლუ დაარქვეს. 10 დღის განმავლობაში ის სპეციალურ თავშესაფარში იყო, თუმცა მის წასაყვანად არავინ მისულა - ყოფილმა პატრონმა ის მეორედ გასწირა.

ნამდვილი ვარსკვლავური ცხოვრება
ჯეტბლუს ისტორიამ ხალხი ისე ააღელვა, რომ პატარა ძაღლი ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. თავშესაფარმა მას ნამდვილი დღესასწაული მოუწყო:
-
ჯეტბლუ სათამაშოების მაღაზიაში წაიყვანეს, სადაც მან თავად აირჩია სათამაშოები, მათ შორის პატარა რბილი ძროხა.

-
ერთ-ერთმა კომპანიამ მას მთელი წლის სამყოფი უმაღლესი ხარისხის საჭმელი აჩუქა.
-
მის აყვანაზე ნამდვილი რიგი დგას. თავშესაფარი თითოეულ მსურველს მკაცრად ამოწმებს, რათა დარწმუნდნენ, რომ ჯეტბლუს აღარასოდეს მიატოვებენ.
სამართალი უნდა აღსრულდეს
სანამ ჯეტბლუ ახალ მეგობრებთან ერთად ერთობა და სოციალურ ქსელებში ათასობით „ლაიქს“ აგროვებს, მის ყოფილ პატრონს სასამართლო 31 მარტს ელის.

ცხოველთა დამცველები ითხოვენ, რომ სასჯელი იყოს მკაცრი, რათა ყველამ გაიგოს - ძაღლი ნივთი არ არის, რომელსაც აეროპორტში ჩემოდანივით დატოვებ.
თემები: