მოულოდნელი სიურპრიზი და ახალი შესაძლებლობები - 9 ნოემბერს იღბალი ზოდიაქოს 5 ნიშანს გაუღიმებს
- 08.11.2026
9 ნოემბერი - 11/9-ის ანგელოზის რიცხვის დღე - ზოდიაქოს ხუთი ნიშნისთვის ახალი ეტაპის დასაწყისს უკავშირდება.
ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ამ დღეს ისინი მნიშვნელოვან მიღწევას აღნიშნავენ, წარსულს გადახედავენ და უკეთ გააცნობიერებენ, საით უნდა გააგრძელონ გზა. მორიელის ახალმთვარეობა კი ცვლილებების თემას კიდევ უფრო გააძლიერებს.
1. მორიელი
9 ნოემბერი მორიელისთვის განსაკუთრებით სიმბოლური დღეა. ერთი ეტაპი სრულდება, რათა ახალს დაეთმოს ადგილი. მორიელმა კარგად იცის, რომ დასასრული ხშირად გარდაქმნის დასაწყისია. მნიშვნელოვანი მიღწევა მისთვის საბოლოო წერტილი კი არა, ახალი ისტორიის პირველი ნაბიჯი იქნება.
2. ქალწული
ქალწულმა შესაძლოა ცვლილების მოახლოება უკვე იგრძნო, თუმცა მისი შედეგი მაინც სასიამოვნოდ გააკვირვებს. ამ დღეს ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება და დაანახვებს, რომ მის წინ გაცილებით მეტი პერსპექტივაა, ვიდრე აქამდე წარმოედგინა. ეს გამოცდილება კიდევ უფრო დიდი მიზნებისკენ უბიძგებს.
3. მშვილდოსანი
მშვილდოსანს ცვლილებები არ აშინებს, მაგრამ ამჯერად განსაკუთრებული შესაძლებლობა აიძულებს, უფრო სერიოზულად შეხედოს საკუთარ გეგმებს. ეს არ ნიშნავს, რომ მხიარულება დასრულდება - უბრალოდ, დადგება დრო, როცა პასუხისმგებლობის აღება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. შესაძლოა, მათაც კი, ვინც აქამდე არასერიოზულად აღიქვამდა, დაინახონ მისი შესაძლებლობები.

4. მერწყული
მერწყულისთვის 9 ნოემბერი გარკვეულ საკითხებში სიცხადის მომტანი იქნება. მორიელის ახალმთვარეობა დაეხმარება, აქამდე მიღებული ინფორმაცია ერთმანეთთან დააკავშიროს და პრიორიტეტები გადააფასოს. ამ პროცესს სასიამოვნო აღმოჩენაც მოჰყვება: შესაძლოა, გაიგოს, რომ ვიღაცისთვის თავად არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადამიანი.
5. კურო
კუროს თავდაპირველად შესაძლოა არ მოეწონოს ის, რაც ამ დღეს მოხდება. მთავარი გამოწვევა კონტროლის დათმობა იქნება. კურო რაღაცას საკუთარ თავში ინახავს და სხვებისთვის გაზიარება არ სურს, თუმცა საიდუმლო შეიძლება გამჟღავნდეს. პროგნოზის მიხედვით, უმჯობესია, მომხდარს არ გაექცეს და სიტუაციას გულწრფელად შეხვდეს - მოგვიანებით მიხვდება, რომ ეს ცვლილება სასიკეთო აღმოჩნდა.
თემები: ზოდიაქოს ნიშნები, ასტროლოგია