მშობლები

ქვეყნები რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ დაკავდნენ მეტი სექსით

ქვეყნები რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ დაკავდნენ მეტი სექსით

სხვა ბევრ მნიშვნელოვან და პოზიტიურ შედეგთან ერთად, შობადობის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნებისთვის, უპირველესად, ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილურობისა და ზრდისთვის არის მნიშვნელოვანი. შობადობის კოეფიციენტი ქვეყნებში განპირობებულია სხვადასხვა მენტალურ-კულტურული ფაქტორებით.

მაგალითად, ევროპაში მაღალია სოციალური პასუხისმგებლობა შვილების მიმართ. განვითარებად ქვეყნებში კი, ხშირ შემთხვევაში, ბავშვებს უყურებენ, როგორც დამატებით მუშახელს და არ ფიქრობენ, თუ რამდენად აქვთ ბევრი შვილის აღზრდის მატერიალური საშუალება.

გაეროს მონაცემებით, 2010-2015 წლებში, საქართველო შობადობის მაჩვენებლის მიხედვით 138-ე ქვეყანაა მსოფლიოში – საშუალოდ, 13.7 ახალშობილით ყოველ 1 000 ადამიანზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და მესამე პოზიციას ვიკავებთ აზერბაიჯანისა და ირლანდიის შემდეგ.

თავის მხრივ, ევროპის ქვეყნების საშუალო შობადობა დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით ყველაზე ნაკლებია და შეადგენს 10.8-ს. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში შობადობის კოეფიციენტი მაღალი არ არის, საქართველოში დადებითი ბუნებრივი მატებაა, ანუ ყოველ წელს შობადობა სიკვდილიანობას ჭარბობს. ქვეყანაში არსებული დაბალ შობადობის კოეფიციენტს ქვეყანაში ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელიც განაპირობებს. ემიგრაცია კი დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა.

როგორც ირკვევა, დემოგრაფიული პრობლემა არა ერთ ქვეყანაში აღინიშნება და ამ ქვეყნების სიის უმრავლესობას, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები შეადგენენ.

TREND. გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც შობადობის ძალიან დაბალი კოეფიციენტით გამოირჩევიან. ამ ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები კი გამუდმებით მოუწოდებენ თავიანთ მოსახლეობას დაკავდნენ მეტი სექსით და იყოლიონ შვილები.

დანია

რაც შეეხება დანიას, ადამიანებს სახელმწიფო მოუწოდებს გააჩინონ შვილები, მიუხედავად იმისა, სურთ თუ არა მათ ეს. თუ თავიანთი ოჯახებისთვის არა, ქვეყნის მომავლისთვის ზრუნვისკენ მოუწოდებენ, უშუალოდ დანიის მომავლისთვის. სკანდინავიურ ქვეყნებს შორის დანია ის ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე დაბალი შობადობის კოეფიციენტი აქვს - იგი 1000 კაცზე სულ რაღაც 1.73-ს შეადგენს. ქვეყანამ არა ერთი პოლილტიკური თუ სოციალური კამპანია აწარმოა იმისთვის, რომ დაერწმუნებინათ ქალები და მიეცათ მათთვის მოტივაცია ჰყოლოდათ შვილები. გარდა პოლიტიკური და სოციალური აქტივობებისა, მსგავს კამპანიებში აქტიურად ჩაერთვნენ კერძო კომპანიებიც. მაგალითად, ერთ-ერთი ავია კომპანია მათი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, ქალბატონებს, თავიანთი შვილების უზრუნველყოფის გარანტიას ჰპირდებოდა პირველი 3 წლის განმავლობაში.

ამჯერად, ამავე ავია კომპანიამ შობადობის წამახალისებელ კამპანიაში ბებიები ჩართო. ეს კამპანია სარეკლამო ვიდეორგოლებით "გააკეთე ეს დედისთვის/Do It for Mom" ვრცელდება.

რუსეთი

ქვეყნები რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ დაკავდნენ მეტი სექსით

ერთხელ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პროვინციებში მცხოვრები მამაკაცები მოსკოვში ჩამოიყვანა. ეს კამპანია ვალენტინობის დღესასწაულის წინა პერიოდს დაამთხვია, რათა წაეხალისებინა მდედრობითი სქესი და ამგვარად შეეწყო ხელი ქვეყანაში არსებული შობადობის კოეფიციენტის ზრდისთვის.

როგორც აღმოჩნდა და როგორც სხვადასხვა ცნობილი გამოცემები წერენ, მაგალითად, Business Insider, რუსეთში არსებული დემოგრაფიული, შობადობასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოიფხვრა და რუსეთი ამჟამად შესანიშნავ დემოგრაფიულ შტორმს განიცდის. მოგეხსენებათ, ამ ქვეყანაში საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, ასევე, ფართოდ გავრცელებული შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომისა და სხვა ვირუსული დაავადებების გამო, რუსეთში მამაკაცები ნაადრევ ასაკში იღუპებიან. შესაბამისად, ქალები, ხშირ შემთხვევაში ბავშვების ყოლას ვერ ახერხებენ.

რუსეთის მთავრობამ, სხვადასხვა წამახალისებელ კამპანიებთან ერთად, 12 სექტემბერი გამრავლების დღედ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 2007 წელს შობადობის პრობლემა ქვეყანაში საკმაოდ მწვავედ დადგა. 9 თვის შემდეგ, 12 ივნისს, ის ქალები, რომლებიც შვილს აჩენდნენ, საჩუქრდებოდნენ მაცივრებით.

იაპონია

ქვეყნები რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ დაკავდნენ მეტი სექსით

1975 წლიდან მოყოლებული შობადობის კოეფიციენტი იაპონიაში საკმაოდ დაბალია, შესაბამისად კი ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემაც მწვავედ დგას.

2010 წელს, ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ამ პრობლემის საკომპენსაციოდ რობოტი შექმნეს, სახელად "Yotaro", რომელიც შეეძლოთ შეეძინათ მშობლებს თავიანთი პასუხისმგებლობების, შესაძლებლობების გამოსაცდელად.

სტუდენტები მიიჩნევდნენ, რომ თუ მამაკაცი და ქალი დაიწყებდნენ თავიანთ თავზე ფიქრს, როგორც პოტენციურ მშობლებზე, ჩვილი რობოტი საუკეთესო საშუალება იქნებოდა მათი, როგორც მშობლების ემოციური მზადყოფნისთვის.

რუმინეთი

ქვეყნები რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ დაკავდნენ მეტი სექსით

1960-იანი წლები რუმინეთში შობადობის თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა.

დემოგრაფიული ზრდის მიზნით, რუმინეთის მთავრობამ უშვილო წყვილებს 20%-ით მაღალი გადასახადები დაუწესა. ამ კამპანიის იდეა ის იყო, რომ თუ კომუნისტურ ქვეყანაში ოჯახს არ შეეძლო გამრავლებულიყო, ანუ ქვეყანას უკარგავდა პოტენციურ მუშებს, მას ეს ზარალი ქვეყნისთვის ფინანსურად უნდა აენაზღაურებინა. დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო 1980-იან წლებშიც. აღსანიშნავია ისიც, რომ რუმინეთში შობადობის კოეფიციენტი, დღემდე ძალიან დაბალია.

სინგაპური

ქვეყნები რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ დაკავდნენ მეტი სექსით

სინგაპური განვითარებული ქვეყნის საუკეთესო მაგალითია შობადობის თვალსაზრისით. მსოფლიოს მაშსტაბით სინგაპურში შობადობის კოეფიციენტი ყველაზე დაბალია და იგი 0.81-ს შეადგენ 1000 კაცზე. 2012 წლის აგვისტოში, სინგაპურის მთავრობამ ნაციონალური ღამე მოაწყო, რომლის ფინანსური უზრუნველყოფა, ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ აიღო თავის თავზე. ნაციონალური ღამის მიზანი იყო, წყვილებს თავიანთი "პატრიოტული სულისკვეთებისთვის" ბოლომდე მიეცათ გასაქანი.

უცნაური, თუმცა, საკმაოდ ეფექტური სვლა იყო, ძირითადად ერთსაძინებლიანი სახლების მშენებლობა, რაც აიძულებდა ადამიანებს ეცხოვრათ ერთად, ეს კი შესაბამისდ, ხელს შეუწყობდა შობადობის ზრდას.

სინგაპურის მთავრობა, ყოველწლიურად 1.6 მილიარდ დოლარს ხარჯავს სხვადასხვა წამახალისებელ კამპანიაში და მოუწოდებს ქვეყნის მოსახლეობას, ხშირად დაკავდნენ სექსით და იყოლიონ შვილები.

სამხრეთ კორეა

ქვეყნები რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ დაკავდნენ მეტი სექსით

ყოველ მესამე ოთხშაბათს, სამხრეთ კორეის თითქმის ყველა სამუშაო ოფისში სინატლე 7 საათძე ქვრება. ყოველი მეოთხე ოთხშაბათი ოჯახის დღედ იწოდება.

სამხრეთ კორეაში შობადობის მაჩვენებელი წლებია სტაბილურად 1.25-მდე მერყეობს. ქვეყანა სხვადასხვა წამახალისებელ კამპანიებს მუდმივად აწარმოებს. ოჯახური ცხოვრების წასახალისებლად, სამხრეთ კორეის მთავრობა ერთზე მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში, ოჯახებს ფინანსურ დახმარებასაც სთავაზობს.

იტალია

ქვეყნები რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ დაკავდნენ მეტი სექსით

ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, იტალია შედარებით დაბალი შობადობის კოეფიციენტით გამოირჩევა. თუ ევროპის სხვა ქვეყნებში შობადობის კოეფიციენტი საშუალოდ 1.58-ია, იტალიაში იგი 1.43-ს შეადგენს. შესაბამისად, სახელმწიფო საკმაოდ ხშირად ატარებს დემოგრაფიული მაჩვენებლის გასაუმჯობესებელ კამპანიებს.

იტალიაში, საკმაოდ პოპულარულია სარეკლამო რგოლები და სლოგანები, რომელთა უმრავლესობაც მსგავს შინაარსს ატარებს: "სილამაზეს ასაკი არ აქვს, შობადობისგან განსხვავებით".

ჰონგ კონგი

ქვეყნები რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ დაკავდნენ მეტი სექსით

შობადობის კოეფიციენტი ჰონგ კონგში 1.18-ს შეადგენს. ამ ქვეყანამ დემოგრაფიული თვალსაზრისით, დაახლოებით ის გზა გაიარა, რაც ყველა ინდუსტირიალური განვითარების პირას მყოფმა ქვეყანამ. 2013 წელს ჰონგ კონგის მთავრობა მოქალაქეებს შვილის ყოლის წასახალისებლად, ფულად დახმარებასაც სთავაზობდა. ეს მაგალითი ჰონგ კონგმა სინგაპურიდან აიღო - სინგაპურში დამატებით შვილზე მთავრობა საკმაოდ კოლოსალურ თანხას სთავაზობდა ოჯახებს.

თუმცა, სინგაპურთან შედარებით, ამ იდეამ ჰონგ კონგში ნაკლებად გაამართლა.

ესპანეთი

ქვეყნები რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ დაკავდნენ მეტი სექსით

ესპანეთში შობადობის კოეფიციენტი უშუალოდ არის დაკავშირებული დასაქმების საკითხთან. მას შემდეგ, რაც ესპანეთში სერიოზული ფორმები მიიღო დასაქმების პრობლემამ, შემცირდა შობადობის მაჩვენებელი და საბერძნეთის შემდეგ, ევროპის ქვეყნებს შორის, შობადობის დაბალი მაჩვენებლით, მეორეა.

აღსანიშნავია, რომ დემოგრაფიასთან დაკავშირებული პრობლემები ესპანეთში აქტუალური ბოლო წლებში გახდა. მთავრობის მიერ დაქირავებული სპეციალური კომისია, ამჟამად პრობლემას სწავლობს და დაბრკოლების დასაძლევად სტრატეგიის შემუშავებას ცდილობს.



9gag.com