1. ზღვის მარილი
ზღვის მარილი ეფექტურია აკნეს წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან მას გააჩნია ბაქტერიოსტატიკური თვისებები. გარდა ამისა აშრობს კანს და იწოვს კანზე არსებულ ზეთოვან მასას, რომელიც აკნეს გამრავლებას ხელს უწყობს.
სამკურნალოდ, ზღვის მარილი დაამატეთ შხაპის მიღებისას წყალს და ჩაწექით 20-30 წუთის განმავლობაში. შეიმშრალეთ და თუ კანი ძალიან გამომშრალი მოგეჩვენათ, წაისვით მსუბუქი ლოსიონი.
2. უცხიმო საპონი
საპონის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ შეიცავდეს მხოლოდ 2% სალიცილის მჟავას.
3. შვრიის აბაზანა
ჩაწექით ცხელ წყალში და კანი დაიზილეთ შვრიის საშუალებით, 20 წუთის განმავლობაში. იგივე გააკეთეთ სახეზეც, ოღონდ მსუბუქად.
4. საჭმელი სოდა
საცხობი სოდა ცნობილია თავისი სოკოს საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებებით, რაც ერთ-ერთი საუკეთესო აკნეს მკურნალობის დროს.
უბრალოდ აურიეთ საცხობი სოდა წყალში და სანამ კბილის პასტის სისქის მასას არ მიიღებთ და წაისვით დაზარალებულ უბნებზე და გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. იდეალურ შედეგს მიაღწევთ თუ ამ პროცედურას კვირაში ორჯერ გააკეთებთ.
5. ვაშლის ძმარი
გარდა იმისა, რომ ძლიერი ანტიბაქტერიული საშუალებაა, ვაშლის ძმარი თავიდან აგაცილებთ გამონაყარს.
ერთ ჭიქა წყალში გააზავეთ 1 სადილის კოვზი ძმარი და სხეულზე მიისხით სპრეის საშუალებით, გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში და ჩამობანეთ თბილი წყლით. გაიკეთეთ პროცედურა ორ-სამ კვირაში ერთხელ.
6. ჩაის ხის ზეთი.
ჩაის ხის ზეთი ასუფთავებს ფორებს და კლავს ბაქტერიების, რომელიც იწვევს ანთებას. შეურიეთ ჩაის ხის ზეთი წყალში 1/1-ზე და დღეში ორ-სამჯერ წაისვით პრობლემურ ადგილებზე.
თემები: სახის მოვლა, კანის მოვლა, თავის მოვლა, რჩევები
<a href="https://www.gorgeousgirl.com">https://www.gorgeousgirl.com</a>