LIFE

როგორ ვეხუმროთ მეგობრებს 1 აპრილს - საუკეთესო საპირველაპრილო ხუმრობები

როგორ ვეხუმროთ მეგობრებს 1 აპრილს - საუკეთესო საპირველაპრილო ხუმრობები

ვერ ვიტყვით, რომ 1 აპრილი, კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისთვის არის სახალისო. განურჩევლად სქესისა, ასაკისა და პოლიტიკური იდეოლოგიისა, ყველა საპირველაპრილო უწყინარი ტყუილების მარათონში ერთვება და სწორედ მათი უშრეტი ფანტაზია ხდის ამ დღეს განსაკუთრებით მხიარულსა და ხმაურიანს. 

ჩვენ ეჭვი არ გვეპარება თქვენს იუმორსა და იდეათა მრავალფეროვნებაში, თუმცა, გადავწყვიტეთ, ჩვენი ფანტაზიაც შემოგაშველოთ და საუკეთესო საპირველაპრილო განწყობისთვის რამდენიმე ხუმრობა შემოგთავაზოთ, რომლითაც შეძლებთ მეგობრები გაამხიარულოთ. 

ლოგიკურია, უპირველესად, ეშმაკობებს, ოჯახის წევრებისთვის ვგეგმავთ. ალბათ ყველასთვის კარგად ნაცნობია საპირფარეშოში ჭიკარტების ერთმანეთისთვის დახვედრება, ნივთების დამალვა, კბილის ჯაგრისის ადგილას სამკურნალო მალამოს განთავსება და ა.შ. ყველაზე გენიელური ხუმრობისთვის, ჩვენ გირჩევთ:

1. მოუწყვეთ ყველაზე ორიგინალური საპირფარეშოს ოინი

როგორ ვეხუმროთ მეგობრებს 1 აპრილს - საუკეთესო საპირველაპრილო ხუმრობები

ნაცვლად იმისა, რომ ახლობელს ან მეგობარს უნიტაზზე ჭიკარტები დაახვედროთ, რომელსაც ეგრევე დაინახავს და თქვენი ოინიც ნახევრად განუხორციელებელი დარჩეს, გირჩევთ, უნიტაზს გამჭვირვალე თხელი პარკი გადააკრათ. ცოტაა იმის ალბათობა, რომ ეს ვინმესთვის შესამჩნევი დარჩეს.

2. ააფეთქეთ ბალიში

როგორ ვეხუმროთ მეგობრებს 1 აპრილს - საუკეთესო საპირველაპრილო ხუმრობები

ბალიშის პირში ჩადეთ ისეთი სათამაშოები, რომლებიც ხმას გამოსცემს. კიდევ უკეთესია, მასში ბუშტები მოათავსოთ. მაშინ, როცა თქვენი ახლობელი საწოლისკენ გაემართება და დასაძინებლად მოემზადება, თავის დადებისთანავე, ალბათ, თქვენც ხვდებით რა მოხდება!

3. დალაქავებული დოკუმენტი

როგორ ვეხუმროთ მეგობრებს 1 აპრილს - საუკეთესო საპირველაპრილო ხუმრობები

ეცადეთ თქვენი ახლობლის ან მეგობრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სერტიფიკატის ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტის ყალბი ვერსია გაამზადოთ, რომელსაც დააზიანებთ ან დაალაქავებთ. დაუდეთ იგი შესამჩნევ ადგილას და ბევრი იცინეთ რეაქციებზე.

4. აუჭრელეთ მანქანა სტიკერებთ

როგორ ვეხუმროთ მეგობრებს 1 აპრილს - საუკეთესო საპირველაპრილო ხუმრობები

სტიკერები ნუ დაგენანებათ. მათგან მანქანის განთავისუფლება თქვენს მეგობარს დიდ დროს წაართმევს და ყველანი ძალიან კარგად გაერთობით. ამასთან, თქვენ იხუმრობა ყველასთვის შესამჩნევი გახდება და გარწმუნებთ, საუკეთესო საპირველაპრილო ხუმრობის ავტორის ტიტულიც თქვენია.

5. გაყინეთ მეგობრის კომპიუტერი

როგორ ვეხუმროთ მეგობრებს 1 აპრილს - საუკეთესო საპირველაპრილო ხუმრობები

ეს არის ხუმრობა, რომელზეც ყველაზე სასაცილო რეაქციები აქვთ ხოლმე. დასქრინეთ მეგობრის კომპიუტერის ეკრანი და სქრინი დააყენეთ ეკრანის სურათად. ერანზე განთავსებული დოკუმენტები და ფოლდერები კი წაშალეთ, თუმცა, წაშლამდე აუცილებლად შეინახეთ მეხსიერების ბარათზე. დაელოდეთ რეაქციებს და გაერთეთ.

6. ტელეფონი რეზინში

როგორ ვეხუმროთ მეგობრებს 1 აპრილს - საუკეთესო საპირველაპრილო ხუმრობები

შეიძინეთ ძალიან ბევრი ფერადი რეზინი, რომლებშიც დამალავთ მეგობრის ტელეფონს ისე, რომ მისგან არაფერი ჩანდეს. წარმოგიდგენიათ რა დრო დასჭირდება მას იმისთვის, რომ საკუთარი ტელეფონი გაანთავისუფლოს ფერადი რეზინის ტყვეებისგან?

7. ესტუმრეთ მეგობარს და მიუტანეთ დონატები

როგორ ვეხუმროთ მეგობრებს 1 აპრილს - საუკეთესო საპირველაპრილო ხუმრობები

შეიძინეთ დონატები და მაიონეზი ან ყველაზე ცხარე კეტჩუპი. მეგობართან სტუმრობამდე ცარიელ დონატებში შეუმჩნევლად ჩაასხით რომელიმე, რომელსაც თქვენი კეთილი ნება მიანიჭებს უპირატესობას და გაემართეთ სტუმრად. 

გილოცავთ აპრილის დადგომას და ბედნიერ, მხიარულ შაბათ-კვირას გისურვებთ! 



wikihow.com