ჯანმრთელობა

წონაში დაკლების ხრიკები - გაიმარტივეთ რთული საქმე

წონაში დაკლების ხრიკები - გაიმარტივეთ რთული საქმე

ჭარბი წონის მოშორება, როგორც წესი, ძალიან რთულია. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხერხს, რომელთა დახმარებითაც რთული საქმე შედარებით გაგიმარტივდებათ:

1. წყალი - დარწმუნდით რომ საკმარისი რაოდენობის წყალს სვამთ. ის ეხმარება სხეულს დაიკლოს წონაში და შეინარჩუნოს ტემპერატურა.

დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი დილით როცა ადგებით;

ოთახის ტემპერატურის წყალი მიიღეთ საჭმლის ჭამამდე.

როცა ვარჯიშობთ - დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ვარჯიშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე. თითო ყლუპი წყალი დალიეთ ვარჯიშის დროს ყოველ 15 წუთში და კიდევ ერთი ჭიქა ვარჯიშის დარულების შემდეგ.

დალიეთ ბევრი წყალი, როცა ძალიან გშიათ, ეს ერთგვარად აქრობს შიმშილის გრძნობას

დალიეთ ცივი წყალი შუადღემდე და შუადღის შემდეგ - ეს ენერგიულს გაგხდით.

დალიეთ ერთი ჭიქა წყალი დაძინებამდე - ხელს შეუწყობს მეტაბოლიზმს და გულის პრობლემებს გადაჭრის.

წონაში დაკლების ხრიკები - გაიმარტივეთ რთული საქმე

2. ნახშირწყლები - ნახშირწყლების დიეტა დაგეხმარებათ ცხიმების დაწვაში. მიირთვით - ხილი, უმი შვრია, მაკარონი, ბრინჯი და შავი პური 

წონაში დაკლების ხრიკები - გაიმარტივეთ რთული საქმე

3. ჰანტელები - სწრაფი მეტაბოლიზმი ნიშნავს მეტი კალორიებისა და კილოგრამების დაწვას. საუკეთესო გზა მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად და თქვენი სხეულის ტონუსში მოსაყვანად ვარჯიშია. თქვენი ფიტნესის რუტინას დაუმატეთ ჰანტელები და ეს შედეგი უფრო ეფექტური იქნება.

წონაში დაკლების ხრიკები - გაიმარტივეთ რთული საქმე

4. პროტეინები - თუ წონაში დაკლება გსურთ, უნდა მიიღოთ ისეთი საკვები რომელიც დიდი რაოდენობით პროტეინებს შეიცავს. პროტეინების საუკეთესო წყაროებია: მოხარშული კვერცხი, ზღვის პროდუქტები როგორებიცაა - ორაგული, სკუმბრია. ინდაურისა და ქათმის მკერდი, ხორცი ქონის გარეშე, რძის პროდუქტები, როგორებიცაა ხაჭო და იოგურტი.

წონაში დაკლების ხრიკები - გაიმარტივეთ რთული საქმე

5. ცხიმიანი საკვები - ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ორგანიზმს ცხიმები სჭირდება. ყველანაირი ცხიმის მიღება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. გასაღები არის ის რომ ჩაანაცვლოთ ცუდი ცხიმები, სასარგებლო ცხიმებით. დაივიწყეთ ბურგერები და „ფრი“. ორგანიზმის ცხიმებით შესავსებად მიიღეთ - ზეითუნის, მზესუმზირისა და სიმინდის ზეთები, ავოკადო, სარდინები, ორაგული, თინუსი, კაკალი, ნუში, თხილი.

წონაში დაკლების ხრიკები - გაიმარტივეთ რთული საქმე

6. დეტოქსიკაცია - დეტოქსიკაციისთვის უნდა მიიღოთ შემდეგი საკვები: კიტრი, წიწაკა, სტაფილო, ისპანახი.

წონაში დაკლების ხრიკები - გაიმარტივეთ რთული საქმე



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>