ადამიანებს ყოველდღიურად უამრავი პრობლემის გადაჭრა უწევთ, უხდებათ სტრესთან გამკლავება და არ არის გასაკვირი, რომ ერთ დღეს მათ ყველაფერი ბეზრდებათ.
ფსიქოლოგი ჯონათან ფედერი ამბობს, რომ ასეთ დროს თავს ვარიდებთ გარკვეული საქმეების შესრულებას. ძირითადად, თავს ვარიდებთ ისეთ საქმეებს, რომელთა შესრულებაც სიამოვნებას არ გვანიჭებს.
როცა გონება გეუბნებათ - „საკმარისია, მეტს ვეღარ გავაკეთებ“, რას ამბობთ ამ დროს თქვენ? - გაქვთ გარკვეული უნარი გამძლეობის შესანარჩუნებლად?
ფედერი ამბობს, რომ თქვენ ამ დროს გჭირდებათ განტვირთვა. სხვა საქმეზე გადართვა. ეს შეიძლება იყოს ვარჯიში.
მისი თქმით, ადამიანს სიზარმაცე იპყრობს და მოტივაცია ეკარგება მაშინ, როცა შინაგანი ხმა ეძახის, ამ საქმეს თავი დაანებოს და არსებობს გარე ფაქტორიც - როცა მის შესრულებულ სამუშაოს ვინმე აკრიტიკებს.
ფედერის თქმით, პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ ორი რამ - ჩვენი მოქმედებები და ჩვენი რეაქციები, რას ვაკეთებთ და რას ვფიქრობთ.
ფსიქოლოგი გვირჩევს, რომ აღნიშნულის განსაზღვრის შემდეგ უნდა დავგეგმოთ ის, თუ რას გავაკეთებთ.
უნდა გავაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც სასიამოვნო იქნება ჩვენთვის და თუ ამ საქმის გაკეთება მოგვბეზრდება, უმჯობესია, მის შეცვლაზე დავფიქრდეთ, წინააღმდეგ შეთხვევაში, სიზარმაცე და არაპროდუქტიულობა გარანტირებულია.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, პრობლემები, ქალები, რჩევები
<a href="http://www.businessinsider.com">http://www.businessinsider.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია