7 ნაბიჯი იმისთვის, რომ იყოთ უფრო თავდაჯერებული და გქონდეთ საკუთარი თავის პატივისცემა
- 17.04.2017
გთავაზობთ 7 ნაბიჯს იმისთვის, რომ გაზარდოთ თვითშეფასება და საკუთარი თავის პატივისცემა. გახსოვდეთ, თუ გსურთ, რომ გარშემომყოფები პატივისცემით გეპყრობოდნენ პირველ რიგში, თავად უნდა გქონდეთ საკუთარ თავთან ამგვარი დამოკიდებულება:
1. იყავით ყურადღებით - ვერაფერს შევცვლით თუ არ აღმოვაჩენთ, რომ რაღაც შესაცვლელია. მარტივად განიხილეთ საკუთარ თავთან ყველაფერი უარყოფითი რაც თქვენ გარშემო ხდება. ნუ ეცდებით, გაემიჯნოთ ნეგატივს. შეაფასეთ სიტუაცია და მიიღეთ გადაწყვეტილება განსჯის შემდეგ. როდესაც დარწმუნდებით, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ, ნუ გადადებთ.
როდესაც არ ტკეპნით ერთსა და იმავე ადგილს, წინ მიიწევთ წარმატებისკენ, რა თქმა უნდა, ამით საკუთარ თავს სცემთ პატივს და გარშემომყოფებიც თქვენ მიმართ პატივისცემით განეწყობიან. გახსოვდეთ, რომ თქვენი მცდელობები შედეგს აუცილებლად გამოიღებს, წარმატებას მიაღწევთ. წარმატება კი თვითშეფასებას გაგიმყარებთ.
2. შეცვალე ისტორია - ყველა ჩვენგანს გვაქვს ისტორია, რომელიც შევქმენით საკუთარ თავზე. ის აყალიბებს ჩვენს თვითაღქმას.
“ზოგჯერ ნეგატიური ფიქრები - „შენ ხარ მსუქანი“, „ზარმაცი ხარ“, შეიძლება მეორდებოდეს ჩვენს გონებაში და ის კიდევ უფრო სწრაფად განმეორდება, თუ დაიჯერებთ, რომ ეს ფიქრები ჭეშმარიტია“, - ამბობს ფსიქოლოგი ჯესიკა კობლენზი. ასეთი ფიქრები თქვენს თვითშეფასებას აქვეითებს. თუ გსურთ, რომ საკუთარი თავის გჯეროდეთ, დაივიწყეთ მსგავსი აზრები.
3. თავი დაანებეთ შედარებებს - შეწყვიტეთ საკუთარი თავის შედარება სხვებთან, გვირჩევს ფსიქოტერაპევტი კიმბერლი ჰერშენსონი. სხვებთან შედარება იწვევს ნეგატიურ ფიქრებს და ნეგატიურ გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე. ყოველივე იწვევს შფოთვასა და სტრესს. ნუ შეადარებთ თქვენს სამსახურს, ურთიერთობებს, ფიზიკურ მდგომარეობას სხვა ადამიანებთან.
4. იცოდე შენი ძლიერი და სუსტი მხარეები - „ყველა გენიოსია, მაგრამ თევზის შესაძლებლობებს თუ შეაფასებთ იმის მიხედვით, თუ როგორ შეუძლია მას მთაზე ასვლა, აღმოჩნდება რომ თევზი სულელია“, - ამბობდა ალბერტ აინშტაინი. ყველა ჩვენგანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. ვიღაც შეიძლება იყოს საოცარი მუსიკოსი, მაგრამ საშინელი მზარეული. უნდა იცოდეთ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, თუ გსურთ, რომ არ „დაიკარგოთ.“
5. ივარჯიშე - ბევრი კვლევა აჩვენებს მიმართებას ვარჯიშსა და თავდაჯერებულობას შორის. ვარჯიში არის საუკეთესო როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ყოველივე კი ადამიანის თვითშეფასებაზე პოზიტიურად აისახება.
6. გააკეთეთ სხვებისთვის - ფსიქოლოგები ამბობენ, რომ როცა სხვებისთვის რაიმეს ვაკეთებთ, ეს ჩვენს თვითშეფასებას ამაღლებს. როდესაც სხვებს ვეხმარებით თავს საჭირო ადამიანად ვთვლით.
7. პატიება - როცა ვინმეს ვპატიობთ, ეს ჩვენს თვითშეფასებას ამაღლებს. ეს აჩვენებს ჩვენს კაცთმოყვარე და მიმტევებელ ბუნებას. ამიტომ, თუ ვინმე თქვენგან პატიებას ელოდება, ნუ დააყოვნებთ. ეს თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.
თემები: მამაკაცები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მიზანი, ქალები, რჩევები, მოტივაცია, სტრესი
<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია