ადამიანთა უმეტესობისთვის საზოგადოების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ზოგჯერ დამღუპველ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე.
ვცდილობთ ვიყოთ ინოვაციურები, კრეატიულები, გავაკეთოთ რაღაც ახალი და არავის გვსურს გვითხრან, რა საშინელი იდეები გვაქვს, რომ ჩვენი გეგმა შეცდომებითაა სავსე.
სხვების აზრები და კრიტიკა გვაეჭვებს გადაწყვეტილების სისწორეში. გვიჩნდება დამარცხებისა და წარუმატებლობის შიში.
როგორ უნდა შეწყვიტით დარდი იმაზე, თუ რას ფიქრობენ თქვენზე სხვები?
პირველი, რაც უნდა გახსოვდეთ, არ უნდა შეგეშინდეთ კრიტიკის. წარმატებული ადამიანები ყოველთვის უსმენენ სხვების კრიტიკას, მაგრამ კრიტიკამ არ უნდა გაგიჩინოთ განცდა იმისა, რომ არასწორ გადაწყვეტილებებს იღებთ.
1. ჰკითხეთ საკუთარ თავს - „რა მოხდება თუ არაფერს გავაკეთებ?“- „MerieTv“-ის ხელმძღვანელი, მერი ფორლეო ამბობს - როცა ჩნდება შესაძლებლობა რაიმე ახლის კეთების, ისეთის, რომელსაც კომფორტის ზონიდან გასვლა სჭირდება, საუკეთესო გზაა ჰკითხოთ საკუთარ თავს, რა შეიძლება მოხდეს უარეს შემთხვევაში, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები თუ ყველაფერი ცუდად წავა.
განიხილეთ მარცხის შესაძლებლობა. შეგიძლიათ ჩამოწეროთ, რა შეიძლება მოხდეს თუ გადაწყვეტთ, რომ რისკი გაწიოთ.
ასევე შეადგინეთ მეორე სიაც, სადაც თქვენი ცხოვრების ჩვეული რიტმის შესახებ დაწერთ. აქ ნუ ჩამოწერთ ახალ იდეებს. შეადარეთ ორივე სია ერთმანეთს და გადაწყვიტეთ, რომელი გზით გსურთ სიარული.
2. გახსოვდეთ, რომ თქვენი საქმიანობა არ განგსაზღვრავთ თქვენ - სამწუხაროდ, კარიერული წარუმატებლობა ადამიანის განწყობაზე უარყოფითად მოქმედებს. წარუმატებლობა საკუთარი თავის მიმართ კრიტიკისკენ გვიბიძგებს და თავს ხელმოცარულებადმივიჩნევთ.
„განაცალკევეთ საკუთარი თავი და სამსახური“, - გვირჩევს როჰან გუნათილეიკი, მედიტაციის სპეციალისტი. ის ამბობს, რომ ეს ფრაზა ხშირად და ხმამაღლა უნდა გავიმეოროთ.
ასევე უნდა გაიმეოროთ ფარზები - „მე არ ვარ ჩემი რეზიუმე“, „მე არ ვარ ჩემი კომპანია“, „მე არ ვარ ჩემი სამსახური“ –„ ამის შემდეგ საკუთარი თავის მიმართ თვითშეფასება აგიმაღლდებათ და წარმატების მიღწევის შანსიც გაიზრდება“, - ამბობს როჰანი.
3. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას დაგამარცხონ - საკუთარი თავის შინაგანი კრიტიკა პირველი ნაბიჯია. თქვენ ემზადებით სხვების კრიტიკის მოსასმენად. მწერალი ბრენ ბრაუნი ამბობს, რომ ადამიანი, რომელიც გვაკრიტიკებს არ დგას ჩვენ ადგილას, ის სხვა არენაზეა და მარტივია მისთვის კრიტიკა. ამიტომაც არ ღირს ვიდარდოთ სხვების შეფასებებზე.
ეს არ ნიშნავს რომ კრიტიკოსები სრულად უნდა უგულებელვყოთ. ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის უნდა მოუსმინოთ. და გახსოვდეთ, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ მიერ დასახულ გეგმას უნდა მიჰყვეთ.
4. განსაჯეთ საკუთარი გადაწყვეტილებები - მწერალი სეთ გოდინი ამბობს, რომ მხოლოდ ორი არჩევანია ცხოვრებაში - ვუსმინოთ სხვების აზრებს, ან უგულებელვყოთ.
მისი თქმით, არ უნდა შევწყვიტოთ საკუთარი გადაწყვეტილებების განსჯა და განხილვა, რადგანაც ამას ჩვენ ნაცვლად სხვები გააკეთებენ და მათი კრიტიკული აზრის მოსმენა გარდა იმისა, რომ მტკივნეული იქნება, ამასთანავე, საკუთარი თავის მიმართ თვიშეფასებას დაგვიქვეითებს.
თემები: რჩევები ქალებს, ურთიერთობა, პრობლემები, ქალები, რჩევები
<a href="http://motto.time.com/">http://motto.time.com/</a>