მშობლები

11 სწორი პასუხი ბავშვის კითხვებზე, რომლებიც უფროსებს ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს

11 სწორი პასუხი ბავშვის კითხვებზე, რომლებიც უფროსებს ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს

1. როგორ გავჩნდი?

იყავით გულწრფელები, მაგრამ ნუ ჩაუღრმავდებით დეტალებს. „როდესაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ისინი კოცნიან და ეხვევიან ერთმანეთს. მამა გადასცემს დედას თავის უჯრედს. ის უერთდება დედისას, და მუცელში ჩნდება ბავშვი. ის პატარაა თევზივით და დაცურავს შიგნით. მერე კი იზრდება, ვეღარ ეტევა შიგნით და იბადება“. უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება მოუყვეთ სპერმატოზოიდებზე და კვერცხუჯრედზე.

2. რატომ აქვთ გოგოებსა და ბიჭებს იქ ყველაფერი სხვადასხვანაირად?

ეცადეთ მოუყვეთ ამის შესახებ უხერხულობის გარეშე, ბავშვის ინტერესი სასქესო ორგანოების მიმართ ხომ აბსოლუტურად ბუნებრივია. „ეს განსხვავებები საჭიროა ბავშვების დაბადებისთვის. ბიჭებს აქვთ პენისი და სათესლე ჯირკვლები. გოგოებს - საშო და საშვილოსნო - სპეციალური ტომარა მომავალი ბავშვისთვის. ბიჭი და გოგო იზრდებიან, ხვდებიან ერთმანეთს და სურთ იყოლიონ შვილები. ისინი ერთდებიან, როგორც კონსტრუქტორის დეტალები და ამის შემდეგ მუცელში ჩნდება ბავშვი.

3. როცა გავიზრდები მე დედას მოვიყვან ცოლად?

ამ კითხვას სვამს თითქმის ყველა ბავშვი, როცა უჩნდებათ მიჯაჭვულობა საწინააღმდეგო სქესის მიმართ. რბილად უთხარით „არა“. „თითოეულს ოჯახში თავისი როლი აქვს. შენი და ვერ გახდება მამა, მამა - ბებია. შენ კი ვერ გახდები საკუთარი დედის ქმარი. როცა გაიზრდები და გახდები დიდი, დედა უკვე მოხუცი იქნება. შენ მაინც შეძლებ გიყვარდეს ის და იზრუნო მასზე, მაგრამ ცოლად ახალგაზრდა და ლამაზ გოგოს შეირთავ. თქვენ გეყვარებათ ერთმანეთი და გაგიჩნდებათ საკუთარი შვილები“.

11 სწორი პასუხი ბავშვის კითხვებზე, რომლებიც უფროსებს ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს

4. რატომ კამათობთ?

ბავშვი ქვეცნობიერად დამნაშავედ გრძნობს თავს მშობლების კამათის ან ჩხუბის დროს. მნიშვნელოვანია, რომ პატარამ გაიგოს, რომ მისი ბრალი აქ არ არის. „ადამიანები კამათობენ იმიტომ, რომ ყოველთვის არ ეთანხმებიან ერთმანეთის აზრს. ბავშვებიც კამათობენ და ხანდახან მშობლებიც. მაგრამ ჩვენ აუცილებლად შევრიგდებით, იმიტომ რომ გვიყვარს ერთმანეთი. და თითოეულ ჩვენთაგანს შენ უყვარხარ“.

5. რატომ არის ეს დეიდა ასეთი მსუქანი?

ნუ დატუქსავთ ბავშვს, თუ ხალხმრავალ ადგილას მის ყურადღებას მიიქცევს გამორჩეული ადამიანი, - სწორედ ეს აყალიბებს მოუთმენლობას. „ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია. არსებობენ მაღლები, დაბლები, გამხდრები და მსუქნები. ხდება ხოლმე, რომ ადამიანი ავად გახდა და ამიტომაც სხვანაირად გამოიყურება. ნებისმიერ შემთხვევაში მას შეიძლება ეწყინოს. ამიტომ თითი არ უნდა გაიშვირო იმაზე, ვინც განსხვავდება სხვებისგან. ჯობია მკითხო მასზე, როცა მარტო დავრჩებით, რომ არავის არ ვაწყენინოთ“.

11 სწორი პასუხი ბავშვის კითხვებზე, რომლებიც უფროსებს ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს

6. ვინ უფრო მეტად გიყვართ მე თუ ჩემი და?

დები და ძმები ყოველთვის მეტოქეობას უწევენ ერთმანეთს მშობლების სიყვარულისთვის. მაგალითად ნუ მოუყვანთ დას ან ძმას და ნუ ეტყვით, რომ ის უფრო მეტად გიყვართ, იმიტომ რომ უკეთესად სწავლობს. „დიახ, თქვენ განსხვავებულები ხართ, და ჩვენი სიყვარულიც შეიძლება სხვადასხვანაირად გამომჟღავნდეს. მაგრამ ჩვენ ორივეს ერთნაირად ძლიერად გვიყვარხართ, როგორც შენ ერთნაირად გიყვარს დედა და მამა. თქვენ ორივე ძალიან ძვირფასები ხართ ჩემთვის“.

7. ექიმი მატკენს?

აუხსენით ბავშვს, რომ მკურნალობა აუცილებელია. არ უნდა შეარცხვინოთ და დაუძახოთ მშიშარა: „რა პატარასავით იქცევი?“ „ექიმს არ უნდა შენთვის ცუდი, მისი სამუშაოა - ებრძოლოს მიკრობებსა და ნატკენებს. ცოტათი გეტკინება, მაგრამ ამის გარეშე ვერ იქნები ჯანმრთელი. როცა მე ავად ვიყავი, მეც მიკეთებდნენ ნემსებს. მეშინოდა, მაგრამ გავუმკლავდი ამას. შენც შეძლებ“.

8. მოვკვდები? თქვენ?

ნუ ატყუებთ ბავშვს მის უვნებლობისა და თქვენი უკვდავების შესახებ. მას გააჩნია უნარი მიიღოს სიმართლე. „ადამიანები, ცხოველები და ყვავილებიც კი ოდესღაც კვდებიან. ეს ბუნების კანონია. ასეა საჭირო, რომ ყველას, ვინც იბადება, ეყოთ ადგილი დედამიწაზე. ჩვენ მოვკვდებით ოდესმე. მაგრამ ეს მალე არ იქნება. ჩვენ აღარ ვიქნებით, როცა ძალიან დავბერდებით. მერე როცა შენ ძალიან დაბერდები, შენც აღარ იქნები. მაგრამ შენ იცხოვრებ ლამაზად და შენი ცხოვრება სავსე იქნება აღმოჩენებითა და თავგადასავლებით“.

9. რატომ მიდიხარ ჩემგან სამსახურში?

აუხსენით, რომ თქვენი სამსახური - ეს კანონია, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო. ყურადღების აქცენტირება გააკეთეთ მომავალი შეხვედრის სიხარულზე. „მე არ მინდა შენთან დაშორება, მაგრამ ასეა საჭირო, და აქ ვერაფერს ვერ იზამ. სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია. სამაგიეროდ საღამოს ჩვენ ისევ შევხვდებით და ძალიან გახარებულები ვიქნებით. მოდი, გავცვალოთ ჩვენი ნივთები, შენ აიღე ჩემი ბრელოკი, მე კი შენ სათამაშოს ავიღებ. და ჩვენ შორიდან ვიგრძნობთ ერთმანეთს“.

11 სწორი პასუხი ბავშვის კითხვებზე, რომლებიც უფროსებს ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს

10. თქვენთვის რატომ შეიძლება და ჩემთვის - არა?

ნუ გეშინიათ აღიაროთ, რომ არა ხართ იდეალურები. მთავარია, რომ ბავშვს ესმოდეს, რომ არ უნდა დააკოპიროს მშობლების ყველა მოქმედება. „დიახ, მე ვეწევი და ხანდახან გვიანობამდე ვზივარ კომპიუტერთან, მაგრამ მე არ მინდა, რომ შენ გაიმეორო ჩემი შეცდომები. ეს ჩემი ცუდი ჩვევაა, რომლისგან უნდა გავნთავისუფლდე. იმიტომ რომ უკეთესი მინდა გავხდე“.

11. ვაი თუ ურჩხულმა, რომელიც საწოლის ქვეშ იმალება, შემჭამოს?

სერიოზულად მოეკიდეთ ბავშვის შიშებს და მასთან ერთად მოიფიქრეთ, როგორ გადააქციოთ საშინელი კეთილად. „მომიყევი ურჩხულის შესახებ. იცი, ასეთ მონსტრებს ძალიან ეშინიათ ჯადოსნური სიტყვების. მოდი ერთად მოვიფიქროთ რამე. ანდა შეხედე, ეს ტელევიზორის უბრალო ძველი პულტი არ არის. ხედავ ამ საიდუმლო ღილაკს? როცა მას აჭერ ხელს, ურჩხულები ქრებიან. მოდი დავდოთ ეს პულტი შენ საწოლთან“.

11 სწორი პასუხი ბავშვის კითხვებზე, რომლებიც უფროსებს ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>