რატომ ატარებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები დიდი ზომის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს?
- 03.05.2020
ადამიანების უმეტესობა თანხმდება, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ქალს უფრო მომხიბვლელსა და ელეგანტურს ხდის, თუმცა მისი ტარება არც ისე მარტივი საქმეა.
როცა საათების განმავლობაში ასეთი ფეხსაცმელი გვაცვია, ფეხები შუპდება და კანი ღიზიანდება.
ბევრ თქვენგანს, შესაძლოა, შეუმჩნევია და ყურადღება მიუქცევია იმ ფაქტისთვის, რომ ჰოლივუდის ზოგიერთი ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე დიდი ზომის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ჩნდება.
ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ ხდება - მათ უბრალოდ იციან მარტივი საიდუმლო - დიდი ზომის ფეხსაცმლის ჩაცმით, ვარსკვლავებს შეუძლიათ უფრო დიდხანს გაძლონ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, თუმცა ეს ფეხების შეშუპებას არ გამოიწვევს.
იმისთვის, რომ დიდი ზომის ფეხსაცმელი მათ ფეხზე კომფორტულად ჰქონდეთ და სიარული არ გაუჭირდეთ, სტილისტები ფეხსაცმელში ათავსებენ სილიკონის ბალიშებს. ამ მარტივი ხრიკის გამოყენების შედეგად, სისხლის მიმოქცევა არ ფერხდება და ფეხები არ შუპდება.
ამ ხერხს ადრე ძალიან ცოტა იყენებდა, მაგრამ დღეს ჰოლივუდში ის უკვე ნამდვილ ტრენდად იქცა
თემები: ტანსაცმელი, ტრენდი, ქალები, ჩაცმულობა, 2017 წლის ტენდენციები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია