რა ესიზმრებათ ადამიანებს ყველაზე ხშირად - 9 გავრცელებული სიზმარი და მათი მნიშვნელობა ფსიქოლოგებისგან
- 03.05.2017
ადამიანთა დიდი ნაწილი ხშირად ხედავს სიზმრებს. მათი ახსნა კი, ნამდვილი თავსატეხია. ზოგიერთი ავის მომასწავებლად გვეჩვენება, ზოგიერთი კი თითქოს მოახლოებული ბედნიერების ნიშანია. ვიშველიებთ ბებიების სიბრძნეს, თუმცა რეალურად რას ნიშნავს ესა თუ ის სიზმარი, არასოდეს ვიცით.
სიზმრების ახსნა ფსიქოლოგებმაც სცადეს. ფსქილოგმა იან უალასმა 30 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში დაახლოებით 150 000 სიზმარი ახსნა.
ის გამოყოფს ცხრა ყველაზე გავრცელებულ სიზმარს და წერს თუ რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ მათგანს.
9. სიზმარში ხედავთ გამოუყენებელ და ძველ ოთახს - ფსიქოლოგი ყველაზე გავრცელებულ სიზმრებს შორის ამ სიზმარს მეცხრე ადგილს ანიჭებს. თუასეთი ოთახი დაგესიზმრათ, რეალურ ცხოვრებაში საკუთარ თავში რაღაც ახალ ტალანტს აღმოაჩენთ.
8. მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალება - მანქანა ნიშნავს შესაძლებლობას კონკრეტული მიზნის მიღწევის გზაზე. რეალურ ცხოვრებაში თქვენ შეიძლება გრძნობდეთ, რომ წარმატების მიღწევის გზაზე კონტროლს კარგავთ, სწორედ ამას უკავშირდება თქვენი სიზმარი.
7. დაცემა - როცა რეალურ ცხოვრებაში გაქვთ წარუმატებლობის განცდა ეს, სიზმრებში აისახება დაცემით, დიდი მანძილიდან გადმოვარდნით. თქვენ დასვენება გჭირდებათ.
6. ფრენა - სიზმარში ფრენა ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ძალიან გსურთ სხვადასხვა გარემოებისგან გათავისუფლება.„ეს ხდება მაშინ, როცა გაქვთ დიდი პასუხისმგებლობები და უბრალოდ იცნებობთ მათგან გათავისუფლებაზე“, - ამბობს ფსიქოლოგი.
5. გესიზმრებათ, რომ გამოცდისთვის მოუმზადებელი ხართ - გამოცდა არის ის, თუ როგორ განვსჯით ჩვენ საკუთარ შესაძლებლობებს. ამგვარად, ეს არის ინდიკატორი იმისა, თუ რა კრიტიკულად უყურებთ საკუთარ თავს რეალურ ცხოვრებაში.
4. გესიზმრებათ, რომ შიშველი ხართ საჯარო სივრცეში - საჯარო სივრცეში შუშველი ყოფნა მიუთითებს, რომ რეალურ ცხოვრებაში არის ხოლმე ისეთი სიტუაცია, რომელიც გიჩენთ დაუცველობის შეგრძნებას.
3. ვერ პოულობთ საპირფარეშოს - თუ სიზმარში ვერ პოულობთ მას, ეს ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ეძებთ საკუთარი ნამდვილი საჭიროებების გამოხატვას. უალასი გვირჩევს უფრო მეტი დავუთმოთ საკუთარ თავზე ზრუნვას და შევეშვათ გამუდმებით სხვებზე ფიქრს.
2. თუ სიზმარში კბილი მოგტყდათ - კბილი ძალისა და თავდაჯერებულობის სიმბოლოა და თუ მსგავსი რამ დაგესიზმრათ, ეს ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში თქვენს ძალაუფლებასა და თავდაჯერებულობას საფრთხე ემუქრება.
1. გესიზმრებათ რომ ვიღაც მოგსდევთ - ფსიქოლოგი წერს, რომ ეს ყველაზე გავრცელებული სიზმარია და მიუთითებს, რომ რეალურ ცხოვრებაში გვსურს ვიღაცას დავუპირისპირდეთ, მაგრამ არ ვიცით როგორ.
თემები: მამაკაცები, ქალები, რჩევები, სიზმარი
<a href="http://www.independent.co.uk">http://www.independent.co.uk</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია