LIFE

ხელნაკეთი ნივთების კონტაქტური გამოფენა სამეფო უბნის თეატრში

ხელნაკეთი ნივთების კონტაქტური გამოფენა სამეფო უბნის თეატრში

4 მაისს „სამეფო უბნის თეატრში“ ორიგინალური ფორმატის ხელნაკეთი ნივთების კონტაქტური გამოფენა იმართება: სტუმრებს ხელოვნების 4 სხვადასხვა დარგში მოღვაწე არტისტის მუშაობის პროცესზე დაკვირვების საშუალება ექნებათ და პერფორმანსის მონაწილეებიც გახდებიან — ფოტოგრაფი — გურამ წიბახაშვილი მსურველებს ვინტაჟური „ყუთი აპარატით“ სამახსოვრო პორტრეტებს გადაუღებს.

ტყავის რეწვის ვორქშოპს გამართავს ხელოვანი — საშა გოცირიძე, რომელიც ტყავის ნაწარმის შექმნის სხვადასხვა ტექნოლოგიის შესახებ ისაუბრებს და სტუმრებს სამახსოვრო აქსესუარებით დაასაჩუქრებს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება 2 ხელნაკეთი ბრენდი: Ceramic Studio 1300 და ლანა ლობილაძე. სტუმრებს ასევე სხვადასხვა დაძველების ხელნაკეთი ვისკის — Balvenie-ს დაგემოვნების საშუალება ექნებათ.

ხელნაკეთი ნივთების კონტაქტური გამოფენა სამეფო უბნის თეატრში

Ceramic Studio 1300 2 წლის წინ, ირინა ჯიბუტმა და ტასო გომელაურმა დააარსეს. თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ორივე სამუშაო სივრცეს ეძებდა და ერთმანეთს მეგობრის სახელოსნოში შეხვდნენ, სადაც ერთად მოუწიათ მუშაობა. იქ კი გადაწყვიტეს, თავიანთი სტუდია შეექმნათ.

ხელნაკეთი ნივთების კონტაქტური გამოფენა სამეფო უბნის თეატრში

ირინა ჯიბუტი: „მე და ტასოს საერთო პროფესია გვქონდა — ორივე კერამიკოსები ვიყავით. როდესაც ერთად მუშაობა დავიწყეთ, დიდი გეგმები არ გვქონია, უბრალოდ ორივეს სახელოსნო გვჭირდებოდა. 4 მაისის გამოფენაზე უმეტესად სახლის დეკორს წარვადგენთ, რამდენიმე მათგანს სტუმრების წინაშეც მოვხატავთ“.

ლანა ლობილაძემ თოჯინებზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. საწყის ეტაპზე თექის თოჯინებს აკეთებდა: საკუთარი ბრენდი L.L.Toys-ი ჩამოაყალიბა და საკმაოდ დიდი პოპულარობაც მოიპოვა.

ხელნაკეთი ნივთების კონტაქტური გამოფენა სამეფო უბნის თეატრში

ლანა ლობილაძე: „უამრავი სასაჩუქრე შეკვეთა მქონდა, სხვადასხვა პერსონაჟების შექმნას მთხოვდნენ. გარკვეული დროის შემდეგ შემოქმედებაში სიახლეების დანერგვა მომინდა და პოლიმერულ თიხაზე მუშაობა ვცადე — შევისწავლე საავტორო და საკოლექციო თოჯინების მიმართულებები, სპეციფიკა და ტექნოლოგიები. საკმაოდ მრავალფეროვანი სფეროა, მინდა, სწორედ ამ მიმართულებით დავიმკვიდრო თავი. ჩემი საქმიანობა ძალიან მომწონს, ამ სფეროში ფანტაზიას ვერასოდეს ამოწურავ.

გამოფენაზე 6 თოჯინას წარვადგენ, სერიიდან „ელფები“ და ერთ-ერთ თოჯინას ადგილზეც მოვხატავ“.

ხელნაკეთი ნივთების კონტაქტური გამოფენა სამეფო უბნის თეატრში