LIFE

რა საიდუმლოს გავცემთ საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებით

რა საიდუმლოს გავცემთ საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებით

1. სხვადასხვანაირი სელფი (სელფი სარკეში, ლიფტოლუქი და სხ.)

პროფილში უამრავი სელფის უკან იმალება ჰიპერტროფირებული მოთხოვნილება გარშემომყოფების აღიარებასა და მოწონებაში, პირველ რიგში საკუთარ თავზე ჩაციკვლა და მიდრეკილება თვითტკბობისკენ.

რა საიდუმლოს გავცემთ საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებით

2. სექსუალური სელფი

თქვენი გზავნილი მსოფლიოსადმი: „მე თავისუფალი, ექსპერიმენტებზე მზადყოფი გოგონა ვარ“. დაფიქრდით, გჭირდებათ ეს თუ არა - ასე საქვეყნოდ აჩვენებთ იმას, რომ „მარკეტზე ხართ“, თქვენი სხეული კი წარმოადგენს სატყუარას და საშუალებას რაც შეიძლება ძვირად გაყიდოთ საკუთარი თავი.

რა საიდუმლოს გავცემთ საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებით

3. წყვილის ფოტო

ეს საკუთარი კავშირის და იმის დემონსტრაციაა, რომ თქვენ მას აღიქვამთ როგორც მყარს და გრძელვადიანს. ხერხი უთხრათ მსოფლიოს: „მე მარტო არ ვარ, მე ვუყვარვარ, ვჭირდები და მაფასებენ“. შესაძლებელია ამის უკან დგას მოთხოვნილება რაღაც დაუმტკიცოთ ყოფილ შეყვარებულს ან მოუგოთ შეჯიბრი ნაკლებად იღბლიან დაქალებს.

რა საიდუმლოს გავცემთ საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებით

4. ფოტო მეგობრების წრეში

თუ თქვენს პროფილში ფოტოების უმეტესობა - გართობის ფოტოებია, ფოტოები, სადაც მხიარულად ატარებთ დროს მეგობრების წრეში, ეს შეიძლება მეტყველებდეს შინაგან სიცარიელესა და სიმარტოვეზე. კიდევ იმაზე, რომ ადამიანების რომელიღაც ერთიანობის წევრობა თქვენ თავმოყვარეობას ეამება.

რა საიდუმლოს გავცემთ საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებით

5. ბავშვები

აქ შესაძლებელია 2 ვარიანტი. თუ ვაზიარებთ ჩვენი ბავშვობის ფოტოებს, ვდებთ ავატარზე, ეს მეტყველებს დაღლაზე ზრდასრული ცხოვრებისგან, პასუხისმგებლობისგან, კრედიტებისგან და ა.შ. მეორე ვარიანტი - ვაზიარებთ ჩვენი ბავშვების ფოტოებს ან საკუთარ ფოტოს ბავშვთან ერთად. ამით ჩვენ ვამბობთ: „მე დედა ვარ, ეს დიდი მიღწევაა ჩემს ცხოვრებაში“.

რა საიდუმლოს გავცემთ საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებით

6. ცხოველები და ფოტოები ცხოველებთან

თუ ბიჭი ან მამაკაცი დებს ავატარზე მგლის ან გრაციოზული ჰეპარდის ფოტოს - ეს მცდელობაა სასურველი გაასაღო სინამდვილედ. გვერდის მფლობელს სურს გამოჩნდეს მამაცი და ძლიერი. გოგონებთან კი, როგორც წესი, ჭარბობენ მომხიბვლელი კატები. ასეთი ფოტოები მეტყველებენ ექაუნთის მფლობელის სენტიმენტალობასა და ინფანტილობაზე.

რა საიდუმლოს გავცემთ საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებით

7. ბუნება

თუ თქვენ პროფილში ბევრია პეიზაჟების ფოტოები, ეს შეიძლება მეტყველებდეს კმაყოფილებაზე ცხოვრებით. მაგრამ ასევე შეიძლება მეტყველებდეს დაღლილობაზეც გიჟური ყოველდღიური რიტმისგან.

რა საიდუმლოს გავცემთ საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებით

8. გლამურული სახეები

პროფილში ასეთი ფოტოების სიჭარბის უკან დგას მოთხოვნილება ნარცისულ მხარდაჭერაში და შექებით კომენტარებში. ეს კი საბაბია დაფიქრდეთ საკუთარ თვითშეფასებაზე და მისი გამყარების ალტერნატიულ საშუალებებზე.

რა საიდუმლოს გავცემთ საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებით

9. ფოტოები მოგზაურობიდან

ვიღაცისთვის მოგზაურობის ფოტოები მეტყველებს სურვილზე ხაზი გაუსვას საკუთარი შესაძლებლობების სტატუსს. სხვებისთვის კი - რეალურად შემდგარი მოგზაურობის რეალური მტკიცებულებაა. ფაქტის დამტკიცება, რომ შენ მიაღწიე იმ წერტილს, სადაც ნამყოფია მილიონი სხვა, მაგრამ შენ აქ პირველად ხარ, და ეს შენი პირადი მიღწევაა.

რა საიდუმლოს გავცემთ საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებით

10. ფოტოები იახტების, ძვირფასი მანქანებისა და ფუფუნების საგნების ფონზე

ეს საშუალებაა მოუყვე მსოფლიოს საკუთარი წარმატების (ხშირად მოჩვენებითი ან სასურველი) შესახებ, ხაზი გაუსვა განსაზღვრულ სოციალურ სტატუსს.

რა საიდუმლოს გავცემთ საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებით

11. კერძების ფოტოები

დახვეწილი კერძის ფოტოები ძვირადღირებული რესტორნიდან - თავის დამტკიცებისა და სოციალური წინსვლის მცდელობაა. და თუ ეს ფოტო დიასახლისის ან დეკრეტში მყოფი დედის პროფილშია, ეს შეიძლება იყოს სურვილი დაამტკიცოს (პირველ რიგში საკუთარ თავს), რომ მათი საქმეები ნაკლებად წარმატებულად არ მიდის, ვიდრე სხვების.

რა საიდუმლოს გავცემთ საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებით

12. ექსტრემალური ფოტოები

ექსტრემალური სელფის (სელფი ცათაბჯენის ან მატარებლის სახურავზე, მტაცებელ ცხოველთან) უკან დგას აღიარების მოთხოვნილება, მოთხოვნილება იყო შემჩნეული. ახლობელმა ადამიანებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ასეთ გატაცებას და შესაძლებელია გაიარონ კონსულტაცია ფსიქოლოგთან.

რა საიდუმლოს გავცემთ საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებით

13. საკუთარი სასაცილო ფოტოები

როგორც ჩანს, ასეთი გვერდის მფლობელი დარწმუნებულია საკუთარ თავში და გააჩნია თვითირონია. იმიტომ რომ, გამოაქვეყნო საკუთარი თავის ფოტოები, სადაც სასაცილოდ გამოიყურები, განსაკუთრებით თუ საუბარია გოგონაზე, - ეს მოითხოვს სიმამაცეს. იქნებ ის უბრალოდ „დასცინის“ თავის პრობლემებს?

რა საიდუმლოს გავცემთ საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებით

14. ფოტოები სამუშაო კაბინეტში

თუ პროფილში ხშირად გვხდება ფოტოები სამუშაო კაბინეტში, ოფიციალურ გარემოში, ეს ნიშნავს რომ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი პროფესიული ცხოვრება, სოციუმში რეალიზება, ის სავსეა ამბიციური გეგმებით. ასეთი გვერდის მფლობელისთვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს აჩვენოს, რომ ის მაღალი დონის პროფესიონალია და იკავებს სერიოზულ თანამდებობას.

რა საიდუმლოს გავცემთ საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებით

15. ნივთები...

ასეთი ფოტოები მეტყველებენ ისეთ ადამიანზე, რომელსაც უნდა არასტანდარტული გამოჩნდეს. ასევე მეტყველებს შემოქმედებით პიროვნებაზე და ესთეტიკურ ალღოზე.

რა საიდუმლოს გავცემთ საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებით

16. რეალური ფოტოები ფილტრებისა და ფოტოშოპის გარეშე

ასეთი ფოტოები მეტყველებენ იმაზე, რომ ადამიანი აღიქვამს საკუთარ თავს ისეთს, როგორიც არის. ამ კატეგორიას ასევე მიეკუთვნება სიტუაცია, როდესაც ადამიანი წლობით არ ცვლის ავატარს - ეს მეტყველებს მისი შეხედულებების სტაბილურობაზე. ასეთი ადამიანები იყენებენ სოციალურ ქსელს მეგობრებთან საურთიერთოდ ან სამუშაოსთვის, და არა როგორც საბაბი აჩვენონ საკუთარი თავი რაც შეიძლება საუკეთესო მხრიდან.

რა საიდუმლოს გავცემთ საკუთარ თავზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებით



<a href="adme.ru">adme.ru</a>