მეცნიერები უფრო და უფრო მეტს საუბრობენ, იმ საფრთხეებზე, რომელსაც შაქარი და ხელოვნური დამატკბობლების შემცველი პროდუქცია შეიცავს. დამოკიდებულების ეფექტის გამო, მას რამდენიმე პოპულარულ სამეცნიერო გამოცემაში, "საკვები ჰეროინიც" კი უწოდეს.
შაქარის მატება სისხლში იწვევს ცვლილებებს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემებს, რამაც შესაძლოა დაასუსტოს ორგანიზმი, გამოიწვიოს წონაში მატება, პანკრეასისა და გულის დაავადებები. არსებობს ისეთი საჭმელები და სასმელები, რომლებიც დაგეხმარება ორგანიზმზე შაქრის გავლენის შემცირებაში.
7. დალიე მწვანე ჩაი
მკვლევრების აზრით, მწვანე ჩაი ყველაზე ჯანსაღი სასმელია. ის დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტს შეიცავს. თუ რამდენიმე კვლევის შედეგს დაუჯერებ, მწვანე ჩაი ხელს შეუწყობს ინსულინის დოზის შემცირებას. ყოველ დილით, უზმოზე მიღება.
6. მიიღე ბოსტნეული
ჭამეთ დიდი რაოდენობით ბოსტნეული, ის შეამცირებს ბაქტერიებს კუჭში და სწორ ნაწლავს გაასუფთავებს, ხელს შეუწყობს სისხლის შემცველობის დარეგულირებას.
5. ჭამე თევზი
უამრავი მიზეზი არსებობს ჯანმრთელობისთვის ისედაც სასარგებლო თევზეულის - ორაგულის, სკუმბრიისა და ქაშაყის საჭმელად. თუმცა ეს სახეობები შეიცავს დიდი რაოდენობით ცილასა და ცხიმს, რაც ამცირებს ინსულინის საჭიროებას ორგანიზმში. თევზის მიღება განსაკუთრებით საჭიროა გესტაციური დიაბეტის დროს.
4. დაამატე დარიჩინი
შეეცადე დარიჩინი დაუმატო საჭმელსაც და სასმელსაც, ყველაფერს, სადაც გეცოდინება, რომ გემოს არ გააფუჭებს. დარიჩინი აძლიერებს ორგანიზმს და შესაძლებელს ხდის ინსულინის დოზის შემცირებას.
3. ივარჯიშე რეგულარულად
ყოველდღიური ფიზიკური აქტივობები გეხმარება შეამცირო ინსულინის დოზა. საუკეთესო საშუალებაა ფეხით სიარული და აერობიკა. ერთ-ერთი კვლევის დროს ორ ჯგუფად გაყვეს ექსპერიმენტის მონაწილეები. ერთი ჯგუფი აერობიკით დაკავდა, მეორე სხვადასხვა ვარჯიშით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აერობიკამ ყველა აქტივობას აჯობა.
2. მიიღე ნაკლები შაქარი
შეეცადე მიიღო ცოტა შაქარი. კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ადამიანი იღებს ბევრ ტკბილს მას ინსულინის მეტი დოზა ესაჭიროება. ის, ვინც თავს არიდებს შაქრის შემცველ პროდუქტებსა თუ სუფთა შაქრის მიღებას, გაცილებით ნაკლები ინსულინი სჭირდება.
1. მიიღე ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი დაგეხმარება ინსულინის შემცირებაში. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, დღეში 2 კოვზი ვაშლის ძმრის მიღება არეგულირებს სისხლის შაქრის შემცველობას. ასევე, ვაშლის ძმარი გეხმარება მიაწოდო ორგანიზმს შაქრის ის რაოდენობა, რაც გჭირდება.
P.S. ამ რჩევების გათვალისწინებამდე აუცილებელია იმის გარკვევა, რომელიმე კონკრეტული პროდუქტი ცუდად ხომ არ მოქმედებს შენს ჯანმრთელობაზე. სასურველია პირად ექიმთან კონსულტაციაც.
თემები: სწორი კვება, ჯანმრთელობა, შაქარი, შაქრის კონტროლი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია