არსებობს რამდენიმე ფრაზა,რომელიც სამსახურში უბრალოდ არ უნდა თქვათ. ეს ფრაზები განსაკუთრებულ ძალას ატარებენ და შეუძლიათ „საქმე გაგიფუჭონ“. ჩვენ მიერ წარმოთქმულმა ფრაზებმა შეიძლება არაკომპეტენტურ და არათავდაჯერებულ ადამიანებად წარმოგვაჩინონ.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ჭკვიანი ხართ, ეს ფრაზები თქვენ თავს კოლეგებსა და ბოსს მხოლოდ ნეგატიური კუთხით დაანახებს:

1. „ეს უსამართლობაა“ - ყველამ იცის, რომ ცხოვრება უსამართლოა. ეს ფრაზა გულუბრყვილო ადამიანად წარმოგაჩენთ. საჭიროა, იყოთ კონსტრუქციული, ისაუბროთ ფაქტებით, უარი თქვათ საკუთარ ინტერპრეტაციებზე და თავი დაანებოთ წუწუნს.

2. „საქმეს ყოველთვის ამ მეთოდით ვაკეთებდი“- ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ და ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, ვითარდება. ამიტომ მეთოდი, რომლითაც საქმეს ექვსი თვის წინ აკეთებდით, ახლა შეიძლება მოძველებული იყოს. თუკი ამ ფრაზას გამოიყენებთ, თქვენ ზარმაც ადამიანად ჩაგთვლიან და მიიჩნევენ, რომ ცვლილებების გეშინიათ, დროს ფეხს ვერ უწყობთ. ეცადეთ განვითარდეთ და ყოველთვის ეძებეთ სიახლეები.

3. „პრობლემა არ არის“ - როდესაც ვინმე რაიმის გაკეთებას გთხოვთ და მაშინვე ეუბნებით - „რა პრობლემაა“, აღიქმება, რომ თქვენ მის თხოვნას სწორედაც რომ პრობლემად განიხილავთ. ამის ნაცვლად აჩვენეთ, რა ბედნიერი ხართ იმ საქმის კეთებით, რომელიც დაგავალეს. იდეალური ფრაზაა - „სიამოვნებით ვიზრუნებ ამაზე“. ის დადებით გავლენას ახდენს ადამიანზე და რაც მთავარია პოზიური კუთხით წარმოგაჩენთ.

4. „ეს შეიძლება სულელური იდეა იყოს....“,„ერთი სულელური კითხვის დასმა მსურს...“ - ეს ფრაზები მყისიერად იწვევს თქვენი სანდოობის დაქვეითებას. მაშინაც კი, თუ ამ ფრაზების წარმოთქმის შემდეგ ბოსს საოცარ იდეას შესთავაზებთ. თქვენ სუსტ ადამიანად წარმოჩინდებით, რომელსაც არ აქვს საკუთარი თავის რწმენა.

შეეშვით საკუთარი თავის კრიტიკას. თუ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რასაც ამბობთ, სხვასაცვერ დაარწმუნებთ.

5. „ერთ წუთში გავაკეთებ“ -დაფიქრდით, მართლა შესაძლებელია რაიმე დავალების შესრულება მხოლოდ 60 წამში? შეგიძლიათ თქვათ, რომ გააკეთებთ მაქსიმალურად სწრაფად.

6. „ვცდი“ - ეს სიტყვაც არათავდაჯერებულ ადამიანად წარმოგაჩენთ და აჩვენებს, რომ არ გჯერათ საკუთარი შესაძლებლობების. თუ გავალებენ ისეთი რამის გაკეთებას, რაც გაშინებთ, სცადეთ და შესთავაზეთ რაიმე ალტერნატივა, მაგრამ ნუ იტყვით - „ვეცდები“.

7. „ის არაკომპეტენტური და ზარმაცია“ - კოლეგის მიმართ მსგავსი სიტყვებით საუბარი არ შეიძლება. თუ შენიშნეთ, რომ მას რაღაც არ გამოსდის, დარწმუნებული იყავით, რომ ამის შესახებ უკვე სხვებმაც შესანიშნავად იციან. თუ თქვენი შენიშვნა არასამართლიანია, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ცუდად დაასრულებს.

ყოველთვის იქნება თუნდაც ერთი უხეში და არაკომპეტენტური ადამიანი სამსახურში. თუ თქვენ არ შეგწევთ ძალა რომ დაეხმაროთ მას განვითარებაში, ან გაუშვათ სამსახურიდან, სჯობს უბრალოდ შეეშვათ.

8. „ეს სცდება ჩემს საქმეს, მე არ მეხება“ - ეს ფრაზა აჩვენებს, რომ თქვენ მხოლოდ მინიმუმის გაკეთება გსურთ სამსახურში და გარკვეულ ჩარჩოებში ხართ. თუ თქვენი უფროსი გთხოვთ რაიმის გაკეთებას და ფიქრობთ, რომ ეს საქმე თქვენს პოზიციას არ შეეფერება, საუკეთესო გამოსავალია მალევე შესრულება მისი დავალების. ამის შემდეგ კი დაგეგმეთ საუბარი უფროსთან. ისაუბრეთ სამსახურში თქვენი როლის შესახებ. იქნებ თქვენი სამუშაო პოზიცია, სტატუსი განახლებას საჭიროებს.

9. „ეს არ არის ჩემი შეცდომა“ - უნდა იყოთ ანგარიშვლადებული, გქონდეთ საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა, რომელსაც არ უნდა გაექცეთ - არ აქვს მნიშვნელობა მცირე შეცდომაა, თუ დიდი. მიეცით თქვენს უფროსსა და კოლეგებს საშუალება იმსჯელონ და გადაწყვიტონ ვინ არის დამნაშავე.

თუ ამ ფრაზას ამბობთ, თავის მართლების რეჟიმში ხართ, ამავდროულად, ის უპასუხისმგებლო ადამიანად წარმოგაჩენთ, რომელიც გაურბის ვალდებულებებს. ეს კი, თავის მხრივ, თქვენი სისუსტის გამოვლინებაა.

10. „არ შემიძლია“ - ადამიანებს არ სურთ მოისმინონ ეს ფრაზა თქვენგან. ეს აღიქმება რომ თითქოს ამბობთ - „არ მინდა ამის გაკეთება“. თუ თქვენ მართლა არ შეგიძლიათ რაიმის გაკეთება, ვინაიდან არ გაქვთ შესაბამისი უნარები, უნდა შესთავაზოთ საქმის შესრულების ალტერნატიული გზა. ნუ იტყვით, რომ არ შეგიძლიათ. გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ.

11. „მეზიზღება ეს საქმე“ - ეს ფრაზა მხოლოდ უარყოფით ადამიანად წარმოგაჩენთ. ადამიანად, რომელიც არის მუდამ უკმაყოფილო, პესიმისტი, ნეგატიური ფიქრებით სავსე. გახსოვდეთ, რომ სადღაც კუთხეში ყოველთვის არის ენთუზიაზმით სავსე ადამიანი, რომელსაც თქვენი ჩანაცვლება შეუძლია.