ცხოვრება მუდმივი ძიებაა ბედნიერების. მაგრამ როდის, რა ასაკში ვართ ნამდვილადბედნიერები? 2013 წლის კვლევის თანახმად, ადამიანი ბედნიერებას პოულობს 23 წლის ასაკში და მეორედ, როცა 69 წლის ხდება. თუმცა ნუ შეგეშინდებათ, არსებობს მეცნიერული გზები, რომლებიც გაზრდის თქვენი ბედნიერების ხარისხს ამ პერიოდებს შორის.
ლონდონის ეკონომიკის სკოლის მკვლევარებმა 23 000 ადამიანი გამოკითხეს, რომელთა ასაკიც 17-დან 85 წლამდე იყო და ჰკითხეს რამდენად ბედნიერები იყვნენ ცხოვრებაში, ასევე ჰკითხეს რას ფიქრობდნენ იქნებოდნენ, თუ არა ბედნიერები მომდევნო 5 წელიწადში.
კვლევის შედეგი ავლენდა შემდეგ ტენდენციას - ახალგაზრდები იმედით იყვნენ სავსე და მომავალ ბედნიერებაზე საუბრობდნენ, ხოლო ხანდაზმულთა ნაწილი ამბობდა რომ ახლა იყო ბედნიერი, ხოლო ნაწილი თვლიდა, რომ ახალგაზრდულ ასაკში იყო ბედნიერი.
კვლევის დასკვნაში ნათქვამია, რომ ადამიანი ბედნიერებას 23 და 69 წლის ასაკში პოულობს. თუმცა თუ არც 23-ის და არც 69 წლის ხართ, არის იმედი, რომ ბედნიერებას მაინც იპოვნით.
მაგალითად, იუმორმა, ბევრმა სექსმა შეიძლება გაზარდოს ბედნიერების ხარისხი. მაშინაც კი, თუ თქვენ არ გყავთ ვინმე განსაკუთრებული, ვისთანაც სექსი გექნებათ, უბრალოდ გაატარეთ ეს დრო მასთან ვისთანაც თავს ცოტათი მაინც გრძნობთ კარგად. მხოლოდ ჩახუტებამაც კი, შეიძლება გაზარდოს ბედნიერების ხარისხი.
როცა „სიყვარულის ჰორმონი“ აქტიურია, ადამიანი ბედნიერია.
გარდა ამისა, არსებობს სხვა მარტივი რჩევები - მიირთვით უფრო მეტი ხილი და ბოსტნეული, ისეირნეთ. ეს სტრესის მოხსნსასა და ბედნიერების ხარისხის გაზრდაში დაგეხმარებათ.
თემები: ბედნიერება, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="http://www.ibtimes.com">http://www.ibtimes.com</a>