LIFE

ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების 22 წესი - საინტერესო ფრაზები ლეგენდარული მსახიობისგან

ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების 22 წესი - საინტერესო ფრაზები ლეგენდარული მსახიობისგან

1. მე ნახევრად ირლანდიელი, ნახევრად ჰოლანდიელი ვარ, დავიბადე ბელგიაში. მე რომ ძაღლი ვყოფილიყავი, დიდი პრობლემები მექნებოდა.

2. როცა პატარა ვიყავი, მშობლებს ჩემთვის დრო არ რჩებოდათ. შოკოლადი იყო ჩემი ერთადერთი სიყვარული, და მან არცერთხელ არ მიღალატა.

3. მთელი ცხოვრება დედა შთამაგონებდა, რომ ადამიანი უნდა იყოს სასარგებლო.

ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების 22 წესი - საინტერესო ფრაზები ლეგენდარული მსახიობისგან

4. ბავშვობაში მასწავლიდნენ, რომ საკუთარი თავის მიმართ ყურადღების მიქცევა და სპექტაკლების გამართვა - უზრდელობის ნიშანია. სწორედ ამით დავიწყე ფულის შოვნა, რომ მეცხოვრა.

5. მე არ ვარ მზეთუნახავი. ერთხელ დედამ საძაგელი იხვის ჭუჭული დამიძახა. მაგრამ თუ ჩემ ნაკვთებს ცალ-ცალკე დააკვირდებით, შეიძლება რაიმე კარგი იპოვნოთ.

6. სექსუალურობა - არის რაღაც, რაც იმალება ქალის შიგნით. სექსუალურობა იგულისხმება, და არა სახალხოდ მჟღავნდება. მე არ შემიძლია დავიტრაბახო სოფი ლორენის ან ჯინა ლოლობრიჯიდას ფორმებით, მაგრამ სექსუალურობა ხომ მხოლოდ ზომები არ არის. მე არ მჭირდება საძინებელი, რომ დავამტკიცო საკუთარი ქალურობა. შემიძლია ვიყო სექსუალური, როცა წვიმაში ვაშლის ხიდან ვაშლს მოვწყვეტ.

ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების 22 წესი - საინტერესო ფრაზები ლეგენდარული მსახიობისგან

7. ძალიან მიყვარს ადამიანები, რომლებიც მაცინებენ. სიცილი - ჩემი საყვარელი საქმიანობაა, მას შეუძლია უამრავი დაავადებისგან განკურნება.

8. მე არასოდეს არ მინდოდა განქორწინება. ვერ ვიტან ამ სიტყვას. ვოცნებობდი გავთხოვილიყავი ერთხელ და სამუდამოდ.

9. საყურე, რომელსაც გჩუქნით მამაკაცი, მოგიყვებათ ყველაფერს, რასაც ის თქვენზე ფიქრობს.

ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების 22 წესი - საინტერესო ფრაზები ლეგენდარული მსახიობისგან

10. ადამიანებს, ნივთებზე მეტად სჭირდებათ, რომ ისინი აიღონ, შეაკეთონ, ადგილი მოუძებნონ და აპატიონ, არასოდეს არავინ მოისროლოთ.

11. მე ბედნიერი ვიქნებოდი, თუ გავატარებდი უქმე დღეებს მარტო, ჩემს ბინაში. ასე მე ვმუხტავ საკუთარ ბატარეებს.

12. რაღაც სერიოზულად ვერა აქვთ მათ, ვინც ფიქრობს, რომ ოდრი ჰეპბერნი არ ოფლიანდება, არ ასლოკინებს და არ აცემინებს. მე, სხვათა შორის, სხვებზე უფრო ხშირად ვასლოკინებ.

ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების 22 წესი - საინტერესო ფრაზები ლეგენდარული მსახიობისგან

13. როდესაც ვერავინ ვეღარ მოგიმზადებს ფინჯან ჩაის, როდესაც შენ არავის აღარ სჭირდები, მე ვფიქრობ, აი ზუსტად მაშინ მთავრდება ცხოვრება.

14. კოსმეტიკას შეუძლია დაამშვენოს შენი სახე, მაგრამ ის უძლურია, თუ შინაგანად მახინჯი ხარ.

15. ქალი შეიძლება იყოს ლამაზიც, და ჭკვიანიც.

ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების 22 წესი - საინტერესო ფრაზები ლეგენდარული მსახიობისგან

16. გრძელ სიცოცხლისა და კარგ ვახშამს შორის არსებობს მცირე განსხვავება - ვახშამზე დესერტი ბოლოს მოაქვთ.

17. დროთა განმავლობაში ხვდები, რომ ღმერთმა ორი ხელი მოგცა - ერთი საკუთარი თავისთვის, მეორე კი იმისათვის, რომ სხვას დაეხმარო.

18. მე არასოდეს არ ვინერვიულებდი ასაკზე, რომ მცოდნოდა, რომ ყოველთვის ვეყვარებოდი და მეც მეყვარებოდა.

ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების 22 წესი - საინტერესო ფრაზები ლეგენდარული მსახიობისგან

19. მხოლოდ ყველაზე გაბედული ადამიანები არიან წარმატებულები.

20. აირჩიე დღე და დატკბი. წარსულმა მასწავლა შევაფასო აწყმო და მე არ მინდა გავაფუჭო ის მომავალზე ღელვით.

21. ყველაზე მნიშვნელოვანია - ღირსეულად დაბერდე. ეს კი შეუძლებელია, თუ არ ჩამოდიხარ ჟურნალების გარეკანიდან.

ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების 22 წესი - საინტერესო ფრაზები ლეგენდარული მსახიობისგან

22. რა მშვენიერია უბრალოდ იყო ცოცხალი.



<a href="esquire.ru">esquire.ru</a>