1. მოდური ქალის ტანსაცმლის კარადა ყოველთვის მოწესრიგებულია - შეიძლება სამოსის შერჩევის დროს მიყრილ-მოყრილი ჰქონდეთ ტანსაცმელი, რადგანაც ასე უფრო მარტივად არჩევენ სამოსს, თუმცა სწრფადვე ალაგებენ მას და მოჰყავთ წესრიგში.
2. ისინი ამოწმებენ ამინდის პროგნოზს ყოველ დილით - სწორედ ამის მიხედვით არჩევენ სამოსს.
3. ისინი გონებაში ყოველთვის ფიქრობენ თუ რა უნდა ჩაიცვან ხვალ - ფიქრობენ, როგორი სამოსი უნდა შეუხამონ ერთმანეთს. საკუთარ თავს ყოველთვის აძლევენ შესაბამის დროს ამაზე ფიქრისთვის.
4. ისინი ყოველთვის აძლევენ საკუთარ თავს საკმარის დროს დილით მომზადებისთვის - ყველა ჩვენგანი არ არის დაჯილდოებული უნარით, რომ მხოლოდ 10 წუთში მოიწესრიგოს თავი. მოდურ ქალებს არასოდეს ეზარებათ დილით ადრე ადგომა და დიდი დროის დათმობა საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვისთვის.
5. მათ იციან როგორ უნდა ჩაიცვან იმისთვის რომ მოდურად გამოიყურებოდნენ - სულაც არ არის აუცილებელი ამისთვის ბრენდები და ძვირადღირებული სამოსი. მთავარია,გქოდეთ მოდის შეგრძნება და შეგეძლოთ სამოსის ერთმანეთთან შხამება.
6. ისინი იცვამენ მხოლოდ ისეთ სამოსს, რომელიც მათ შეესაბამებათ და უხდებათ.
7. ისინი სწორად არჩევენ ტანსაცმლის შიგნით ჩასაცმელ სამოსს - მაგალითად,ირჩევენ თავიანთი ზომის ბიუსჰალტერს, რომელიც მათ მკერდს უფრო ლამაზს აჩენს.
8. მათ ყოველთვის აქვთ ერთი სამოსი, რომელიც ყოველთვის მზადაა, სამოსი, რომლის ჩაცმაც შეიძლება ნებისიერ სიტუაციაში - რომელზეც თვლიან, რომ ყოველთვის უხდებათ და ეს სამოსი ისეთი შემთხვევისთვისაა, როცა არ იციან, რა უნდა ჩაიცვან.
თემები: ტანსაცმელი, ტრენდი, 2017 წლის ტენდენციები
<a href="http://www.harpersbazaar.com">http://www.harpersbazaar.com</a>