ჯანმრთელობა

6 საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ უთხრათ ადამიანს, რომელიც წონაში დაკლებას ცდილობს

6 საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ უთხრათ ადამიანს, რომელიც წონაში დაკლებას ცდილობს

როდესაც იცით, რომ თქვენი მეგობარი, ან კოლეგა დიდ ძალისხმევას ხარჯავს იმისთვის, რომ წონაში დაიკლოს და როცა დაინახავთ მას უფრო გამხდარს, ალბათ პირველი ინსტინქტი ის არის, რომ კომპლიმენტი უთხრათ. გახსოვდეთ რომ ამ დროს კომპლიმენტს სწორად სერჩევა უნდა.

6 რამ, რაც ნამდვილად გაახარებს ადამიანს, რომელიც წონაში დაკლებას ცდილობს:

1. შესანიშნავად გამოიყურები - ნუ ეტყვით - „ვაიმე, რა გამხდარი ხარ“. ეს ნიშნავს, რომ ადრე ძალიან პუტკუნად მიგაჩნდათ. უბრალოდ უთხარით რომ შესანიშნავად გამოიყურება.

2. გავიგე, რომ კარგი გეგმა დაგისახავს - ნუ დაიწყებთ საკუთარ გამოცდილებაზე საუბარს. როცა საქმე დიეტას ეხება, ყველაფერი ინდივიდუალურად უნდა წარიმართოს და თქვენი გამოცდილება მას ვერ დაეხმარება. უბრალოდ მოუწონეთ ის, რაც დაგეგმა.

 

6 საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ უთხრათ ადამიანს, რომელიც წონაში დაკლებას ცდილობს

3. გინდა შევხდეთ და ერთად ვისეირნოთ? - ფიზიკური ატივობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროს გარდა იმისა, რომ ზედმეტ კალორიებს წვავთ, დამატებით ენდორფინები გამოიყოფა. ამით დაემხარებით რომ სასურველ მიზანს მალე მიაღწიოს და ამასთანავე თქვენც ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდებით.

4. „ვისადილოთ, შენ შეარჩიე სად“ - იფიქრეთ მასზე, ნუ წაიყვანთ ისეთ ადგიოლას, სადაც არაჯანსაღი საკვების მირთმევა მოუწევს და ანგარიში გაუწიეთ მის გადაწყვეტილებას. ამასთანავე, თქვენთვისაც არ იქნება ცუდი ჯანსაღი კვება.

6 საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ უთხრათ ადამიანს, რომელიც წონაში დაკლებას ცდილობს

5. „შენ ძალიან ლამაზი ხარ, მაგრამ მე ის უფრო მაბედნიერებს რომ თავს ბედნიერად გრძნობ“.

6. „მჯერა, რომ შენ ამას შეძლებ“ - დიეტა საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ და გავამხნევოთ ის, ვინც წონაში დაკლებას ცდილობს. ამით უფრო მეტ მოტივაციას გავუჩენთ. 



<a href="http://www.womenshealthmag.com">http://www.womenshealthmag.com</a>