LIFE

ფლირტის 10 წესი - იმისთვის, რომ მიიპყროთ იმ მამაკაცის ყურადღება, რომელიც მოგწონთ

ფლირტის 10 წესი - იმისთვის, რომ მიიპყროთ იმ მამაკაცის ყურადღება, რომელიც მოგწონთ

ფლირტი მთავარი იარაღია ადამიანის მოსახიბლად, თუმცა საჭიროა გარკვეული წესების ცოდნა.

შეწყვიტეთ ფიქრი მის მომხიბვლელ თვალებსა და გარეგნობაზე და იმოქმედეთ.

1. მზერა - ეს განსაკუთრებული რამაა. პირველ რიგშიმ ადამიანს ადამიანის ყურადღების მიპყრობა მზერით შეუძლია. ეს აგრძნობინებს, რომ მისით დაინტერესებული ხართ. თუ ხალხით სავსე ოთხაში ხართ და მხოლოდ მას უყურებთ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. თქვენ ამით მის ყურადღებას იქცევთ.

2. ჰკითხეთ ტატუ აქვს თუ არა და თუ აქვს, სთხოვეთ, გაჩვენოთ - შეგიძლიათ შეეხოთ მის მხარს, სადაც ტატუ აქვს და ჰკითხოთ - „მტკივნეულია ტატუს გაკეთება?“, „რა დატვირთვა აქვს მას?“. ამ ჟესტით თქვენ მას ძალიან დაუახლოვდებით.

ფლირტის 10 წესი - იმისთვის, რომ მიიპყროთ იმ მამაკაცის ყურადღება, რომელიც მოგწონთ

3. დაინტერესდით იმით, რაც მას აინტერესებს - გაარკვიეთ მისი ინტერსები, რა მოსწონს, როგორი მუსიკა, ფილმები, წიგნები. მამაკაცებს მოსწონთ, როცა აღმოაჩენენ, რომ ქალს მსგავსი ინეტერესები აქვს.

4. გამოიწვიეთ - შეგიძლიათ შეეჯიბროთ სვხადასხვა აქტივობაში, თუნდაც სირბილში, მას უყვარს, როცა ხედავს, რომ იმარჯვებს და მოსწონს ქალი, რომელიც მას იწვევს.

5. უთხარით კომპლიმენტები - ნუ დაგავიწყდებათ, რომ მამაკაცებსაც მოსწონთ, როცა კომპლიმენტებს ეუბნებიან. თუ თვლით, რომ მისი ღიმილი მომხიბვლელია, უთხარით მას. ამით მის გულს მოიგებთ. დაიცავით ბალანსი. ძალიან ბევრი კომპლიმენტითაც ნუ გაანებივრებთ, ამან შეიძლება დაღალოს.

ფლირტის 10 წესი - იმისთვის, რომ მიიპყროთ იმ მამაკაცის ყურადღება, რომელიც მოგწონთ

6. ნუ მოიქცევით შეშლილივით - ეს არ არის მომხიბვლელი. მამაკაცებს მშვიდი ქალები მოსწონთ. ნუ დაუწყებთ ყოველ წამს sms-ის გაგზავნას, დარეკვას. მიეცით ნება დრო მარტომაც გაატაროს. თუ ამბობს, რომ ეჩქარება, საქმე აქვს და რომ უნდა წავიდეს, ნუ გაბრაზდებით ამის გამო. მიეცით დრო იმისთვის რომ მოენატროთ. თქვენგან 15 გამოტოვებული ზარი რომ დახვდეს, ეს ნამდვილად არ მოხიბლავს.

7. ყოველთვის ეცადეთ, მოახდინოთ კარგი შთაბეჭდილება - მას აუცილებლად მოუნდება თქვენთან ისევ შეხვედრა.წადით ისე, რომ მას კვლავ უნდოდეს თქვენი ნახვა და ენანებოდეს თქვენი გაშვება.

8. სხეულის ენა - სხეულის ენა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორ საუბარი. დასაწყისისთვის ნუ გადააჯვარედინებთ ხელებს. თუ არ იცით ხელებს რა მოუხერხოთ,სჯობს თმებზე ითამაშოთ, ან სამკაულებს შეეხოთ ნაზად და მომხიბვლელად. მამაკაცები ქალის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ ნაწილად კისერს მიიჩნევენ, ამიტომ შეგიძლიათ მასთან საუბრის დროს თმა მომხიბვლელად გადაიწიოთ და ერთ მხარეს ყელი გამოაჩინოთ. უმჯობესია თუ ისაუბრებთ ხმადაბლა.

ფლირტის 10 წესი - იმისთვის, რომ მიიპყროთ იმ მამაკაცის ყურადღება, რომელიც მოგწონთ

9. ფიზიკური კონტაქტი - ჯერ აუცილებელია, რომ სათანადოდ დაუახლოვდეთ ადამიანს. მიუახლოვდით მას ისე რომ თქვენი სუნთქვა ესმოდეს. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს პირველივე შეხვედრაზე. შეგიძლიათ მსუბუქად შეეხოთ მხარზე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა ძალიან მორცხვია, ამიტომ უნდა იცოდეთ როდის გაჩერდეთ.

10. იყავი ის, ვინც ხარ - მთავარია, რომ არ იყოთ ხელოვნურები და იყოთ ისეთი, როგორებიც ხართ სინამდვილეში. მიეცით მას ნება მოეწონოთ და შეუყვარდეთ ისეთი, როგორიც ხართ. იყავით თავდაჯერებული და მხიარული.



<a href="http://allwomenstalk.com">http://allwomenstalk.com</a>