ჰოროსკოპი

2017 წლის ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ქალებისთვის

2017 წლის ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ქალებისთვის

1. ვერძი - ივლისში რომანტიკის მოზღვავებას იგრძნობთ. თუ შეყვარებული არ ხართ, დიდი შანსია, რომ საყვარელი ადამიანი სწორედ ახლა იპოვოთ. ნუ უარყოფთ თქვენს გრძნობებს, თამამად გამოხატეთ ისინი, არ არის სიმორცხვის დრო. ახლა გეძლევათ ყველაზე დიდი შანსი ცხოვრებისგან.

2017 წლის ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ქალებისთვის

2. კურო - თქვენ გიყვართ საიდუმლოებები, ფარული სასიყვარულო რომანები, თუმცა დროა ყველაფერი გამოააშკარაოთ. გაიხსენით, იყავით კომუნიკაბელური, მოუყევით თქვენი სიყვარულის შესახებ სხვებს. უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანისადმი. ღიად ისაუბრეთ გრძნობებზე, უთხარით მას რა არ მოგწონთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობა შესაძლოა კრახით დასრულდეს. ასტროლოგები არ გამორიცხავენ რომ ივლისში ძველი თაყვანისმცემელი ისევ გამოჩნდეს, თუმცა გირჩევენ, რომ უმჯობესია გარშემო მიმოიხედოთ და დიდი ალბათობით ადამიანი, რომელიც საუკეთესო მეგობრად მიგაჩნიათ „ის ერთადერთია“.

2017 წლის ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ქალებისთვის

3. ტყუპები - დროა შეწყვიტოთ ფიქრი, რომ ახლა სიყვარულის დრო არაა. სწორედაც რომ ახლა და ამ მომენტშია სიყვარულისთვის დრო. ივლისი მშვენიერი პერიოდია იმისთვის, რომ დაფიქრდეთ რეალურად როგორი სიყვარული გსურთ, რას ეძებთ. ამ თვეში თქვენ ძალიან დაკავებული ხართ, მაგრამ უნდა გამონახოთ დრო რომანტიკული ურთიერთობისთვისაც.

2017 წლის ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ქალებისთვის

4. კირჩხიბი - თქვენ იცით რა გინდათ და ივლისიც გაწერილი, დაგეგმილი გაქვთ. კონკრეტული გეგმები გაქვთ რომანტიკულ ურთიერთობაში. როცა საქმე რომანტიკულ ურთიერთობას ეხება სპონტანურობა არ გაწყენდათ. 

2017 წლის ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ქალებისთვის

5. ლომი - თქვენ ელოდებით, რომ ცხოვრებაში რაღაც მოულოდნელობა მოხდება. შეიძლება კონფლიქტურმა სიტუაციებმა იმატოს, მაგრამ ეს თქვენთვის ჩვეულებრივი ამბავია და კონფლიქტი ზოგჯერ საჭიროც კია. უფრო ღრმად ჩაიხედეთ ადამიანის სულში, ნუ იქნებით ზედაპირულები. შესაძლოა, სწორედ ახლა დგას თქვენ გვერდით თქვენი ცხოვრების მეგზური და მას უბრალოდ დანახვა სჭირდება.

2017 წლის ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ქალებისთვის

6. ქალწული - იყავით უფრო კომუნიკაბელურები, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. ივლისის დასაწყისში დეპრესია მოგეძალებათ. თუმცა თვის მეორე ნახევარში შეიძლება ისეთ ადამიანს შეხვდეთ, რომელიც მთლიანად შეგიცვლით ფიქრებს და პოზიტიურ განწყობაზე დაგაყენებთ.

2017 წლის ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ქალებისთვის

7. სასწორი - ივლისის 7 რიცხვიდან რომანტიკული ურთიერთობის დაწყებას, ან ახალ ფაზაში გადასვლას უნდა ელოდოთ. მთლიანობაში ივლისის თქვენთვის მხიარული და დადებითი ემოციებით დატვირთული იქნება.

2017 წლის ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ქალებისთვის

8. მორიელი - მორიელებისთვის არცთუ ისე სახარბიელო თვეა სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით. შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ. განსაკუთრებით გაგიმძაფრდებათ ეჭვიანობის გრძნობა, რაც რეალურად დიდ პრობლემებს გიქმნით. ნებისმიერ ურთიერთობას სჭირდება საზრდო და თქვენ არაფერს აკეთებთ ურთიერთობის გადასარჩენად.

2017 წლის ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ქალებისთვის

9. მშვილდოსანი - განსაკუთრებით კარგი პერიოდი 11 ივლისიდან იწყება. აუცილებლად გამონახეთ დრო სიყვარულისთვის. ვიცით, რომ სამსახური მნიშვნელოვანია და გიჟდებით მუშაობაზე, მაგრამ პირადი ურთიერთობაც აუცილებელია. გაატარეთ ივლისში ერთი შაბათ-კვირა მაინც საყვარელ ადამიანთან ერთად.

2017 წლის ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ქალებისთვის

10. თხის რქა - ახლა თქვენ სიყვარულისგან დასვენება გჭირდებათ. არ გინდათ საყვარელ ადამიანთან დროის გატარება. მარტოობა და ყველაფერზე დაფიქრება გსურთ. იდეალური იქნება, თუ რამდენიმე დღეს მაინც სრულიად მარტო, მყუდრო გარემოში გაატარებთ და ბევრ რამეს გადააფასებთ.

2017 წლის ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ქალებისთვის

11. მერწყული - თვის დასაწყისი არც თუ ისე კარგია. შეიძლება საყვარელ ადამიანთან იჩხუბოთ, თუმცა ეს დროებითია. ივლისის შუა რიცხვებში განსაკუთრებით რომანტიკულები იქნებით. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს სიურპრიზი, გაახარეთ საჩუქრით. ეს ურთიერთობაზე დადებითად იმოქმედებს.

2017 წლის ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ქალებისთვის

12. თევზები - თქვენ სამსახურებრივი სტრესისგან გათავისუფლება გჭირდებათ და აუცილებლად დრო რომანტიკულ გარემოში საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა გაატაროთ. თუ ჯერ არ გყავთ საყვარელი ადამიანი, დიდი შანსია, რომ სწორედ ახლა, შვებულების დროს იპოვით. ამიტომ აუცილებლად ივლისში დაგეგმეთ შვებულება.

2017 წლის ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ქალებისთვის



<a href="https://www.women.com">https://www.women.com</a>