LIFE

ფსიქოლოგ ლუიზა ჰეის 25 ჯადოსნური ციტატა, რომლებიც ტკივილს დაგავიწყებთ

ფსიქოლოგ ლუიზა ჰეის 25 ჯადოსნური ციტატა, რომლებიც ტკივილს დაგავიწყებთ

1. სიყვარული სხვა ადამიანის მიმართ - ეს შესანიშნავია, მაგრამ გარდამავალი, საკუთარ თავთან რომანი კი - მარადიული. 

2. ჩვენი სხეული მუდმივად გვესაუბრება, დრო რომ მოგვენახა მოსასმენად. სხეულის თითოეული უჯრედი რეაგირებს თითოეულ ჩვენს აზრსა და სიტყვაზე.

3. ჩვენს ცხოვრებისეულ გზაზე მხოლოდ ორი მოცემული წერტილია - დაბადება და სიკვდილი. გზას, რომელსაც უნდა გავყვეთ, თავად ვირჩევთ.

ფსიქოლოგ ლუიზა ჰეის 25 ჯადოსნური ციტატა, რომლებიც ტკივილს დაგავიწყებთ

4. როგორც კი ადამიანი ავად ხდება, მან უნდა იფიქროს, პირველ რიგში ვის უნდა აპატიოს.

5. ძალის წერტილი მდებარეობს აქ და ახლა - ჩვენს გონებაში.

6. ყველაფერს, რასაც გასცემთ, იღებთ უკან.

7. გაუშვით წარსული სიყვარულით, იყავით მადლიერი იმისთვის, რომ მან მიგიყვანათ მსგავს შეგნებამდე.

ფსიქოლოგ ლუიზა ჰეის 25 ჯადოსნური ციტატა, რომლებიც ტკივილს დაგავიწყებთ

8. თუ თავში მოგივიდათ ნეგატიური ხასიათის აზრი, უბრალოდ უთხარით მას: „მადლობა მონაწილეობისთვის“.

9. ადამიანებს, რომლებიც არ განიცდიან სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ, როგორც წესი, არ შეუძლიათ პატიება.

10. შეიყვარეთ საკუთარი თავი ახლა, ნუ ელოდებით, როდის გახდებით სრულყოფილები.

11. თუ ჩვენ ვიღებთ რაიმეს ნებართვის გარეშე - ვკარგავთ, თუ გავცემთ - ვიღებთ, სხვანაირად არ შეიძლება რომ იყოს.

ფსიქოლოგ ლუიზა ჰეის 25 ჯადოსნური ციტატა, რომლებიც ტკივილს დაგავიწყებთ

12. გაეცით თქვენი შემოსავლის მეათედი ნაწილი - და მოემზადეთ ახალი ფულადი შემონატანისთვის.

13. ჩვენ ვაყალიბებთ საკუთარ რწმენას ბავშვობაში, მერე კი ვმოძრაობთ ცხოვრებაში და აღვადგენთ სიტუაციებს, რომლებიც მოუხდება ჩვენს რწმენას.

14. სამყარო ყველაფრით სავსეა, ის მხოლოდ იმას ელოდება, რომ თქვენ გადაწყვიტოთ გაიცნოთ მისი ულევი ქონება. ფული - ბევრად მეტია, ვიდრე შეგიძლიათ დახარჯოთ. ხალხი - უფრო მეტია, ვიდრე შეგხვედრიათ მთელი ცხოვრების მანძილზე. სიხარული - კიდევ უფრო მეტია, ვიდრე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. თუ დაიჯერებთ ამას, თქვენ გექნებათ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ.

15. ადამიანები, რომლებმაც მოგვაყენეს ტანჯვა, იყვნენ ასეთივე შეშინებულები, როგორც თქვენ ახლა.

ფსიქოლოგ ლუიზა ჰეის 25 ჯადოსნური ციტატა, რომლებიც ტკივილს დაგავიწყებთ

16. მეტოქეობა და სხვებთან შედარება - აი ორი ძირითადი დაბრკოლება იმისა, რომ გახდე შემოქმედებითი პიროვნება.

17. წარსული სამუდამოდ წავიდა. ეს ფაქტია, და აქ ვერაფერს ვერ იზამ. მაგრამ შეიძლება შევცვალოთ ჩვენი აზრები წარსულის შესახებ. როგორი სისულელეა საკუთარი თავის დასჯა სინამდვილეში მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაცამ გაწყენინათ დიდი ხნის წინ.

18. თითოეულ ჩვენთაგანში აქამდე იმყოფება სამი წლის ბავშვი, რომელსაც ეშინია და რომელსაც უნდა მხოლოდ ცოტაოდენი სიყვარული.

19. სიყვარული - ერთადერთი პასუხია ნებისმიერ ჩვენს პრობლემაზე, და გზა ასეთი მდგომარეობისკენ არის პატიების გავლით. პატიება ხსნის წყენას.

ფსიქოლოგ ლუიზა ჰეის 25 ჯადოსნური ციტატა, რომლებიც ტკივილს დაგავიწყებთ

20. ყველა ე.წ. პრობლემები - სხვა არაფერია, როგორც ჩვენთვის მოცემული შესაძლებლობა შევიცვალოთ და გავიზარდოთ.

21. სიყვარული არ არსებობს ადამიანის გარეთ - ის ცხოვრობს მხოლოდ მის შიგნით. რაც უფრო ძლიერად გიყვართ, მით უფრო დიდი სიყვარულით ხართ გარემოცული.

22. მუდმივად გაიხსენო საკუთარი წარსული - ნიშნავს შეგნებულად მიაყენო ტკივილი საკუთარ თავს.

23. მოეკიდეთ ცვლილებებს, როგორც სახლის დალაგებას. ჯერ - ერთი, მერე - მეორე, შეხედავ - ყველაფერი ბზინავს.

24. ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, მოვა თქვენთან საჭირო ადგილას, საჭირო დროს.

25. ნუ ეცდებით პრობლემის გამოსწორებას, პრობლემა თავად გამოსწორდება.



<a href="http://www.cluber.com">www.cluber.com</a>